ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლოს და ვიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაირკვევა

დღეს საღამოს ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის რეაბილიტაციის ზუსტი ვადები უნდა გაირკვეს.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერების ექიმები ორივე ნახევარმცველს დეტალურ სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ და ცნობილი გახდება, დაბრუნდებიან თუ არა ისინი “მილანთან” მატჩში.მანამდე კი, ბებერ ქალბატონს “მალმიოსთან” აქვს შეხვედრა და შუახაზელებთან ერთად, მასიმილიანო ალეგრი ანდრეა ბარძალისაც მოისაკლისებს, იტალიელი მცველი ჯანმრთელია, თუმცა გარისკვა არ ღირს.დაცვის ხაზს ჯორჯო კიელინი დაუბრუნდება, რობერტო პერეირა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს.რაც შეეხება მილანელებს, სან სიროზე ჩასატარებელი დაპირისპირების გამოტოვება დიეგო ლოპესსა და სტეფან ელ შაარავის ემუქრებათ, ორივე მათგანს მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა ფილიპო ინძაგის გუნდში სავარაუდოდ, ფერნანდო ტორესის დებიუტი უნდა შედგეს.

წყარო: Tuttosport

6 thoughts on “პირლოს და ვიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაირკვევა

  1. მოგესალმებით იუვეს ფანებო!!!! წელს საკმაოდ იმედის მომცემი გუნდი გვყავს თქვენ რას ფიქრობთ? ლიგაზე იუვე რეალის დაპირისპირებას ვისურვებდი რომ გავასაზიზღროდ მოდელიორები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.