ანიელი : “დღევანდელი დღე განსაკუთრებით ემოციური იყო”
ავსტრალიური ტურნეს შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” იტალიაში დაბრუნდა.ვილარ-პეროზაში დღეს ერთმანეთს ბიანკონერების პირველი გუნდი და პრიმავერა ამხანაგურად გაეჯიბრნენ, მატჩი მასიმილიანო ალეგრის შეგირდების სასარგებლოდ 6-1 დასრულდა, ბებერი ქალბატონის ახალმა დამრიგებელმა კი განვლილი შეხვედრა ასე შეაჯამა : “იტალიაში დაბრუნების შემდეგ სამი დღე დავისვენეთ, დღეს კი მშვენიერი ვარჯიში გამოგვივიდა.”იუვენტუსისთვის” დიდი დღესასწაულია ის, რაც ვილარ-პეროზაში ყოველ წლიურად ხდება.ბავშვობაში მიშელ პლატინი ჩემი კუმირი იყო, ბიანკონერები წლების წინაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ.ხვალიდან უკვე სეზონისთვის მზადება განახლდება, გულშემატკივრების მხრიდან სითბოს ვგრძნობ, რაც სასიამოვნოა.ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ტიფოზერია არ გავაწბილოთ.20 აგვისტო ნამდვილად ისტორიული დღეა, ხვდები ანიელების ოჯახის უამრავ წარმომადგენელს და ფაქტობრივად ფურცლავ წიგნს, რომელსაც “იუვენტუსის” ისტორია ჰქვია.ვიდალი ? – სამედიცინო შტაბი კარგად მუშაობს და ხვალიდან იგი სრული დატვირტვით ივარჯიშებს.კონტე ? – პირადად მასთან არ მისაუბრია, მას წარმატებას ვუსურვებ.სკუადრა აძურამ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგი ვერ აჩვენა, მისი პირველი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უნდა იყოს, შემდეგ ყველაფერი სხვა.”
http://www.uefa.com/60-years/videoid=2115205.html
მიეცით ხმა ნედვედს