ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფალკაოს უფრო უნდა იუვენტუსში თუ იუვენტუსს უფრო უნდა ფალკაო?

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება. ერთის მხრივ ტიფოზერიას იმის იმედი აქვს, რომ ბოლო წამებზე გუნდი შეძლებს მაღალ კვალიფიციური მოთამაშის დამატებას და მეორეს მხრივ სატრანსფერო ბაზარზე შექმნილი სიტუაციის გამო ალბათ უმეტესობა იმაზეც თანახმა იქნებოდა, რომ ამ წამსვე დახურული სატრანსფერო სვლები, რადგან მანჩესტერ იუნაიტედი არ აგდებს ზეწოლას არტურო ვიდალის მიმართ. წითელი ეშმაკები ყველანაირად ცდილობენ სამხრეთ ამერიკელი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას. 35 მილიონი, 40 მილიონი, 45 მილიონი, 50 მილიონი და პლიუს ჩიჩარიტო… მაგრამ ტურინელთა პასუხი ურყევია – არტურო არ იყიდება ! თავად ვიდალმაც სოციალურ ქსელში შემდეგი რამ განცხადა:” არსად წასვლას არ ვაპირებ, ეს ჩემი სახლია და ჩვენ წინ დიდი სეზონი გველის ! ფორზა იუვე !”. მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს…

რაც შეეხება რადამელ ფალკაოს ტრანსფერს ტურინულ გრანდში… მოდით გადავხედოთ იმ პერიოდს,
როდესაც მონაკო ახალი და საკმაოდ შეძლებული მფლობელით გუნდის შენებას შეუდგა. მან პირველსავე სეზონში დიდი ინვესტიცია განახორციელა და არც მეტი არც ნაკლები სხვა ვარსვკლავებთან ერთად რადამელ ფალკაოც შეიძინა ! ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრ ფორვარდი თანამედროვე ფეხბურთში 60 მილიონ ევროდ გადავიდა საფრანგეთში და წლიურად 12 მილიონიანი ანაზღაურებაც მიიღო. რა ხდება ერთი წლის შემდგომ? 28 წლის ფორვარდმა სეზონის მსვლელობის დროს მძიმე ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. ამასთან ერთად როგორც ჩანს მონაკოს ხელმძღვანელობას ვიღაცამ მიანიშნა, რომ დიდი თანხების ინვესტიცია აღარ არის საჭირო და მათ შეუძლიათ წამყვანი მოთამაშეების გასხვისება და საკუთარ პოზიციებზე დაბრუნება. ხამეს როდრიგესის გასხვისების შემდეგ დღის წესრიგში ფალკაოს აბარგებაც დადგა. მადრიდის რეალი დიდი ხანია რაც მისით არის დაინტერესებული, მაგრამ მოულოდნელად ანჩელოტი ნეგრედოს კანდიდატურაზე გადაერთო. რადიუსში ჩელსიც არის და პლიუს არსენალიც, რომელიც ახლად დამტვრეული ჟირუს შემცვლელს ეძებს და ფალკაოს კანდიდატურა პრინციპში მისაღები კი არა იდეალურიც კი არის. და ბოლოს … იუვენტუსი… რატომ უკავშირებენ ასე აქტიურად ფეხბურთელს რომლის ხელფასიც ბიანკონერი ალბათ საკუთარი რიგების 7 ფეხბურთელს ინახავს წელიწადში? საქმე იმაშია როგორც ჩანს რომ თავად ფალკაოს სურს სწორედ შავ-თეთრებში ასპარეზობა. რატომ? რისთვის? არის თუ არა ეს მართალი გავიგებთ საკმაოდ მალე. არ არის გამორიცხული მას ოთახში პლატინის ან სხვა ტურინელი მეგა ვარსკვლავების ბანერები ჰქონდა გაკრული, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ის რაც იუმორით იწყებოდა ოდნავ უფრო სერიოზულ სახეს იღებს და კლუბი აქტიურად ცდილობს ფეხბურთელთან და მის აგენტთან ერთად ამ გამაოგნებელი ტრანსფერის განხორციელბას ტურინში. გამაოგნებელი დღევანდელი დღის გათვალისწინებით, როდესაც იტალიურ კლუბები არ იხდიან მოთამაშეებში ზღაპრულ თანხებს. 20 მილიონი ევრო – ეს არის ის თანხა რითაც პირველ წელს იქნება შესაძლებელი კოლუმბიელის ხელში ჩაგდება. 12 მილიონი სახელდება მონაკოსთვის და დანარჩენი ფალკაოსთვის, რომელიც თანახმა არის ხელფასის 30%-ით შემცირებაზე.
იუვენტუსი რისი იუვენტუსია თუ სათადარიგოთ ვარიანტი არ ჰქონდა და აქ მშველელად გვყვანან ჩიჩარიტო და ატალანტას მეგა სტარი ჰერმან დენისი …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
buffon 1
10 years ago

:forza:

arseni
10 years ago

ვინმე სტურაროში გადაიხადეს 5.5 მილიონი და ისევ არენდით დააბრუნეს ჯენოაში … ეს არის სატრანფერო პოლიტიკა ?

10 years ago

:forza: :forza:

valeri tokhadze
10 years ago

ფალკაოს მყიდველი ნაღდად არაა მაროტა ბოლოს შეგვრჩება ზარალი ჩიჩარიტო საშუალო დონის თავდასხმა ხომ ამის სტილია აგროვებს კოლექციას მოჯის უკვე მოყვანილი ეყოლებოდა ეს

arseni
10 years ago

მოჯი პორტოდან მოიყვანდა ამას … ეხლა ბლეფია – მაქსიმუმ მაქს. ჩიჩარიტო მოიყვანონ – არადა გუნდს გარემარბები სჭირდება – ჰაერივით …

juveboy-leo
10 years ago

valter birsa da maxi lopezi yolia kievos

juveboy-leo
10 years ago

albat ra inana tipma primera,ligis finali da mundiali ro gamaza. .
iqneb travmac ar miegoო

juveboy-leo
10 years ago

uf zgaparia ra. . .
es is ar aris ligaze gasul atletikodan fulis gamo monakoshi ro gaiqca. . .da tan rogor daitarsa 6 tve gaucda da mundialic gamaza
ai ese mozdit fulze daxarbebul adamianebs
hoda exla es juventushi wamomsvlelia?
ravi tqveni arvici mara me sul ar minda me gundshi aseti pirovnebebi
:forza:

perpenco
10 years ago

:forza:

perpenco
10 years ago

falkao magari iqneboda juveshi

DeL_PieRoOo
10 years ago

:forza: :forza: :forza: ფალკაო გაასწორებს ,,,, კანდრევა ან ჩერჩი უფრო მინდა :( 433 გადავიდეთ რა

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x