ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “ალეგრის განსხვავებული ხედვა აქვს, ვიდრე კონტეს”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც საუბარი იყო განსხვავებეზე მასიმილიანო ალეგრისა და ანტონიო კონტეს შორის : “ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ვგრძნობთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.მასიმილიანო ალეგრიმ და ახალმა შტაბმა გუნდს გასაღები კარგად მოარგეს, წინ ბევრი გამარჯვება გველის.წინასასეზონო მომზადება ახალი იდეებით დავიწყეთ, თუმცა მთლიანად წარსულს არ ჩავაბარეთ არც ის სქემა, რომელიც წინა პერიოდში იდეალურად გვქონდა გათავისებული.3-5-2 შესანიშნავი ტაქტიკაა, თუმცა ახლა დროა, 4-3-3 მივეჩვიოთ.გუნდმა იცის, როგორ ითამაშოს ოთხი მცველით, “მილანთან” მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდა იყო, თუმცა ცუდი ისაა, რომ მეტოქე ხშირად მოდიოდა სწრაფ კონტრშეტევებზე.ვერონაში სხვა “იუვენტუსს” ისურვებთ.”

“სხვადასხვა პოზიციებზე თამაშს მიჩვეული ვარ, ნებისმიერ მომენტში შემიძლია მწვრთნელის სურვილისამებრ შევიცვალო სათამაშო ტაქტიკა.როსონერისთან ტროფეო ტიმზე ტრეკვარტისტად ვთამაშობდი, ვაღიარებ, რომ წმინდა ამ პოზიციის მოთამაშე არ ვარ, მაგრამ ნახევარდაცვის წინ თამაში მსიამოვნებს, შეტევაში პირლო მეხმარება, დაცვაში კი ანდრეას ვაზღვევ.ეს მთლიანად გუნდისთვის ახალი გამოწვევაა, ვეცდებით, ალეგრის დავალებები მინდორზე მთლიანად შევასრულოთ.”

“უკვე ვიცით, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ სქემას არ ვირჩევთ, საბედნიეროდ, ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ მარტივად გადავეწყოთ ნებისმიერ ტაქტიკაზე.ტროფეო ტიმზე არ უთამაშია ლიორენტეს, მორატა ჯერ კიდევ ლაზარეთშია, შესანიშნავ სეზონს ველი.ტიტულის დაცვა და ევროპაში ხმაურიანად დაბრუნება გვინდა.სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა ? – ორივე, თუმცა სკუდეტოს მხოლოდ ევროპაში გამარჯვებაზე გავცვლიდი.”

“კონტეს პერიოდი ? – ვფიქრობ, ჩვენ ყველა შეკითხვას გავეცით პასუხი, სამი სკუდეტო და ორი სუპერთასი ზედიზედ მოვიგეთ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.ალეგრის თამაშის სხვანაირი ხედვა აქვს, ეს წინა მატჩებში კარგად გამოჩნდა.ბურთის კონტროლზე ბევრს ვვარჯიშობთ, ეს ევროპაში განსაკუთრებით საჭიროა, რადგან შეუძლებელია ბურთი მთლიანად მოწინააღმდეგეს დაუთმო, შემდეგ კი გამარჯვებაზე იოცნებო, ასე არ ხდება, მატჩის სადავეები მუდმივად უნდა აკონტროლო.ევროპაში ძალიან ხისტ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენ მზად ვართ, ასევე ვუპასუხოთ, წინააღმდეგობა უნდა დავძლიოთ.”

“გასულ სეზონებს ხშირად ვიხსენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ჩემპიონთა ლიგას ეხება.არ დავუშვებთ იმას, რომ კიდევ ერთხელ გავუცრუოთ იმედი გულშემატკივრებს, ორი წლის წინ პლეი-ოფში ბავარიასთან დავმარცხდით, შარშან კი ჯგუფში გალათასარაიმ ჩაგვტოვა, ამის შემდეგ ევროპის ლიგაზე შეგვეძლო წარმატების მიღწევა, თუმცა ფეხი იქაც დაგვიცდა.გასაგებია, რომ გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორებიც, თუმცა უკეთ ასპარეზობა ევროპაში ნამდვილად გვმართებს.”

“არ ღირს იმაზე საუბარი, რომ კონტეს გუნდიდან წასვლით რაიმე ციკლი დასრულდა.”იუვენტუსი” მზადაა ბრძოლა განაგრძოს, გამარჯვებებით არასდროს დავიღლებით.კონკურენტები ? – რა თქმა უნდა, რომას გამოვყობდი, თუმცა არ ღირს არც ინტერის, მილანის, ნაპოლისა და ფიორენტინას დავიწყებაც.აქვე ვიტყვი, რომ იტალიის თასის მეათედ მოგება გვსურს.”

“ბებერი ქალბატონის ხასიათში თავად ზის გამარჯვება, კრიტიკა კი პირიქით, გვაძლიერებს.მინდა დაგარწმუნოთ, რომ კონტეს მსგავსად ხმას ხშირად ალეგრიც უწევს გასახდელში.კონტეს წასვლა სიურპრიზი იყო, მით უმეტეს საზაფხულო მომზადების მეორე დღეს.მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ამის მიზეზებზე მან ხელმძღვანელობასთანაც ისაუბრა და ფეხბურთელებთანაც, ვიცოდი, სამწვრთნელო კარიერას მანამ არ გააგრძელებდა, სანამ ასი პროცენტით არ იქნებოდა ამისთვის მზად.იტალიის ნაკრებში მისვლა კი ამის დასტურია, ეს ანტონიოს ცხოვრებაში ახალი გამოცდა იქნება.მას იგივე დავალება აქვს, რაც პრანდელის ჰქონდა, როდესაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჯგუფური ეტაპი ვერ დავძლიეთ.2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის შესანიშნავად მოვემზადეთ და ფინალშიც ვითამაშეთ, ახლა იგივე, ოღონდ მეტი წარმატებით, კონტესთან ერთად უნდა გავეკეთოთ.”

საზაფხულო მომზადებისას “იუვენტუსმა” ძალიან ბევრი იფრინა : “არა მგონია, ამან გუნდზე ნეგატიურად იმოქმედოს.შარშან ამერიკაში ვიყავით, ვერ ვიტყვი, რომ იქ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვაჩვენეთ მატჩებში შედეგის მხრივ, თუმცა სუპერთასი მაინც ჩვენ დაგვრჩა, “ლაციოს” დამაჯერებლად მოვუგეთ.როდესაც შორს მიფრინავ, შენი სახელი გაგაქვს საზვრებს გარეთ, მთელ მსოფლიოს აცნობ რას ნიშნავს გუნდი და ახალწვეულებს უმტკიცებ, თუ როგორ უყვართ ეს კლუბი მთელს პლანეტაზე.”

“საბედნიეროდ, ეს პირველი ზაფხულია, როცა ჟურნალისტები სხვადასხვა კლუბებში არ მყიდიან.ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ამაზე ვიხუმრე, ამ ზაფხულს პრესა ნამდვილად ამაბარგებს “იუვენტუსიდან”- მეთქი, არსად წასვლას არ ვაპირებ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

სად ნახე განაცხადი? მარკიზიო 1 თამაშს გამოტოვებს წითელის გამო

jjj jjj
10 years ago

კონტემ მარკიზიო არ შეიყვანა განახადში… რა ხდება ნეტა?

vakhtang karchava
10 years ago

აბა შენ იცი,მაგარი იმედი შენი!!! :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

jjj jjj
10 years ago

მაგრად მევასება ეს :love: მარა კონტეს ალეგრი ვერ შეცვლის ვერასოდეს!!!

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x