ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩიჩარიტოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია

კორიერე დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსმა” ხავიერ ერნანდესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.ბიანკონერების ხელმძღვანელები ფეხბურთელის აგენტს გუშინ შეხვდნენ და ხელშეკრულების დეტალებზე ისაუბრეს, ახლა ყველაფერი მანჩესტერ “იუნაიტედზეა” დამოკიდებული.ბიანკონერები ჩიჩარიტოს არენდის წესით აყვანას აპირებენ, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პერსპექტივით, სავარაუდოდ, ეშმაკები ამ წინადადების წინააღმდეგნი არ უნდა იყვნენ.აქვე ვთქვათ, რომ ლუი ვან გაალი მექსიკელი ფორვარდის უფლებათა პაკეტის ჩართვას არტურო ვიდალის ტრანსფერში აპირებდა, თუმცა ტურინელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩილელის გასხვისებას არ აპირებენ.

წყარო : Football Italia

11 thoughts on “ჩიჩარიტოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია

  1. დღესდღეობით კარგი გარემარბები თუ არ გყავს – შანსი არაა ევროსარბიელზე წარმატებას მიაღწიო — ჩვენ კი ვინ გყავს ? კინგსლი კომანი – რომელიც ჯერ სერთოდ გამოუცდელი და ახალბედაა … მეტი რომელია ნომინალური გარემარბი ..?

  2. ესეც ბლეფი მგონია 1 სექტემბრამდე ხო უნდა დააბოლონ ტურინში ფაები … ჩიჩარიტო კარგი შემსრულებელია – მაგრამ მე უელბეკი მირჩევნია .. მით უფრო ფლანგებიდან შეუძლია შეტევის წარმოება / თავით არის კარგი და ოროგინალური თამაშის უნარი აქვს … მარა ესენი სირები არიან და … იმპოტენტები

  3. ესენი სატრანსფერი ფანჯრის დახურვამდე არავის მომყვანი არ არის, 1 საათით ადრე დახურვამდე მოიყვანენ ხერმან დენისს ან ბორიელოს მსგავს არსებას

  4. ალეგრის პრესკომფერენცია მიდის ამ წუთებში, ვიდალი ხვალ ძირითადში იქნება და ის იუვენტუსში რჩებაო ))

    1. გაგდებაზე თუა, ეგრე პოგბასაც აგდებდნენ, მაგრამ… ისე ჩიჩარიტოს მეც არ მოვიყვანდი, მაგრამ დაველოდოთ, შეიძლება გამწარებულმა ითამაშოს იმათ რომ დაუმტკიცოს ტყუილად რომ აგდებდნენ :)))))

  5. ლორენტე მორატა და ეს! სამი ერთი სტილის ფეხბურთელიიი… შაკირი სპარტაკშიო გადადის და ბეპეს მოკიტხვა ჩემგან!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.