ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: “გამარჯვებას კონტეს ყვირილის გარეშედაც მივაღწევთ”

ტურინი ახალი სეზონის მოლოდინშია, თუმცა უამრავი კითხვა ჩნდება ახალ ტაქტიკასთან დაკავშირებით. წინასასეზონო მომზადებამ ცხადყო, რომ გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს ახალ ტაქტიკურ მოდულთან, თუმცა ამ აზრს არ იზიარებს კლაუდიო მარკიზიო:” ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დიახ, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე 3-5-2 ით ვაღწევდით წარმატებას, მაგრამ კონტეს ერა სწორად 4-3-3 ით დაიწყო თუ გაიხსენებთ. ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ ოთხი მცველი დაცვის ხაზში, თუმცა გარკვეული სამუშაოს ჩატარება და იმ მექანიზმის გახსენება დაგვჭირდება. მილანთან დაპირისპირება კარგი ტესტი იყო, მაგრამ მეტოქეს უამრავი კონტრ იერიშის საშუალება მივეცით. ვერონასთან კი თქვენს წინაშე სრულებით სხვა გუნდი წარსდგება”…

” მუდამ მზად ვარ ინოვაციებისთვის და ტაქტიკური ცვალებადობისთვის. ახალ სქემაში ტრეკუარტისტას პოზიციაზე ვირჯებოდი, მაგრამ იგი არ არის კლასიკური 10-იანი, რადგან დაცვით მექანიზმში პირლოს ვაზღვევდი, ხოლო შეტევაში ხშირად ვიცვლიდი პოზიციას. კონტეს დროს სხვაგვარად იყო. მცირე დრო დაგვჭირდება შესაგუებლად, მაგრამ უმოკლეს პერიოდში შედეგს თავადვე იხილავთ.

ალეგრიმ მიგვანიშნა, რომ გუნდი არ იქნება მოქცეული ერთი სქემის გარშემო და განახორციელებს ხშირ როტაციებს, მატჩის მსვლელობის პერიოდშიც კი. რაც შეეხება უკანასკნელ ამხანაგურ ტურნირს, იქ ჩვენ არ გვყავდნენ ლორენტე და მორატა. წინ დიდი სეზონი გველის რაშიც დარწმუნებული ვარ. სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? წარმატების მიღწევას ორივე ტურნირში შევეცდებით და განსაკუთრებით ევროპაში გვაქვს სიტუაცია გამოსასწორებელი. სკუდეტოს მხოლოდ ამ ტურნირისთვის თუ შეველეოდი.

კონტეს დროს ყველაფერი გაწერილი იყო გეგმის მიხედვით და შედეგად სამ სკუდეტოს ორი სუპერ თასიც მოჰყვა. ალეგრის სხვა ხედვა გააჩნია, რასაც მილანთან დაპირისპირებაშიც ნახავდით. უმეტეს დროს ვუთმობთ ბურთის კონტროლს. ევროპულ არენაზე ეს კარგად მუშაობს, რაშიც დავრწმუნდით გასულ წელს როდესაც ვხვდებოდით კლუბებს, რომლებიც თმობდნენ ბურთს და ასპარეზობდნენ დიდი სიფრთხილით, რამაც პრობლემები შეგვიქმნა. ყველაზე მთავარია ეხლა ვისწავლოთ ამ პრობლემების გადალახვა.

იუვენტუსის წარმატებული ციკლის შეწყვეტა არც კონტეს წასვლაზეა დამოკიდებული და არც რომელიმე მსგავს ფაქტორზე. ბიანკონერის გამარჯვებული მექანიზმია და ბუნება თავისას ნებისმიერ სიტუაციაში გაიტანს. მეოთხე ტურნირის მოგება ზედიზედ იქნება უსაზღვროდ რთული, თუმცა ჩვენ არ გვაშინებს ეს. კონკურენტებიც საკმაო გვყავს და ყველაზე გამორჩეული ალბათ დედაქალაქური რომაა, თუმცა არ დავივიწყებდი ინტერს, მილანს, ნაპოლის და ფიორენტინას. არ იქნებოდა ურიგო პლიუს იტალიის თასი ზედიზედ მეათედ მოგვეპოვებინა.

მაკლია თუ არა კონტეს ყვირილი? იცით, იუვენტუს მისი ყვირილის გარეშედაც შეუძლია გამარჯვების მოპოვება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ალეგრიც უწევს გასახდელში ტონს როცა საქმე ამას მოითხოვს. კონტეს გადადგომა სიურპირიზი იყო ჩვენთვის, რადგან მან გუნდი წინასასეზონო შეკრების მეორე დღეს დატოვა. ვისაუბრეთ მიზეზებზე, რომელიც ჩვენ შორის დარჩება და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ნამდვილად არ შედის იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას მაშინ როდესაც არ არიან 100%-ით მზად. ნაკრებში მას ახალი როლი ელოდება და ვფიქრობ მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე იდეალურად შეასრულებს საქმეს “ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კლაუდიო მარკიზიომ.

წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

11 thoughts on “მარკიზიო: “გამარჯვებას კონტეს ყვირილის გარეშედაც მივაღწევთ”

  1. მე ხუმრობით დავწერე ნაწყენი ხო არაათქვა, გულის სიღრმეში შეიძლება მცირე წყენა ქონდეს მარა მარკიზიო პროფესიონალია და ისეთს არაფერს არ იტყოდა რაც კონტესთვის შეურაცმყოფელი იქნებოდა

  2. რა მნიშვნელობა აქ როგორ არ ი გადმოცემული აზრი მთავარია რას გულისხმობს, შენ რაც დაწერე იქედანაც და ამ სათაურიდანაც ჩანს რო მარკიზიო კონტეს ყვირილის აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს, თუ ასე იყო კონტეს პერიოდში რატო არ თქვა?
    ლიხშტაინერი იძახოდა პირიქით მაგი რო მიდგას გვერდით და მიყვირისო მაგიტო უფრო კარგად ვთამაშობო, ახლა რო გამოვიდეს და თქვას კონტეს ყვირილის აუცილებლობას ვერ ვხედავო მართალი იქნება?
    ზუსტადაც ნაწყენის შტაბეჭდილება დატოვა და არც მიკვირს, კაცს საუკეთესო პერიოდი ქონბდა კარიერის და სკამზე დასვა, ამრკიზიოს არ ქონდა იმის პრეტენზია რო ევროპის ერთერთი საუკეთესო ანხევარმცევლი ყოფილიყო? ხოდა როცა მაგის მიღწევას ცდილობდა მაშინ დააჯინა კონტემ სკამზე

    მე არც კონტეს ვადანაშაულებ და არც მარკიზიოს, კონტეც სწორად მოიქცა რაღაც კუთხით სკამზე რო დასვა და მარკიზიოსაც რო არ გაუხარდა სკამზე დაჯდომა ამაში რამე სიახლეა?

    არცერთ ფეხბურთელს არ უხარია სკამზე ჯდომა და ყოველთვის იქნება ნაწყენი ტრეინერზე, მარკიზიო სოტრარი არაა რო სკამზე ჯდომას შეეგუოს, გუნდის ლიდერი იყო და ასე გაწირვას არ იმსახურებდა

    1. როგროც ჩანს სულ ხვა მიმართულებით მსჯელობ მეგობარო.
      მე ის გამიკვირდება ლიხტშტაინერმა რომ თქვას კონტეს ყვირილის გარეშე ვერ მოვიგებ, ან გამიჭირდება ყვირილის გარეშე გამარჯვებაო და არა მარტო ლიხტშტაინერმა, არამედ ნებისმიერმა რომ თქვას. და იცი რატომ? იმიტომ რომ მე იუვეს ვგულშემატკივრობ და იუვეს ფეხბურთელს არ აქვს იმის ფიქრის უფლებაც, რომ კონკრეტული მწვრთნელის ყვირილის გარეშე რომ ვერ ითამაშებს.
      ზუსტად ეს თქვა მარკიზიომ.
      უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონტე უკვე წავიდა და წავიდა თავისი ყვირილით, ყვირილს ვერ დატოვებდა და რა უნდა ეთქვა მარკიზიოს? მისი ყვირილის გარეშე დებილები ვართ ვერ ვითამაშებთო?
      მან გულშემატკივრებს მიმართა, რომ იუვე ისეთი გუნდია მას ყვირილის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევაოოოოოოო…..
      ასე რომ გთხოვთ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ სხვადასხვა საიტებზე ეს სტატია და დასკვნაც ამის შემდეგ გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ გარემოების გათვალისწინება, იმ გარემოების, რომ კონტე წავიდა და ფეხბურთელებს კონტეს ყვირილს არავინ ჩაიწერს და თამაშის დროს არავინ მოასმენინებს გასამხნევებლად. მან ზუსტად ის პასუხი გასცა “ყვირილის” შესახებ კითხვას რაც გულშემატკივარს სჭირდებოდა. ყვირილი იქით იყოს და კითხვა რომ ყოფილიყო თვითონ კონტე დააკლდება თუ არა გუნდსო და მას რომ ეთქვა ჩვენ იუვე ვართ და კონტეს გარეშეც გავიმარჯვებთო, არა? მან კონტეს მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა სიტყვიერადაც და მას წარმატება უსურვა და ა.შ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებული რეალობიდან გამომდინარე სწორად უპასუხა იმ შეკითხვას და აქ კონტეს მიმართ უკმაყოფილებას ან წყენას მე ვერ ვხედავ და არა მარტო მე. არც ერთ ჟურნალისტს დაწყებული Football Italia-ს ჟურნალისტიდან, დამთავრებული ჩემს მიერ წინა კომენტარში მითითებული იუვეს ფანკლუბის სტატიის ავტორით დამთავრებული არავის არ აქვს მსგავსი ნეგატიური შინაარსის სათაური და სტატია მითუმეტეს, გთხოვთ ესეც კიდევ ერთხელ გადაათვალიეროთ. ჩვენი საიტის სტატიის სათაურიდან პირდაპირ იკვეთება მარკიზიოსა და კონტეს შორის არსებული უკმაყოფილება რაც არსად ჩემს მიერ ზემოთხსენებულ შემთხვევებში არ იკვეთება. რისი თქმა გინდა, რომ ვერავინ ვერ მიხვდა მარკიზიოს სიტყვების აზრს და მარტო ჩვენი საიტის სტატიის ავტორი მიხვდა? მითუმეტეს ავტორს ეს სტატია ნათარგმნი აქვს და სხვებს კიდევ მოსმენილი და ისე დაწერილი.
      მოკლედ ძალიან კარგი იქნება თუ იუვეს ინტერესებიდან გამოვალთ და არა კონკრეტული მწვრთნელისა და ფეხბურთელის სავარაუდო წყენის თემიდან

  3. მეგობრებო, განსაკუთრებით სტატიის ავტორს, გთხოვთ წაიკითხოთ საერთოდ სტატიების რამდენიმე ვარიანტი მაინც, იმისთვის, რომ მიიღოთ რეალური სურათი. როგორც ვხედავ სტატიის ავტორს ან ცუდად აქვს შინაარსი გაგებული, ან ცუდად აქვს ნათარგმნი, თან სათაურიც ისეთი აქვს შერჩეული უარესს ვერც ინატრებ, სათაურიც და ამ სტატიის ქართული ვერსია პირდაპირ ურტყამს მარკიზიოს და გამოყავს კონტეს მოწინააღმდეგე და ალეგრის “ქვეშამძრომელა”. სინამდვილე კი რადიკალურად განსხვავდება ამ ვერსიისგან.
    აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე შეაფასა მარკიზიო როგორც კონტესგან ნაწყენმა და ზოგიერთმა კი ალეგრის “ქვეშამძრომელად”.
    კითხვა იყო შემდეგი: დაგაკლდებათ თუ არა კონტეს ყვირილი? (საუბარი იყო რამე ხომ არ დააკლდებოდა გუნდს კონტეს ყვირილის, უფრო შეძახილების გარეშე?), რაზეც მან უპასუხა: ჩვენ ვართ დიდი კლუბი და “აუცილებელ ყვირილს” არ ვსაჭიროებთ. (გაამახვილეთ ყურადღება “აუცილებელ ყვირილზე”…… ანუ კიდევ ერთხე: მან თქვა, რომ ასეთ დიდ კლუბს, როგორიც იუვენტუსია “აუცილებელი ყვირილი” არ სჭირდება. აქ მას კონტე საერთოდ არ უხსენებია, უბრალოდ ყვირილი არ გვჭირდებაო).
    აქ არ იყო არაფერი განსაკუთრებული. ვიღაცამ იკითხა ის რაც იკითხა და მარკიზიომაც ზუსტად ის უპასუხა რაც საჭირო იყო. აბა რა უნდა ეთქვა ისეთი დებილები ვართ, რომ ყვირილი გვჭირდება, თორემ ვერ მოვიგებთო?
    ან სათაური როგორ შეარჩიეთ? მესმის ეს შეიძლება არ ყოფილიყო ცუდი სათაური ის რომ ზუსტად იმ რეალობას ასახავდეს რაც მარკიზიომ თქვა: “ჩვენისთანა დიდი კლუბი გამარჯვებისთვის “აუცილებელ ყვირილს” არ საჭიროებს”, ან “ისეთი დიდი კლუბი როგორიც იუვეა ყვირილის გარეშეც გაიმარჯვებს” ან სხვა მსგავსი სათაური თუ მაინცდამაინც სტატიის ეს ნაწილი გინდა აიღო სათაურად, არადა ამ სტატიის არც ინგლისურ და არც რუსულ ენოვან ვერსიებს არ აქვთ სათაურად აღებული ეს ნაწილი, მათ ბევრად უფრო პოზიტიური სათაურები აქვთ: ‘More imagination with Allegri’, Маркизио: «Наша природа вынуждает нас побеждать» და ა.შ.
    ჩვენი სათაურიდან კი ნეგატივი მოდის: მარკიზიო: “გამარჯვებას კონტეს ყვირილის გარეშედაც მივაღწევთ” – აქედან გამოდის, რომ მარკიზიოს კონტე მაგრად არ ევასებოდა და ბედნიერია მისი წასვლით, თან ალეგრის ეპირფერება, როგორც ზოგიერთი ჩვენგანი ფიქრობს.
    ასევე მინდა გითხრათ, რომ მითითებული ინფორმაცია: წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი არის არასწორი და მცდარი ინფორმაცია. სინამდვილეში წყარო არის “Football Italia” და არა იუვეს ოფიციალური ვებგვერდი.
    ყველას ვთხოვ ეს არ მიიღოთ საწყენად. იუვეს არც ერთი ფანცლუბის საიტი მსგავსი სათაურის და შინაარსის სტატიას არ გამოაქვეყნებს, რადგან ის მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს. ყველა ცდილობს დაწეროს სტატია ისეთი მიმართულებით, რომ ნეიტრალურ მკითხველს არ შეექმნას ცუდი შთაბეჭდილება იუვეზე, მის ფეხბურთელებზე და გულშემატკივრებზე, მითუმეტეს, რომ მარკიზიოს ასე ნამდვილად არ უთქვია

  4. _________________________________ბუფონი____________________

    ლიხშტაინერი______________ბონუჩი__________ოგბონა_________ევრა

    _________________მარკიზიო_________პირლო________პოგბა________

    _________________________________პერეირა____________________

    _______________________ტევესი______________ლორენტე________

    სავარაუდო სასტავი 1 ტურში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.