ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ხვალინდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “უდინეზესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ფეხბურთელების ტრავმებზე პრესა გაცილებით მეტს საუბრობს, ვიდრე საჭიროა, ბოლო რამდენიმე თვეა მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს აწუხებს დაზიანება, მაგალითად, ანდრეა ბარძალისა და არტურო ვიდალს, ჯორჯო კიელინის დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა.ბარძალიმ ტრავმა მოიშუშა, იგი ხვალ სათადარიგოთა სკამზე იქნება, ალვარო მორატა მზადაა, მოედანზე გავიდეს.ანდრეა პირლო მალე დაბრუნდება, კარლოს ტევესს ტრავმა არ აქვს.არგენტინელს ვესაუბრე, არ მინდა გავრისკო, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის სტარტი ახლოვდება.მორატაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, ცუდ ფორმაში არაა, მაგრამ იდეალურამდე ჯერ კიდევ მოუწევს ვარჯიში, მისი დრიბლინგი და ტექნიკა მართლაც გასაოცარია.”

მოწინააღმდეგეზე : “უდინეზე კარგად მომზადებული გუნდია, ფრანჩესკო გვიდოლინის წასვლის შემდეგ ანდრეა სტრამაჩონიმ შემდგარი კოლექტივი ჩაიბარა, რომელსაც განვითარების პერსპექტივა კიდევ აქვს.ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტურინში ვთამაშობთ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება.ჩემთვის ხვალინდელი დღე დაუვიწყარი იქნება მუდამ, პირველი შეხვედრა იუვენტუს სტედიუმზე, დამრიგებლის რანგში.”

ტაქტიკურ სქემაზე : “მოდით შევთანხმდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, სამი მცველით ვითამაშებთ თუ ოთხით, ნებისმიერ შემთხვევაში, “იუვენტუსი” თავის სიდიადეს ინარჩუნებს და იგი არ იქნება ერთი რომელიმე მწვრთნელის გუნდი, მთავარი შედეგია, რომელიც აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ.ამ მომენტისთვის, როცა კიელინი და ბარძალი ვერ თამაშობენ, ოთხი მცველით თამაში საჭირო არ არის.”

“ევრა ? – მან საგრძნობლად გაგვაძლიერა და შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ მოედანზე აუცილებლად გავა.მას თამაში შეუძლია როგორც ოთხ მცველში, ისე ხუთ ნახევარმცველში.იტალიურ ფეხბურთში ფრანგი გამოცდილია, შეჩვევა არ სჭირდება.”რომა” ? – რომაელებიც და “მილანიც” სერიოზულად გაძლიერდნენ, დაბალანსებულ ჩემპიონატს ველი, თუმცა არც “ნაპოლის” დავიწყება ღირს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

მარკიზიო დაამახსოვრდებათ უეჭველი ვიცი და ტევესი რო რიგით გამვლელად ჩაითვლება ესეც ვიცი, პოგბა კიდე როდის წავა კაცმა არ იცის

nika chigladze
10 years ago

ატლეტიკომ რეალს ბერნაბეუზე მოუგო. ერთი სული მაქვს ჩვენ როდის შეგხვდება. მაგარი ჯახი იქნება :forza: :forza: :forza:

nika chigladze
10 years ago

პადოინი ეტყობა ანიელის შორეული ნათესავია.

AKAKI nozadze
10 years ago
Reply to  nika chigladze

რაღაც არამგონია ეგეთი შორეულიც იყოს :lool:

nika chigladze
10 years ago

გილოცავთ ყველას. მომეწონა თამაში მაგრამ ვიდალი და პირლო აშკარად აკლია გუნდს. ლორენტემ კარგად ითამაშა პირველი ტაიმი მეორეში ცოტა დაიკარგა. ევრა იყო ცოტა აჭრილი არ მომეწონა მაინცდამაინც. ლიხშტაინერმა დაამტკიცა თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ. მანამდე ემპოლი რომა ვიყურე თუ არ მოუმატა რომამ ჯერ მაგათზე ერთი თავით წინ არის იუვე. :forza: :forza: :forza:

jjj jjj
10 years ago

არ მომეწონა მეორე ტაიმი! მაინც მგონია ეს კონტეს იუვეა და არა ალეგრის

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  jjj jjj

კონტეს იუვესგან ეს იუვე ძალიან განსხვავდება

snuff-juve
10 years ago

ტრანსფერები ამართლებს მემგონი კომანი პერეირა ევრა კარგად თამაშობენ მორატას არ მიეცა იმდენი დრო რო გვენახა რამე მარა ეტყობა სწრაფია ტექნიკური ვნახოთ რაც მტავარია გუნდმა პირლო ვიდალი კიელინის გარეშე მოიგეს დამაჯერებლად :forza:

snuff-juve
10 years ago
Reply to  snuff-juve

ხო და ასამოა გამომჩა

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to  snuff-juve

ამ გუნდს თვისუფლად შეუძლია ლიგის მოგება :forza:

giorgi nefaridz
10 years ago

მშვენიერი თამაში იყო საროლ ბიჭებს უშანსოდ გავუდევით უდინეზეს, ამ პადოინმა ეტყობა 3 კარტა ბურა იცის კარგად და მაგიტო ათამაშებენ :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x