ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალის პასუხი კრიტიკოსებს

ჭორები იმის შესახებ რომ ვიდალს სერიოზული ტრავმა ჰქონდა მუხლის არეში აღმოჩნდა მტკნარი სიცრუე. ბრიტანული მასმედიის საშუალებები უფრო შორს წავიდნენ და განაცხადეს, რომ მანჩესტერმა მხოლოდ იმიტომ განაცხადა უარი ჩილელის მომსახურებაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ვიდალმა ამ ყოველივეს პასუხი ჩილეს რიგებში ჩატარებული მატჩით გასცა:” ჩემი მუხლი იდეალურ მდგომარეობაშია. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ რადგან თავს ჩინებულად ვგრძნობ. მზად ვარ დავბრუნდე ტურინში, რადგან დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საკუთარ კლუბს მთელი სეზონის განმავლობაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე დავეხმარები. წინ მძიმე მატჩები გველის, თავდაპირველად უდინეზე, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა და ჰორიზონტზე მილანთან დაპირისპირებაც გამოჩნდება”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x