ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ვიდალი ძირითად შემადგენლობაში იქნება”

სერია ა – ს სტარტამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ვინოვოს ბაზის პრეს-ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა : “ხვალინდელ მატჩს დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით ველით, ვიცით, რთული მატჩი იქნება, რადგან “კიევომ” რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატა.იტალიის თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, ვერონელები გაცილებით მონდომებულნი იქნებიან და დარწმუნებული ვარ, არაერთ პრობლემას შეგვიქმნიან.შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი მზადაა, 95 წუთის მანძილზე მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენოს, ხვალიდან შედეგი უნდა გამოიღოს იმ ვარჯიშებმა, რომლებსაც უკვე ერთ თვეზე მეტია ყოველდღიურად ვატარებთ.ფავორიტები ? – არა მგონია, სკუდეტოს მოსაგებად მხოლოდ “იუვენტუსმა” და “რომამ” იბრძოლონ, გამოვყოფობდი “მილანს”, “ინტერს”, “ლაციოს”, “ფიორენტინასა” და “ნაპოლის”, მათ შესანიშნავი შემადგენლობები ჰყავთ.დღეს დილით გამართული ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, რაც შეეხება პირლოს დანაკლისს, მას დაცვის წინ კლაუდიო მარკიზიო ჩაანაცვლებს.ვიდალი ? – არტურო სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მისი მუხლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემიძლია განვაცხადო, იგი ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება.დაცვის ხაზს გაუმჯობესება ესაჭიროება, მით უმეტეს, ხვალ დისკვალიფიცირებული კიელინი დაგვაკლდება, იგივეს ვიტყოდი შეტევაზეც, მორატა ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს გადის.სულ განაცხადში 22 ფეხბურთელი მოხვდა, 3 მეკარის ჩათვლით.გუნდთან ერთად იქნებიან ჯიოვინკო, ლორენტე და პადოინიც.ჩემპიონთა ლიგა ? – კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები ვართ, ამ ტურნირზე ადვილი თამაშები არ არსებობს, ყველაფერს მოედანზე გაეცემა პასუხი. “

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
10 years ago

ფალკაო გვინდა და ეგაა :forza:

Giorgi kasrashvili
10 years ago

ver gavige xalxno dacvas ras erchit??? tan garemarbebio gavgijdi raaaaa!!!

lixshtaineri-romulo-kaseresi iqet
da aqet evra-asamoaaa…

ra gindat baili? dani alveshi? lami tu zambrota gavaaxalgazrdaot ???

mwvrtnelis garda yvela rgolua dabalansebuli… naxevardacva 10
tavdasxma 8
dacva 9
mekare 100
padoini 0
alegri 3

10 years ago

:forza:

jjj jjj
10 years ago

ვიდალი კი დარჩა მარა დაცვა ვერაა მთლად დალაგებული! თან გარემარბები…

Zura Makhachadze
10 years ago

ეგრე რა) დარჩა ვიდალი <3 :juventus:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x