აგენტი : “შაქირის მიმართ ინტერესს იტალიური გუნდები იჩენენ”
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის, ხერდან შაქირის აგენტმა იტალიური კლუბების მიერ გამოჩენილი ინტერესი პრესასთან საუბარში დაადასტურა : “სიმართლეა, შვეიცარიელის შეძენით “იუვენტუსი” და “ინტერი” არიან დაინტერესებული, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია.იტალიის ჩემპიონატში თამაშს ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთწლიანი არენდის შემდეგ მიუნხენელები გამოსასყიდად საკმაოდ მაღალ თანხას ითხოვენ.ამ მომენტისთვის ვიტყვი, რომ შაქირი გერმანიაში რჩება.”