ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტემ ტრავმირებული პალეტა ოგბონათი ჩაანაცვლა

იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ტრავმირებული გაბრიელ პალეტა ბიანკონერების კიდევ ერთი მცველით, ანჯელო ოგბონათი ჩაანაცვლა.”პარმას” უკანახაზელმა დაზიანება შეკრების პირველსავე ვარჯიშზე მიიღო და სკუადრა აძურას ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, მისთვის კლუბში დაბრუნების უფლება მიეცა.ბუფონის, ბონუჩის, კიელინის, მარკიზიოსა და ჯიოვინკოს შემდეგ ოგბონა მექვსე იუვენტინოა, რომელიც კონტემ ნაკრებში გამოიძახა.შეგახსენებთ, რომ იტალიელები 4 სექტემბერს ბარიში ჰოლანდიას მეგობრულ მატჩი გაეჯიბრებიან, 7 – ში კი ევრო 2016 შესარჩევში პირველ დაპირისპირებას ნორვეგიასთან გამართავენ.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

47 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო კოკაია

axali kalendari rodis daideba saitze?

| Newsphere by AF themes.
47
0
Would love your thoughts, please comment.x