ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე პირლოს მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში გამოიძახებს

Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ანდრეა პირლოს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.ბიანკონერების ყოფილი სპეციალისტი “მაესტროს” უახლოეს დღეებში გაესაუბრება და პირადად შეატყობინებს ვერდიქტის შესახებ.ამავე წყაროს მტკიცებით, კონტე 35 წლის ნახევარმცველს ზედმეტად არ დატვირთავს და მას მხოლოდ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში გამოიძახებს, მეგობრულ და ნაკლები მნიშვნელობის მატჩებს კი სკუადრა აძურა ანდრეას გარეშე ჩაატარებს.აქვე ვთქვათ, რომ კონტეს ფორმაციის გუნდში ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი დანიელე დე როსი უნდა იყოს, გამთამაშებელი კი, ე.ი ვიცე-პირლო, მარკო ვერატი.რაც შეეხება მარიო ბალოტელის, 45 წლის სპეციალისტი მილანელთა ფორვარდს უხმობს, თუმცა არადამაკმაყოფილებელი ასპარეზობა ბარვუას ძვირად დაუჯდება.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

კონტე უფრო საკლუბო ფეხბურთის სპეციალისტია, მას შეუძლია გუნდი სეზონის მანძილზე ათამაშოს და რაღაც შედეგი დადოს, ნაკრებებს კი უფრო ინდივიდუალისტი მწვრთნელი სჭირდება, რომ კონკრეტულ მატჩზე კონკრეტული შედეგი დადოს… რთულია სხვადასხვა კლუბის შეუთამაშებელი ფეხბურთელების შეკრება…
ხასიათით კი ბატონო, ნაკრებს გამოასწორებს 100%-ით… ის რომ იტალიის ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიოა ჯგუფში რჩება, სირცხვილია.
კონტე თუ მოიყვანეს, უნდა აცალონ და მინიმუმ 2018 წლის მუნდიალზეც ეგ უნდა იყოს… მარა არ გაჩერდება თვითონ ამდენი ხანი სავარაუდოდ… :lool:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x