ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: “გამარჯვებას კონტეს ყვირილის გარეშედაც მივაღწევთ”

ტურინი ახალი სეზონის მოლოდინშია, თუმცა უამრავი კითხვა ჩნდება ახალ ტაქტიკასთან დაკავშირებით. წინასასეზონო მომზადებამ ცხადყო, რომ გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს ახალ ტაქტიკურ მოდულთან, თუმცა ამ აზრს არ იზიარებს კლაუდიო მარკიზიო:” ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დიახ, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე 3-5-2 ით ვაღწევდით წარმატებას, მაგრამ კონტეს ერა სწორად 4-3-3 ით დაიწყო თუ გაიხსენებთ. ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ ოთხი მცველი დაცვის ხაზში, თუმცა გარკვეული სამუშაოს ჩატარება და იმ მექანიზმის გახსენება დაგვჭირდება. მილანთან დაპირისპირება კარგი ტესტი იყო, მაგრამ მეტოქეს უამრავი კონტრ იერიშის საშუალება მივეცით. ვერონასთან კი თქვენს წინაშე სრულებით სხვა გუნდი წარსდგება”…

” მუდამ მზად ვარ ინოვაციებისთვის და ტაქტიკური ცვალებადობისთვის. ახალ სქემაში ტრეკუარტისტას პოზიციაზე ვირჯებოდი, მაგრამ იგი არ არის კლასიკური 10-იანი, რადგან დაცვით მექანიზმში პირლოს ვაზღვევდი, ხოლო შეტევაში ხშირად ვიცვლიდი პოზიციას. კონტეს დროს სხვაგვარად იყო. მცირე დრო დაგვჭირდება შესაგუებლად, მაგრამ უმოკლეს პერიოდში შედეგს თავადვე იხილავთ.

ალეგრიმ მიგვანიშნა, რომ გუნდი არ იქნება მოქცეული ერთი სქემის გარშემო და განახორციელებს ხშირ როტაციებს, მატჩის მსვლელობის პერიოდშიც კი. რაც შეეხება უკანასკნელ ამხანაგურ ტურნირს, იქ ჩვენ არ გვყავდნენ ლორენტე და მორატა. წინ დიდი სეზონი გველის რაშიც დარწმუნებული ვარ. სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? წარმატების მიღწევას ორივე ტურნირში შევეცდებით და განსაკუთრებით ევროპაში გვაქვს სიტუაცია გამოსასწორებელი. სკუდეტოს მხოლოდ ამ ტურნირისთვის თუ შეველეოდი.

კონტეს დროს ყველაფერი გაწერილი იყო გეგმის მიხედვით და შედეგად სამ სკუდეტოს ორი სუპერ თასიც მოჰყვა. ალეგრის სხვა ხედვა გააჩნია, რასაც მილანთან დაპირისპირებაშიც ნახავდით. უმეტეს დროს ვუთმობთ ბურთის კონტროლს. ევროპულ არენაზე ეს კარგად მუშაობს, რაშიც დავრწმუნდით გასულ წელს როდესაც ვხვდებოდით კლუბებს, რომლებიც თმობდნენ ბურთს და ასპარეზობდნენ დიდი სიფრთხილით, რამაც პრობლემები შეგვიქმნა. ყველაზე მთავარია ეხლა ვისწავლოთ ამ პრობლემების გადალახვა.

იუვენტუსის წარმატებული ციკლის შეწყვეტა არც კონტეს წასვლაზეა დამოკიდებული და არც რომელიმე მსგავს ფაქტორზე. ბიანკონერის გამარჯვებული მექანიზმია და ბუნება თავისას ნებისმიერ სიტუაციაში გაიტანს. მეოთხე ტურნირის მოგება ზედიზედ იქნება უსაზღვროდ რთული, თუმცა ჩვენ არ გვაშინებს ეს. კონკურენტებიც საკმაო გვყავს და ყველაზე გამორჩეული ალბათ დედაქალაქური რომაა, თუმცა არ დავივიწყებდი ინტერს, მილანს, ნაპოლის და ფიორენტინას. არ იქნებოდა ურიგო პლიუს იტალიის თასი ზედიზედ მეათედ მოგვეპოვებინა.

მაკლია თუ არა კონტეს ყვირილი? იცით, იუვენტუს მისი ყვირილის გარეშედაც შეუძლია გამარჯვების მოპოვება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ალეგრიც უწევს გასახდელში ტონს როცა საქმე ამას მოითხოვს. კონტეს გადადგომა სიურპირიზი იყო ჩვენთვის, რადგან მან გუნდი წინასასეზონო შეკრების მეორე დღეს დატოვა. ვისაუბრეთ მიზეზებზე, რომელიც ჩვენ შორის დარჩება და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ნამდვილად არ შედის იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას მაშინ როდესაც არ არიან 100%-ით მზად. ნაკრებში მას ახალი როლი ელოდება და ვფიქრობ მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე იდეალურად შეასრულებს საქმეს “ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კლაუდიო მარკიზიომ.

წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10 years ago

“გარეშედაც” ქართული სიტყვაა?! :))))))))

Di Francesco # 1
10 years ago

მე ხუმრობით დავწერე ნაწყენი ხო არაათქვა, გულის სიღრმეში შეიძლება მცირე წყენა ქონდეს მარა მარკიზიო პროფესიონალია და ისეთს არაფერს არ იტყოდა რაც კონტესთვის შეურაცმყოფელი იქნებოდა

Di Francesco # 1
10 years ago

რა მნიშვნელობა აქ როგორ არ ი გადმოცემული აზრი მთავარია რას გულისხმობს, შენ რაც დაწერე იქედანაც და ამ სათაურიდანაც ჩანს რო მარკიზიო კონტეს ყვირილის აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს, თუ ასე იყო კონტეს პერიოდში რატო არ თქვა? ლიხშტაინერი იძახოდა პირიქით მაგი რო მიდგას გვერდით და მიყვირისო მაგიტო უფრო კარგად ვთამაშობო, ახლა რო გამოვიდეს და თქვას კონტეს ყვირილის აუცილებლობას ვერ ვხედავო მართალი იქნება? ზუსტადაც ნაწყენის შტაბეჭდილება დატოვა და არც მიკვირს, კაცს საუკეთესო პერიოდი ქონბდა კარიერის და სკამზე დასვა, ამრკიზიოს არ ქონდა იმის პრეტენზია რო ევროპის ერთერთი საუკეთესო ანხევარმცევლი ყოფილიყო? ხოდა როცა მაგის მიღწევას ცდილობდა მაშინ დააჯინა კონტემ სკამზე მე არც კონტეს ვადანაშაულებ და… Read more »

10 years ago

როგროც ჩანს სულ ხვა მიმართულებით მსჯელობ მეგობარო. მე ის გამიკვირდება ლიხტშტაინერმა რომ თქვას კონტეს ყვირილის გარეშე ვერ მოვიგებ, ან გამიჭირდება ყვირილის გარეშე გამარჯვებაო და არა მარტო ლიხტშტაინერმა, არამედ ნებისმიერმა რომ თქვას. და იცი რატომ? იმიტომ რომ მე იუვეს ვგულშემატკივრობ და იუვეს ფეხბურთელს არ აქვს იმის ფიქრის უფლებაც, რომ კონკრეტული მწვრთნელის ყვირილის გარეშე რომ ვერ ითამაშებს. ზუსტად ეს თქვა მარკიზიომ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონტე უკვე წავიდა და წავიდა თავისი ყვირილით, ყვირილს ვერ დატოვებდა და რა უნდა ეთქვა მარკიზიოს? მისი ყვირილის გარეშე დებილები ვართ ვერ ვითამაშებთო? მან გულშემატკივრებს მიმართა, რომ იუვე ისეთი გუნდია მას ყვირილის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევაოოოოოოო….. ასე რომ გთხოვთ… Read more »

10 years ago

მეგობრებო, განსაკუთრებით სტატიის ავტორს, გთხოვთ წაიკითხოთ საერთოდ სტატიების რამდენიმე ვარიანტი მაინც, იმისთვის, რომ მიიღოთ რეალური სურათი. როგორც ვხედავ სტატიის ავტორს ან ცუდად აქვს შინაარსი გაგებული, ან ცუდად აქვს ნათარგმნი, თან სათაურიც ისეთი აქვს შერჩეული უარესს ვერც ინატრებ, სათაურიც და ამ სტატიის ქართული ვერსია პირდაპირ ურტყამს მარკიზიოს და გამოყავს კონტეს მოწინააღმდეგე და ალეგრის “ქვეშამძრომელა”. სინამდვილე კი რადიკალურად განსხვავდება ამ ვერსიისგან. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე შეაფასა მარკიზიო როგორც კონტესგან ნაწყენმა და ზოგიერთმა კი ალეგრის “ქვეშამძრომელად”. კითხვა იყო შემდეგი: დაგაკლდებათ თუ არა კონტეს ყვირილი? (საუბარი იყო რამე ხომ არ დააკლდებოდა გუნდს კონტეს ყვირილის, უფრო შეძახილების გარეშე?), რაზეც მან უპასუხა: ჩვენ… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago

_________________________________ბუფონი____________________

ლიხშტაინერი______________ბონუჩი__________ოგბონა_________ევრა

_________________მარკიზიო_________პირლო________პოგბა________

_________________________________პერეირა____________________

_______________________ტევესი______________ლორენტე________

სავარაუდო სასტავი 1 ტურში

jjj jjj
10 years ago

არტუროს რაღაც ძაან უფრთხილდება ეს დებილი ტრენერი

Di Francesco # 1
10 years ago

ზოგი იმითაა უკმაყოფილო რო ხშირად რატო არ იდება სტატიებიო და ახლა იტყვიან ორ – ორს რატო დებთო :chuvak:

Giorgi kasrashvili
10 years ago

marchsio alegris nu dauwye exla lokva… gaasxas 2-3 tveshi r sezons vushvelot!!!

Di Francesco # 1
10 years ago

იცით, იუვენტუს მისი ყვირილის გარეშედაც შეუძლია გამარჯვების მოპოვება.

ნაწყენის შთაბვეჭდილებნა დატოვა :lool:

d a v i d
10 years ago

:love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x