ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ხვალინდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “უდინეზესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ფეხბურთელების ტრავმებზე პრესა გაცილებით მეტს საუბრობს, ვიდრე საჭიროა, ბოლო რამდენიმე თვეა მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს აწუხებს დაზიანება, მაგალითად, ანდრეა ბარძალისა და არტურო ვიდალს, ჯორჯო კიელინის დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა.ბარძალიმ ტრავმა მოიშუშა, იგი ხვალ სათადარიგოთა სკამზე იქნება, ალვარო მორატა მზადაა, მოედანზე გავიდეს.ანდრეა პირლო მალე დაბრუნდება, კარლოს ტევესს ტრავმა არ აქვს.არგენტინელს ვესაუბრე, არ მინდა გავრისკო, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის სტარტი ახლოვდება.მორატაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, ცუდ ფორმაში არაა, მაგრამ იდეალურამდე ჯერ კიდევ მოუწევს ვარჯიში, მისი დრიბლინგი და ტექნიკა მართლაც გასაოცარია.”

მოწინააღმდეგეზე : “უდინეზე კარგად მომზადებული გუნდია, ფრანჩესკო გვიდოლინის წასვლის შემდეგ ანდრეა სტრამაჩონიმ შემდგარი კოლექტივი ჩაიბარა, რომელსაც განვითარების პერსპექტივა კიდევ აქვს.ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტურინში ვთამაშობთ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება.ჩემთვის ხვალინდელი დღე დაუვიწყარი იქნება მუდამ, პირველი შეხვედრა იუვენტუს სტედიუმზე, დამრიგებლის რანგში.”

ტაქტიკურ სქემაზე : “მოდით შევთანხმდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, სამი მცველით ვითამაშებთ თუ ოთხით, ნებისმიერ შემთხვევაში, “იუვენტუსი” თავის სიდიადეს ინარჩუნებს და იგი არ იქნება ერთი რომელიმე მწვრთნელის გუნდი, მთავარი შედეგია, რომელიც აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ.ამ მომენტისთვის, როცა კიელინი და ბარძალი ვერ თამაშობენ, ოთხი მცველით თამაში საჭირო არ არის.”

“ევრა ? – მან საგრძნობლად გაგვაძლიერა და შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ მოედანზე აუცილებლად გავა.მას თამაში შეუძლია როგორც ოთხ მცველში, ისე ხუთ ნახევარმცველში.იტალიურ ფეხბურთში ფრანგი გამოცდილია, შეჩვევა არ სჭირდება.”რომა” ? – რომაელებიც და “მილანიც” სერიოზულად გაძლიერდნენ, დაბალანსებულ ჩემპიონატს ველი, თუმცა არც “ნაპოლის” დავიწყება ღირს.”

წყარო : Football Italia

40 thoughts on “ალეგრი : “ხვალინდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება”

  1. ფროსინონოებთან ტევესს და პოგბას რო გაქონდათ მაშინ არ იყო ფროსინონე ფროსინონე? :lool:
    უკვე არც ღირს აქ კომენტარის გაკეთება, არასერიოზული გარემოა :lool:

    1. ტევესი არის ლეგენდარული ფეხბურთელი ….
      პოგბა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ….
      მარკიზიო კი ფანებს რითი დაამახსოვრდებათ – აბა გამოიცანი ??????

  2. ლორენტეს სადაც საჭიროა იქ გააქვს გოლები – გრანდებთან …. ფროსინონსეთან, ჩიტადელასთან და უდინესთან მარკიზიომ გაიტანოს ….

  3. ლორენტე ვისთანაა? მაგნაირი უსაქმური ფეხბურთელი კაი ხანია არ ყოლია იუვეს
    ახლა მეორე ტაიმში შეიძლება კარის წინ დაუგოროს ვინმემ პასი და ძალაუნებურათ გაიტანოს და მერე გამოვლენ აქ და დიდი ფეხბურთელიაო დაიწყებენ :chuvak:
    არაფერი არ გაუკეთებია პირველ ტაიმში, ბურთს ვერ აჩერებს

  4. კარგად მიდის თამაში, მაგრამ მეტი უნდა შეგვეგდო. გვქონდა შანსები. მეორე ტაიმში მორატას ნახავა მაინტერესებს. ფორზა იუვე :juvee:

  5. საღოლ კაი იყო პირველი ტაიმი პერეირა კაი ტრანსფერი გამოდგა მემგონი სწრაფია ტექნიკური და პასიც აქ.აი კასერესი ძაან მაგარი გვყავს რა :love: წელს ესე თუ გააგრძელა მოუწევს ბარძალის სკამზე დაჯდომა:D:D

  6. ამხელა მკვდარი საიტი როგორ არის ვკაიფობ რა წინ ტამასჰია დადეტ რაიმე ახლა ახლი ინფოები რახდება რას ამბობენ სხვას არ ადზლევტ უფლებას არაფრის სჰეხედეტ ბარსამანიას გეო არსენალს მანიუს ვის გინდატ ყველგან რაგაც სიახლებია და დავიჯერო მანიუ ჰვენზე კაი დგესჰია ამ წუტისტვის

  7. ვნახოთ მასიმო ვნახოთ აბა რა ბიჭი იქნები ლიგაზე :forza: კიდევ კარგი ატლესთან არ გვიწევს თამაში თორე ამ დანაკლისიც მაგრა გაგვიჭირდებოდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.