აგენტი : “გუარინს იუვენტუსში თამაში სურს”
ფრედი გუარინი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადაბარგებას არ აპირებს და მხოლოდ ტურინის “იუვენტუსში” სურს თამაში, ამის შესახებ იტალიურ პრესასთან საუბარში ფეხბურთელის აგენტმა, მარსელო ფერეირამ განაცხადა : “ვადასტურებ, რომ რუსულმა მხარემ 12 მილიონიანი შემოთავაზება გააკეთა, თუმცა უარი თავად ფრედიმ განაცხადა, გუარინი “იუვენტუსის” შემოთავაზებას ელოდება”. აქვე გეტყვით, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდის გარდა კოლუმბიელით მანჩესტერ “იუნაიტედიც” ინტერესდებოდა, თუმცა როგორც სჩანს, ნახევარმცველის გული მაინც ტურინისკენ მიიწევს.ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაწყვეტს თუ არა ჯუზეპე მაროტა “პორტოს” ექს-მოთამაშის დამატებას.
ეს მაინც იყიდეთ მშვენიერი მოთამაშეა თან ძვირიც არ დაჯდება