ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” : ფალკაო ან არავინ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტურინის “იუვენტუსი” რადამელ ფალკაოს გაფორმებას შეეცდება, რომლის მიმართ სერიოზულ ინტერესს მანჩესტერ “სიტი” იჩენს.საქმე იმაშია, რომ მადრიდის “რეალმა” კოლუმბიელი ფორვარდის ნაცვლად ხავიერ ერნანდესის, იგივე ჩიჩარიტოს შეძენა გადაწყვიტა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ფალკაოს გარშემო მყოფი სიტუაცია.”სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან, 28 წლის წინახაზელის სანაცვლოდ “მონაკოს” 55 მილიონი ფუნტი, ანუ დაახლოებით 70 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუმცა Fair Play – ს წესების დაცვით, ფალკაოს შეძენამდე ქალაქელები ვალდებულნი არიან, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიონ.რაც შეეხება ჯუზეპე მაროტას, მათი წინადადება არენდას ეხება კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივით, იჯარაში ტურინელები 20 მილიონ ევროს იხდიან.აქვე გეტყვით, რომ დღეს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღეა და იტალიური პრესის ცნობით, ფალკაოს ტრანსფერის ვერ განხორციელების შემთხვევაში, ბებერი ქალბატონი წინახაზელს არ დაიმატებს.

წყარო : Football Italia

7 thoughts on ““იუვენტუსი” : ფალკაო ან არავინ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.