ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონკურენტების მატჩები საკუთარ ჩემპიონატებში

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა კონკურენტმა, მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანეთის პრიმიერა დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.მოქმედმა ჩემპიონებმა საკუთარ მოედანზე “ეიბერი” მიიღეს, მირანდასა და მარიო მანძუკიჩის გოლებით კი 2-1 დაამარცხეს.გარდა იმისა, რომ დიეგო სიმეონესთვის მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი იყო, “ატლეტიკოსთვის” სასიამოვნო ინფორმაცია ისიცაა, რომ მათ ალესიო ჩერჩის გაფორმება შეძლეს.”ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატში “პანაიტოლიკოსთან” შეხვედრა ფრედ დაასრულა, წინა ტურში კი, “ნიკი ვოლოუ” დაამარცხა 3-1, ამ მომენტისთვის მათი მონაგარი ჩემპიონატში ოთხი ქულაა.აქვე გეტყვით, რომ ბიანკონერების კონკურენტის შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც ხავიერ სავიოლა, ალეხანდრო დომინგესი, ერიკ აბიდალი და პაიტიმ კასამი არიან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბერძნებმა არენდის წესით კოსტას მიტროღლუ “ფულემიდან” დაიბრუნეს.”მალმიოს” რამდენიმე თვიანი წარმატებული სერია შეწყდა,  შვედები 2-0 “იურგორდენუსთან” წააგეს და “აეკს” მისცეს საშუალება, სხვაობა მხოლოდ 4 ქულამდე დაეყვანა.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

თან ყველა თამაში 14_ში 5 საათზეა მინიშნებული და მარტო იუვეს ხო არ გადაუწევდნენ?
ისე არ მგონია ყველა თამაში ერთ დღეს და ერთ დროს დაიწყოს, იქამდე დროა შეიცვლება რამე

10 years ago

ხოდა შაბათს ათამაშონ… ბევრჯერ მინახავს სხვა ჩემპიონატზე რომ გადაუწევიატ თამაში, როცა სამშაბათს აქვს ლიგა გუნდს, კვირას არავინ თამაშობს…

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to 

ყველა თუ ერთ დროს თამაშობს მაგ შემთხვევაში არ გადაუწევენ

10 years ago

ხოდა მაგაშია საქმე, რო კიდია ფედერაციას… კალანდარი ისე უნდა შეადგინოს ფედერაციამ, რომ გაითვალისწინოს ევროპის მატჩები… არ იცოდნენ იუვე რომ ლიგაზე იყო მოხვედრილი და 16 სექტემბერს ლიგა იწყებოდა?

10 years ago

და პახოდუ მეორე ტურში არანაირი საჭიროება არაა ყველა გუნდმა ერთ დროს ითამაშოს… ეგ ხდება ბოლო ტურებში, როცა ყველა გუნდი ერთდროულად თამაშობს და არ იცოდნენ კონკურენტმა გუნდებმა ვინ რა ქნა და ვის რა შედეგი აწყობს… მეორე ტურში არანაირი საჭიროება მაგის არაა…

Di Francesco # 1
10 years ago

ქართული გუნდები იძახიან ყოველ კვირაში 1 თამაში ბევრიაო და მერე ხალხს არ გუმენტად მოაქ რო ევროპაში ბარსა და რეალი ყოველ მეორე დღეს თამნაშობენო და თქვენ გინდათ სერი -ა ქართულ გუნდებს დაემსგავსოს?
რაცაა გრაფიკი არუნდა სეიცვალოს იმის გამო რო იუვე თურმე ლიგაზე თამასობს, სერი ა_ს ტურებია შაბათ-კვირას, ლიგის სამშაბათს და ოთხშაბათს, ეტყობა შესაძლებელია ამ შუალედში გუნდის ისე მომზადება რო კარგად ითამაშონ თუარა ამდენი წელი ასე არ იქნებოდა

arseni
10 years ago

ეს ბენიტესი სულ გასულელდა – ჯემაილი როგორ გაუშვა გალაში … ეგეც ერთ ერთი აგენტია .. ისე როგორც გუარდიოლა ბავარიაში

lasha tsasidze
10 years ago

როდის იხურება ფანჯარა…

10 years ago

ამ იტალიაში ვერ არიან რა… სერია ა-ს მორიგი ტური წერია 14-ში (კვირას) და იუვეს მატჩიც არის კვირას, ხოლო ლიგა არის 16-ში, ანუ იუვეს თამაში აქვს სამშაბათს… არ შეიძლება შაბათს ათამაშონ, რომ ცოტა დაისვენოს გუნდმა? ამნაირ რაღაცაზე ფედერაცია უნდა ფიქრობდეს, ან მერე ნუღარ უკვირთ ზოგადად იტალიური ფეხბურთის წარუმატებლობა საზღვრებს გარეთ…
იმედია შაბათს იქნება იუვეს თამაში…

arseni
10 years ago
Reply to 

იტალიური ფეხბურთის ჩინოვნიკების საქმიანობა ბოლო წლებში იტალიური ფეხბურთის ნგრევისკენაა მიმართული .. ამის გამოძახილია ეს ფაქტიც

Vega
10 years ago

დი ნატალე ვერააა ტიპი კარგად რა. რატო არ წაიყვანა პრანდელიმ ეს კაცი მაშინ ვერაფრით გავიგე რა. ბალოსნაირ უსაქმურს ხო აჯობებდა.

DeL_PieRoOo
10 years ago

:forza: რახდება ახალი ტრანსფერი არ განხორციელდა ?????? უცხოურ საიტებზე წერია რო იუვეს შემოთავაზებას განიხილავენ ფალკაოზე

vakho sanikiani
10 years ago

კარგი ჯგუფი შეგვხვდა და იმედია გავალთ … რაც მთავარია იუვეს შესწევს ძალა რომ გავიდეს.. იმედია ალეგრისთან ერთად წარმატებებს მივაღწევთ.. თან გუშინდელი თამაშის შემდეგ კინგსლიმ საუკეთესო ფორმაში რომ არის დაამტკიცა, ასევე კარგი იყო ჯიჯიც.. მაესტროც დაბრუნდება მალე… და იმედია დიდი ხანი მოგვიწევს ფორზა იუვეს ძახილი ©™ :forza:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x