ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” ფანტასტიური დღე იყო “

“იუვენტუს სტედიუმზე” გულშემატკივრებმა მასიმილიანო ალეგრის თბილი დახვედრა მოუწყვეს, თავად იტალიელმა სპეციალისტმა კი ტურინში სადებიუტო შეხვედრა მოიგო და მატჩის შემდეგ, კმაყოფილი ჩანდა : “ეს იყო განსაკუთრებული ღამე ტურინში, პირველი თამაში მთავარი მწვრთნელის რანგში, საოცარ სტადიონზე.უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილი ვარ მატჩის შედეგით, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, გარდა ამისა, მთელი 90 წუთის მანძილზე გვერდით გვედგა გულშემატკივარი, დიდი მადლობა მათ.შენიშვნები ? – იყო რამდენიმე წუთიანი მონაკვეთი, როცა სტუმრებმა ჩვენს კარს აგრესიულად შემოუტიეს, ამ შეცდომებს აუცილებლად გავიაზრებთ და მათ გამოსწორებას ვეცდებით.პერეირა ? – იგი ნამდვილი სიურპრიზია ჩემთვის, ვიცოდი, რომ რობერტო კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ მისმა ტექნიკამ, ფიზიკურმა მომზადებამ და დინამიურობამ გამაკვირვა.სასიამოვნოა, რომ მას ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში.ლიორენტე და ტევესი მოედანზე ასი პროცენტით დაიხარჯნენ, ამის შემდეგ მათი შეცვლა გადავწვიტე, კომანი და მორატა ჩვენი ახალგაზრდა შემტევები არიან, მათი კარგი ასპარეზობა სამომავლოდ კარგ შედეგს მოიტანს.”

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x