“იუვენტუსმა” ყვითელი წარწერები შავით შეცვალა
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსმა” შავ-თეთრ მაისურზე ყვითელი წარწერების შავად შეცვლა გადაწყვიტა.საქმე იმაშია, რომ ღია ფერმა თეთრ ფონზე გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ტიფოზები 50 მეტრიდან ვერ ამჩვნევდნენ გვარსა თუ ნომერს, შავი ფერი შორიდან ადვილად შესამჩნევია.აქამდე ჩატარებული ყველა მეგობრული შეხვედრა ბიანკონერებმა ყვითელი წარწერით ჩაატარეს, სერია A – ს პირველ ტურში ძალაში უკვე დიზაინის მცირე ცვლილება შევა.
ეგრეეე რააააა დამეთხარაა თვალებიიიი