ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ვინოვოზე ვიზიტი ? – ტურინი ჩემი სახლია”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა და და განაცხადა, რომ სკუადრა აძურაში მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოიძახებს, ვინც ნებისმიერ მატჩში მოსაგებად გავლენ მინდორზე : “გუნდი სულ რამდენიმე კვირაა ჩავიბარე, პროგრესი გვმართებს, თუმცა კმაყოფილი ვარ.ძაძა ? – ეს ფეხბურთელი მუდმივად მზადაა, გამარჯვებისთვის იბრძოლოს, საბედნიეროდ, ის ერთადერთი არაა.სიმონე ახალგაზრდა ფორვარდია და მისგან მეტს ველი, საფეხბურთო თვალსაზრისით იმობილე და დარმიანი შესაძლოა ვეტერანებს მივაკუთვნოთ, მაგრამ ნახავთ, ისინი მეტ სარგებელს მცირე დროში მოგვიტანენ.ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოთამაშე სამხრეთ იტალიის გუნდს წარმოადგენს თუ უდინეს, მთავარია, მათ თვალებში ბრძოლის სურვილსა და ჟინს ვამჩნევდე.გუნდმა ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ნაკრების კარი არავისთვის არ არის დაკეტილი, მე ბევრ თამაშს დავესწრები და აძურაში არაერთ ფეხბურთელს მოვიწვევ, მთავარია მათ ბევრი იმუშავონ საკუთარ თავზე.”

“ჩემი შეგირდები ასი პროცენტით იხარჯებიან მინდორზე, კიელინი მინდა გამოვყო, რომელსაც ტრავმის მიუხედავად, გუნდთან ერთად უნდოდა დარჩენა, ამგვარად მოიქცეოდნენ ბონუჩიც, ბუფონიც და დე როსიც.ეს ადამიანები უნდა იყვნენ მაგალითები იმ თაობისთვის, რომლებიც უახლოეს პერიოდსა თუ მომავალში ლურჯ მაისურს მოირგებენ.სანაკრებო გარემო, შეკრებები ჩემთვის ახალი რეალობაა, რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვევი, სრულიად სხვაა, კლუბში ფეხბურთელებთან ყოველდღიური ვარჯიშები და მეორესმხრივ, კოვერჩიანოს ბაზაზე 8-9 დღიანი შეკრებები.პირველმა დღეებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს, ისინი არასოდეს დამავიწყდება.ეს ჩვენი მუშაობის მხოლოდ დასაწყისია, ახლა იტალიის ნაკრების უმთავრესი მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე ადგილის მოპოვებაა.”

ანტონიო კონტე დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს და სერია A – ს გუნდების სამწვრთნელო ბაზებს ეწვევა, პირადად შეხვდება ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა თუ კლუბების ხელმძღვანელობებს : “ვინოვოზე ვიზიტი ? – ტურინი, ეს ხომ ჩემი სახლია.იქ უახლოეს პერიოდში აუცილებლად ჩავალ”  – ღიმილით დაასრულა ინტერვიუ ბებერი ქალბატონის ყოვილმა თავკაცმა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

24 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago

იტალიის ნაკრების მეორე მეკარის სახლეს დაწერდი ალბათ :chuvak:

arseni
10 years ago

არა სხვა რამე დავწერე .. ეგენიც ვახსენე

arseni
10 years ago

მოდერატორი რომელია აქ .. ჩემი კომენტები რატომ არ იდება ?

Di Francesco # 1
10 years ago

ბუფონზე დიდი ავტორიტეტი ვისააქ იტალიურ ფეხბურთში? ვინმე გაუბედავს და იმას გააკეტებიბბს რასაც თვითონ არ თვლის საჭიროდ? ბუფონმა თქვა მე სანამ ჩავთვლი რო პირველი ვიქნებიო მანამდე ვითამაშებო, ახლა ვისაც ბუფონის კეთილსინდისიერების გჯერათ დაელოდეთ როდის მხვდება რო პირველი აღარაა და მერე წავა, ბუფონზე უკეთესად სხვა დაინახავს მართლა ჯობია ვინმე თუ არა? ავტორიტეტის მიუხედავად ერთი კაცი ვერ გამოვა და ვერ ეტყვის ბუფონს შენ ეს შეცდომა დაუშვი და უნდა წახვიდეო, ფეხბურთელი თქვენთვის კარგად მაშინ თამაშობს როცა საფრანგეთიდან მოდის და ცუდად მაშინ როცა იტალიელია და მითუმეტეს 35 წელს ზევით, მოედანზე ვინ რას აკეთებს იმას რო ცოტა უფრო დაკვირვებულად შეხედოთ მემგონი ჯობია ბუფონი რო დგას კარში… Read more »

giorgi nefaridz
10 years ago

ხანდახან რა კარგ კომენტარებს გამოურევ ხოლმე, გეთანხმები სად ჯიჯი და სად ის სირ ბანჯგვლა პარიზელი, მართალია მომავალი მეკარეა იტალიი მაგრამ ჯიჯისთან მაგის შედარება არ შეიძლება არც არავისი თანამედროვე ფეხბურთში :forza:

10 years ago

იუვეს ფანები კონტეს როგორ ლანძღავნთ მიკვირს რა :lool:

giorgi nefaridz
10 years ago
Reply to 

გალანძღვით არავის გაულანზღავს ამ სტატიაზე უბრალოდ ავღნიშნე შეუძლია დიდი მწვრთნელი დადგეს თუ უფრო გაბედული იქნება ზოგიერთ მომენტში

Di Francesco # 1
10 years ago

მე ბაიერნში თამაშს ვგულისხმობ, მიუნხენში იუვემ კარგად ითამაშა, უბრალოდ ჯერ რიკოშეტის დროს არ გაგვიმართლა (თან ბუფონს მაინც უნდა აეღო) და მეორე გოლი აფსაითი იყო
სამარცხვინოდ არ გვითამაშია იქ

giorgi nefaridz
10 years ago

რა კარგად ითამაშა დაგვიმალა ბაიერნმა ბურთი, ეგ უძლეველი ბაიერნი იყო არსენალმა რომ დასცა მიუნხენში ბეჭებზე

Di Francesco # 1
10 years ago

კაცმა ორ თამაშში მოახერხა იმდენი რო იტალიის ნაკრებს რეპუტაცია აღუდგინა, მარტო მოგებაზე არაა ლაპარაკი, სპალეტი რო მისულიყო და ორივე მოეგო იგივე გამოხმაურება კი არ მოყვებოდა კონტე რმო მივიდა და მისებურად მოიგო და მისი სტილი მოახვია ნაკრებს ეს იყო აღსაღნიშნი დარწმუნებული ვარ კონტე არცერთ ნაკრებთან არ გაიყვანს იტალიის ნაკრებს როგორც აუთსაიდერს იმიტორო ჯერ ერთი ღირსეული ნაკრები ჩაიბარა განსხვავებით იუვესგან და მერე მეორე კონტე ვალდებულია იტალია ისე გაიყვანოს მოედანზე როგორც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები, იუვეში ამის საშუალება არ ქონდა, იმიტორო კლუბი რო გახდეს საუკეთესო მაგისთვის მინიმუმ საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვა გჭირდება, საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვა კიდე რთულია იუვესთვის იმიტორო იმ ეტაპზე თვითონ იუვე არ განეკუთვნებოდა… Read more »

Di Francesco # 1
10 years ago

ბაჯო რო ჯობია ძაძას მაგაზე ხო ლაპარაკიც არ ღირს? მარა ფაქტია ერთ პერიოდში ბაჯო იყო საუკეტესო დღეს ძაძაა
მაბუფონზე უკეთესი მეკარე სეიძლება კაი ხანი არ დაიბადოს მარა არ ქონდეს იმ კაცს საუკეთესოობის განცდა? ჩემი აზრით ბუფონის შემდეგ ვინც მოვა ნაკრებში ისიც საუკეთესო იქნება

arseni
10 years ago

ბუფონს სოროგუ ჯობია უკვე … მე არ მესმი ეს პრანდელი რატომ არ ათამაშებდა მას კონფედერაციაზე ან მუნდიალზე

Di Francesco # 1
10 years ago

ვინ გადაახია ბურთი თავზე ბაიერნმა? კონტეს გუნდი არც ბაიერნთან სეურცხვენია და არც რეალთან, ჩელშის მართლა გადაახია ბურთი თავზე

ერთადერთი თურქეთში წააგო თამაში, ისიც რა პირობებში ყველამ ვიცით თან კონკრეტული ფეხბურთელების თეცდომა იყო. გვარდიოლას კიდე მართლა აღარ შევადარებ აწი იმიტორო კონტე ბევრად დიდი გახდება

giorgi nefaridz
10 years ago

გახდეს მერე ვინ უშლის? გვარდიოლამ შექმნა ეპოქა სადაც იმდენი ტიტული მოიგო ლაღი და სანახაობრივი თამაშით რომელსაც ზოგი დიდი მწვრთნელი 30 წელშიც ვერ შექმნის, შენ თუ ევროსარბიელზე იუვე მოგეწონა მაშინ სალაპარაკოც არაფერია, იმ დაშლილ ჩელსის შახტარმა დაახრა ბურთი თავზე, ხოლო შახტარი რა დღეში ჩააგდო ბორუსიამ გეცოდინება

Di Francesco # 1
10 years ago

ტაქტიკას კონტე არ ირჩევს ტაქტიკას აყალიბებს, გვარდიოლა ურჩევდა ბაიერნს ან ალკორკონს რა ტაქიკით ვეთამაშშო? გვარდიოლა თავისას უბერავდა ყველასთან და სხვები ფიქრობდნენ იმ ტაქტიკის მოძებნაზე რომლითაც გვარდიოლას ტაქტიკას მოუგებდნენ

giorgi nefaridz
10 years ago

თორნიკე ღადაობ თუ რა გინდა ვერ მივხვდი სად გვარდიოლა და სად კონტე, სად გვარდიოლას ბარსა და სად კონტეს იუვე, გვარდიოლამ გადაუარა მთელ მსოფლიოს თავისი ფილოსოფიით კონტე კი ჯერ გალას ვერ გაცდა, თუ უნდა 7-1-2 ტამაშოს მაგრამ შედეგი დადოს, კონტემ ეს შეძლო იტალიაში უსახური თამაშით მაგრამ არეკორდო ქულებით დააგროვა სერია აში, ევროპაში კი გადაახიეს ბურთი თვზე და არც უცდია რამე შეეცვალა,

Di Francesco # 1
10 years ago

რეალთან და ბაიერნთან სწორად დაგეგმა მადრიდში მოსაგები თამაში იყო და მიუნხენში უაზრო რიკაშეტი და მსაჯის არ აწეული აფსაითი რო არ ყოფილიყო დიდი შანსი იყო არ წაგვეგო
ერთადერთი კონტეს მე ვაბრალებ გალაშიცუდ მოქმედებებს, ნახევარი საათით ადრე ვამბობდი მე რო ახლავე თუ არ გააკეთებს კონტე ცვლილებებს უეჭველი წააგებსთქვა + პოგბას პირლოს ადგილზე დაყენება იყო შეცდომა მარა იმ დროს მთელი იტალია პოგბას ქებაში იყო მეორე პირლო და ზიდანი გვყავსო და შეცდა აკცი, მის მერე არც გაუფიქრია რო პოგბა მაქ დაეყენებიოს და ესეიგი მიხვდა შეცდომას და გამოასწორა

giorgi nefaridz
10 years ago

დაანებე ამ პოგბას თავი, თვითონ არ ჩეული ტაქტიკა იყო არასწორი, არცერთ გუნდს არ უკეთებდა საკნტროლო გასროლას და მთელი თამაში ბრძოლა მიდიოდა სტადიონზე როცა შეგვეძლო 20 წუთში დაგვემთავრებინა თამაში, დედა უტირა გუნდს ისე გამოფიტა სეზონის ბოლოს

Di Francesco # 1
10 years ago

გაუბედავი ნაპბიჯები არ ქონია კონტეს, კონტეს ქონდა დაგეგმილი და გაანალიზებული ნაბიჯები, გუნდი როცა სენების პროცესშია იქ რისკი გაუმართლებელია, ხვალ შეუძლია ალეგრის გარეისკოს უკვე შეკრული გუნდი ყავს

giorgi nefaridz
10 years ago

კარგად დაუგეგმავს ბენფიკასთან გალასთან რეალთან კოპერთან ბაიერნთან და ა.შ

giorgi nefaridz
10 years ago

კონტეს რომ დიდი პოტენციალი აქ შკარაა მთავარია გამოიყენოს, მისმა გაუბედავმა ნაბიჯებმა იუვეს ბევრი რამ დააკლო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ შეუძლია ლიპის ანჩელოტის და კაპელოს გვერდით დადგეს :forza:

jjj jjj
10 years ago

კონტე :love:

| Newsphere by AF themes.
24
0
Would love your thoughts, please comment.x