კონტე : “ვინოვოზე ვიზიტი ? – ტურინი ჩემი სახლია”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა და და განაცხადა, რომ სკუადრა აძურაში მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოიძახებს, ვინც ნებისმიერ მატჩში მოსაგებად გავლენ მინდორზე : “გუნდი სულ რამდენიმე კვირაა ჩავიბარე, პროგრესი გვმართებს, თუმცა კმაყოფილი ვარ.ძაძა ? – ეს ფეხბურთელი მუდმივად მზადაა, გამარჯვებისთვის იბრძოლოს, საბედნიეროდ, ის ერთადერთი არაა.სიმონე ახალგაზრდა ფორვარდია და მისგან მეტს ველი, საფეხბურთო თვალსაზრისით იმობილე და დარმიანი შესაძლოა ვეტერანებს მივაკუთვნოთ, მაგრამ ნახავთ, ისინი მეტ სარგებელს მცირე დროში მოგვიტანენ.ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოთამაშე სამხრეთ იტალიის გუნდს წარმოადგენს თუ უდინეს, მთავარია, მათ თვალებში ბრძოლის სურვილსა და ჟინს ვამჩნევდე.გუნდმა ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ნაკრების კარი არავისთვის არ არის დაკეტილი, მე ბევრ თამაშს დავესწრები და აძურაში არაერთ ფეხბურთელს მოვიწვევ, მთავარია მათ ბევრი იმუშავონ საკუთარ თავზე.”
“ჩემი შეგირდები ასი პროცენტით იხარჯებიან მინდორზე, კიელინი მინდა გამოვყო, რომელსაც ტრავმის მიუხედავად, გუნდთან ერთად უნდოდა დარჩენა, ამგვარად მოიქცეოდნენ ბონუჩიც, ბუფონიც და დე როსიც.ეს ადამიანები უნდა იყვნენ მაგალითები იმ თაობისთვის, რომლებიც უახლოეს პერიოდსა თუ მომავალში ლურჯ მაისურს მოირგებენ.სანაკრებო გარემო, შეკრებები ჩემთვის ახალი რეალობაა, რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვევი, სრულიად სხვაა, კლუბში ფეხბურთელებთან ყოველდღიური ვარჯიშები და მეორესმხრივ, კოვერჩიანოს ბაზაზე 8-9 დღიანი შეკრებები.პირველმა დღეებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს, ისინი არასოდეს დამავიწყდება.ეს ჩვენი მუშაობის მხოლოდ დასაწყისია, ახლა იტალიის ნაკრების უმთავრესი მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე ადგილის მოპოვებაა.”
ანტონიო კონტე დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს და სერია A – ს გუნდების სამწვრთნელო ბაზებს ეწვევა, პირადად შეხვდება ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა თუ კლუბების ხელმძღვანელობებს : “ვინოვოზე ვიზიტი ? – ტურინი, ეს ხომ ჩემი სახლია.იქ უახლოეს პერიოდში აუცილებლად ჩავალ” – ღიმილით დაასრულა ინტერვიუ ბებერი ქალბატონის ყოვილმა თავკაცმა.
იტალიის ნაკრების მეორე მეკარის სახლეს დაწერდი ალბათ
არა სხვა რამე დავწერე .. ეგენიც ვახსენე
მოდერატორი რომელია აქ .. ჩემი კომენტები რატომ არ იდება ?
ბუფონზე დიდი ავტორიტეტი ვისააქ იტალიურ ფეხბურთში? ვინმე გაუბედავს და იმას გააკეტებიბბს რასაც თვითონ არ თვლის საჭიროდ? ბუფონმა თქვა მე სანამ ჩავთვლი რო პირველი ვიქნებიო მანამდე ვითამაშებო, ახლა ვისაც ბუფონის კეთილსინდისიერების გჯერათ დაელოდეთ როდის მხვდება რო პირველი აღარაა და მერე წავა, ბუფონზე უკეთესად სხვა დაინახავს მართლა ჯობია ვინმე თუ არა? ავტორიტეტის მიუხედავად ერთი კაცი ვერ გამოვა და ვერ ეტყვის ბუფონს შენ ეს შეცდომა დაუშვი და უნდა წახვიდეო, ფეხბურთელი თქვენთვის კარგად მაშინ თამაშობს როცა საფრანგეთიდან მოდის და ცუდად მაშინ როცა იტალიელია და მითუმეტეს 35 წელს ზევით, მოედანზე ვინ რას აკეთებს იმას რო ცოტა უფრო დაკვირვებულად შეხედოთ მემგონი ჯობია ბუფონი რო დგას კარში… Read more »
ხანდახან რა კარგ კომენტარებს გამოურევ ხოლმე, გეთანხმები სად ჯიჯი და სად ის სირ ბანჯგვლა პარიზელი, მართალია მომავალი მეკარეა იტალიი მაგრამ ჯიჯისთან მაგის შედარება არ შეიძლება არც არავისი თანამედროვე ფეხბურთში
იუვეს ფანები კონტეს როგორ ლანძღავნთ მიკვირს რა
გალანძღვით არავის გაულანზღავს ამ სტატიაზე უბრალოდ ავღნიშნე შეუძლია დიდი მწვრთნელი დადგეს თუ უფრო გაბედული იქნება ზოგიერთ მომენტში
მე ბაიერნში თამაშს ვგულისხმობ, მიუნხენში იუვემ კარგად ითამაშა, უბრალოდ ჯერ რიკოშეტის დროს არ გაგვიმართლა (თან ბუფონს მაინც უნდა აეღო) და მეორე გოლი აფსაითი იყო
სამარცხვინოდ არ გვითამაშია იქ
რა კარგად ითამაშა დაგვიმალა ბაიერნმა ბურთი, ეგ უძლეველი ბაიერნი იყო არსენალმა რომ დასცა მიუნხენში ბეჭებზე
ბაიერნთან იუვენტუსი შერცხვა აბა რა იყო, 2 წესიერი მომენტი ვერ შექმნა გუნდმა ორ მატჩში, მაგრამ ეგ უფრო არ გამართლება იყო, ლიგაზე დაბრუნებული გუნდი ისეთ მონსტრს შეხვდა, როგორიც იმ წელს მიუნხენი იყო, ვერც ვერავინ გააჩერა ვნახეთ )) ტურინში რეალთან 2-2 კონტეს ბრალი იყო, მთელი პირველი ტაიმი ვუტევდით და მეორე ტაიმში რეალს აჩუქა ბურთი, მოსაგები იყო ეგ თამაში, კოპენჰაგენთან, გალასთან სახლში და ლიგაზე ფრეებზე არაფერს ვიტყვი, ყველა მწვრთნელის სინდისზეა, დანიიდან სამი ქულა უნდა წამოიღო, ადვილად არავინ გაჩუქებს ლიგაზე ქულას, ჯიუტად უნდა შეუტიო და წამოიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაგიმართლებს და ჩარჩები, მოთოვა და არ გაგვიმართლა, ჩავრჩით )) მანამ რო მოგვეგვარებინა ეგ საქმე, არ… Read more »
კაცმა ორ თამაშში მოახერხა იმდენი რო იტალიის ნაკრებს რეპუტაცია აღუდგინა, მარტო მოგებაზე არაა ლაპარაკი, სპალეტი რო მისულიყო და ორივე მოეგო იგივე გამოხმაურება კი არ მოყვებოდა კონტე რმო მივიდა და მისებურად მოიგო და მისი სტილი მოახვია ნაკრებს ეს იყო აღსაღნიშნი დარწმუნებული ვარ კონტე არცერთ ნაკრებთან არ გაიყვანს იტალიის ნაკრებს როგორც აუთსაიდერს იმიტორო ჯერ ერთი ღირსეული ნაკრები ჩაიბარა განსხვავებით იუვესგან და მერე მეორე კონტე ვალდებულია იტალია ისე გაიყვანოს მოედანზე როგორც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები, იუვეში ამის საშუალება არ ქონდა, იმიტორო კლუბი რო გახდეს საუკეთესო მაგისთვის მინიმუმ საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვა გჭირდება, საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვა კიდე რთულია იუვესთვის იმიტორო იმ ეტაპზე თვითონ იუვე არ განეკუთვნებოდა… Read more »
ბაჯო რო ჯობია ძაძას მაგაზე ხო ლაპარაკიც არ ღირს? მარა ფაქტია ერთ პერიოდში ბაჯო იყო საუკეტესო დღეს ძაძაა
მაბუფონზე უკეთესი მეკარე სეიძლება კაი ხანი არ დაიბადოს მარა არ ქონდეს იმ კაცს საუკეთესოობის განცდა? ჩემი აზრით ბუფონის შემდეგ ვინც მოვა ნაკრებში ისიც საუკეთესო იქნება
ბუფონს სოროგუ ჯობია უკვე … მე არ მესმი ეს პრანდელი რატომ არ ათამაშებდა მას კონფედერაციაზე ან მუნდიალზე
ვინ გადაახია ბურთი თავზე ბაიერნმა? კონტეს გუნდი არც ბაიერნთან სეურცხვენია და არც რეალთან, ჩელშის მართლა გადაახია ბურთი თავზე
ერთადერთი თურქეთში წააგო თამაში, ისიც რა პირობებში ყველამ ვიცით თან კონკრეტული ფეხბურთელების თეცდომა იყო. გვარდიოლას კიდე მართლა აღარ შევადარებ აწი იმიტორო კონტე ბევრად დიდი გახდება
გახდეს მერე ვინ უშლის? გვარდიოლამ შექმნა ეპოქა სადაც იმდენი ტიტული მოიგო ლაღი და სანახაობრივი თამაშით რომელსაც ზოგი დიდი მწვრთნელი 30 წელშიც ვერ შექმნის, შენ თუ ევროსარბიელზე იუვე მოგეწონა მაშინ სალაპარაკოც არაფერია, იმ დაშლილ ჩელსის შახტარმა დაახრა ბურთი თავზე, ხოლო შახტარი რა დღეში ჩააგდო ბორუსიამ გეცოდინება
ტაქტიკას კონტე არ ირჩევს ტაქტიკას აყალიბებს, გვარდიოლა ურჩევდა ბაიერნს ან ალკორკონს რა ტაქიკით ვეთამაშშო? გვარდიოლა თავისას უბერავდა ყველასთან და სხვები ფიქრობდნენ იმ ტაქტიკის მოძებნაზე რომლითაც გვარდიოლას ტაქტიკას მოუგებდნენ
თორნიკე ღადაობ თუ რა გინდა ვერ მივხვდი სად გვარდიოლა და სად კონტე, სად გვარდიოლას ბარსა და სად კონტეს იუვე, გვარდიოლამ გადაუარა მთელ მსოფლიოს თავისი ფილოსოფიით კონტე კი ჯერ გალას ვერ გაცდა, თუ უნდა 7-1-2 ტამაშოს მაგრამ შედეგი დადოს, კონტემ ეს შეძლო იტალიაში უსახური თამაშით მაგრამ არეკორდო ქულებით დააგროვა სერია აში, ევროპაში კი გადაახიეს ბურთი თვზე და არც უცდია რამე შეეცვალა,
რეალთან და ბაიერნთან სწორად დაგეგმა მადრიდში მოსაგები თამაში იყო და მიუნხენში უაზრო რიკაშეტი და მსაჯის არ აწეული აფსაითი რო არ ყოფილიყო დიდი შანსი იყო არ წაგვეგო
ერთადერთი კონტეს მე ვაბრალებ გალაშიცუდ მოქმედებებს, ნახევარი საათით ადრე ვამბობდი მე რო ახლავე თუ არ გააკეთებს კონტე ცვლილებებს უეჭველი წააგებსთქვა + პოგბას პირლოს ადგილზე დაყენება იყო შეცდომა მარა იმ დროს მთელი იტალია პოგბას ქებაში იყო მეორე პირლო და ზიდანი გვყავსო და შეცდა აკცი, მის მერე არც გაუფიქრია რო პოგბა მაქ დაეყენებიოს და ესეიგი მიხვდა შეცდომას და გამოასწორა
დაანებე ამ პოგბას თავი, თვითონ არ ჩეული ტაქტიკა იყო არასწორი, არცერთ გუნდს არ უკეთებდა საკნტროლო გასროლას და მთელი თამაში ბრძოლა მიდიოდა სტადიონზე როცა შეგვეძლო 20 წუთში დაგვემთავრებინა თამაში, დედა უტირა გუნდს ისე გამოფიტა სეზონის ბოლოს
გაუბედავი ნაპბიჯები არ ქონია კონტეს, კონტეს ქონდა დაგეგმილი და გაანალიზებული ნაბიჯები, გუნდი როცა სენების პროცესშია იქ რისკი გაუმართლებელია, ხვალ შეუძლია ალეგრის გარეისკოს უკვე შეკრული გუნდი ყავს
კარგად დაუგეგმავს ბენფიკასთან გალასთან რეალთან კოპერთან ბაიერნთან და ა.შ
კონტეს რომ დიდი პოტენციალი აქ შკარაა მთავარია გამოიყენოს, მისმა გაუბედავმა ნაბიჯებმა იუვეს ბევრი რამ დააკლო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ შეუძლია ლიპის ანჩელოტის და კაპელოს გვერდით დადგეს
კონტე
ძალიან ცოტაა მსოფლიო ფეხბურთში კონტეს მსგავსი მწვრთნელი, ადამიანი რომელიც 101 პროცენტით მუდმივად ჩართულია თამაშში, მონაწილეობას იღებს თითოეულ პასში თუ კომბინაციაში, მითითებას აძლევს ნებისმიერ მოთამაშეს და მზადაა გამარჯვების სანაცვლოდ თავად შევიდეს მინდორზე )) ნორვეგიასთან თამაშისას მივხვდი რომ მაგრად მომენატრება იუვენტუს სტედიუმზე მდგარი ანტონიო, 90 წუთზეც კი, ოფლში რომ იწურებოდა და 3-0 ვიგებდით მაგრამ მაინც ბოლო ხმაზე უყვიროდა ვიღაცას, დიდ იუვენტინოებს ძალიან მაგრად ვაფასებ ერთადერთი, რაც კონტეში არ მომწონდა ის იყო, რომ ზედმეტად დაცვიდან უყვარდა თამაში 1-0 – ის შემდეგ, ამან დაგვღუპა რეალთან ტურინში და კიდევ რამდენიმე მატჩში, არ არის რისკიანი და სწრაფად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსში თავისი… Read more »