ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “ვიდალი ტრანსფერზე არასდროს დაგვიყენებია”

ვილარ-პეროზაში გამართულ მეგობრულ მატჩს ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით დაესწრო.აქ იმყოფებოდნენ კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ჯონ ელკანი, ბიანკონერების გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა და მისი მარჯვენა ხელი, ფაბიო პარატიჩი.შეხვედრის დაწყებამდე 20 წუთით ადრე იტალიურ პრესას მცირე ინტერვიუ მაროტამ მისცა : “ვიდალი მწვრთნელის განკარგულებაშია, მისი მუხლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არტურო თავს მშვენივრად გრძნობს.ტრანსფერზე იგი ერთი წუთითაც კი არასდროს დაგვიყენებია, მისი შესაძლო ტრანსფერი სხვადასხვა კლუბებში პრესის გამოგონილი ჭორია, ამაზე ყურადღების გამახვილება არ გვიღირს.ბუფონი ? – ჯიჯის მადლიერები ვართ, მზად გვაქვს ახალი კონტრაქტი და ამ თემაზე ერთმანეთს მაშინ შევხვდებით, როცა ორივე მხარე ჩათვლის საჭიროდ.რაც შეეხება პოგბას, მის აგენტს ვესაუბრეთ და შეთანხმებას უახლოეს პერიოდში მივაღწევთ.სატრასფერო ბაზრის დახურვამდე 10 დღე დარჩა, ველით რაღაც ვარიანტებს და მათ გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით.არ ვმალავთ, რომ ფორვარდი გვჭირდება, მაგრამ ჩვენი თავდასხმა მაღალი დონის მოთამაშებიითაა დაკომპლექტებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტოპ-დონის ფეხბურთელი გუნდში არ მოვა.ანდრეა ბარძალი დროზე ადრე დაბრუნდება, დაცვაში კარგად ასპარეზობს ლუკა მარონეც, არის სხვა ვარიანტებიც, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
aleksloma
10 years ago

ანუ ფალკაო არ მოვაო?

10 years ago

http://www.uefa.com/60-years/videoid=2115205.html

მიეცით ხმა ნედვედს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x