ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მალმიო” – ტურინელთა პირველი მეტოქე

ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების გათამაშება ხვალ აიღებს სტარტს. ჯგუფურ ეტაპზე “ბებერ სინიორას” დაუპირისპირდებიან: შვედური “მალმე”, ესპანური “ატლეტიკო მადრიდი” და ბერძნული “ოლიმპიაკოსი”.  სათამაშო ბადის თანახმად, იტალიელთა პირველი ვიზავი შვედური კლუბი იქნება.  წინამდებარე სტატიაში ახლოს გავიცნოთ ტურინელთა სკანდინავიელი მეტოქე. საფეხბურთო კლუბი “მალმიო” წარმოადგენს ამავე დასახელების შვედურ ქალაქს, რომელიც ნახევარკუნძულოვანი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და არის პროვინცია სკონეს ადმინისტრაციული ცენტრი. ურბანული სიდიდის მიხედვით, აღნიშნული ქალაქი შვედეთში მესამეა   და 2013 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 300 000 შეადგენს. ეს მხარე განთქმულია იმითაც, რომ ევროპის უდიდესი ხიდი(“ერესუნის” ხიდი, რომლის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრამდეა), სწორედ აქ მდებარეობს და ორ ქალაქს – მალმეს და დანიის კოპენჰაგენს აკავშირებს ერთმანეთთან.

ჩვენი მეტოქე საკმაოდ ტრადიციული გუნდია და შვედური ფეხბურთის კიდევ 2 ფლაგმანთან – “გეტებორგთან” და “აიკთან” ერთად ამ ქვეყნის წამყვან ძალას წარმოადგენს. შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყო სკანდინავიელთა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, მაგრამ თუ ისტორიაში ჩავიხედავთ, დავინახავთ რომ დღესდღეობით (ევროპული მასშტაბით) ამ მოკრძალებულ გუნდს 1978/79 წლების ჩემპიონთა თასის ფინალი აქვს ნათამაშები ლეგენდარულ “ნოტინგემ ფორესტთან”. გადამწყვეტი მატჩი მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა და ინგლისელებმა ტრევორ ფრენსისის ერთადერთი გოლით –  მძიმე ბრძოლაში სძლიეს შვედებს. ამგვარად, სკანდინავიელებს საკმაოდ სასახელო ისტორია აქვთ და ზემოდან ცქერას ნამდვილად არ იმსახურებენ. სხვა მნიშვნელოვანი ევროპული წარმატებისთვის ამ კლუბს არ მიუღწევია და ბოლო წლების ტრადიციამ, რომ ნიჭიერი შვედი ბიჭები ნაადრევად ტოვებენ ნახევარკუნძულს, საერთოდაც სანატრელი გაუხადა იმ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, რომლის წინამორბედი გათამაშების ფინალიც კი აქვთ  დაგემოვნებული.

“მალმე” დაარსებიდან(1910წ) დღემდე  შვედეთის პირველი გუნდი 17-ჯერ გამხდარა და საჩემპიონო ტროფეების რაოდენობით, მხოლოდ “გეტებორგს” თუ ჩამორჩება, მაგრამ არის იმის ალბათობა, რომ ეს სხვაობა წელსვე აღმოიფხვრას, რადგან ჩვენი მეტოქე 23 ტურის შემდეგ საკუთარ პირველობას ლიდერობს 49 ქულით და მთავარ მდევარ “აიკ”-ს 5 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ჩემპიონატის დამთავრებამდე 7 ტურია დარჩენილი და იმის გათვალისწინებით, რომ “მალმეს” ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, ერთობ ეკლიანი გზის გავლა ელის.

ამჟამინდელი მდგომარეობის დასახასიათებლად, უპირველესად, უეფას საკლუბო რეიტინგი უნდა მოვიშველიოთ, რომლის თანახმად შვედური კლუბი 143-ე ადგილს იკავებს 10.465 საკოეფიციენტო ქულით და მოქცეულია სპლიტის “ჰაიდუკსა”(142-ე ადგილი) და შვეიცარიულ “გრასჰოპერსს”(144) შორის(ამავე რეიტინგში ჩვენი საყვარელი კლუბი 22-ე ადგილს იკავებს 66.768 ქულით).

დღევანდელი “მალმე” ლეგიონერების სიუხვით არ გამოირჩევა(სულ 6 ლეგიონერი) და ძირითად ბირთვს შვედები შეადგენენ. გუნდი გამოირჩევა მობილურობით და ტიპიურ ჩრდილოურ ფეხბურთს თამაშობს, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ათლეტურობას ენიჭება. განსაკუთრებით ძლიერია საკუთარ სტადიონზე, რაც მიმდინარე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზეც რამდენჯერმე დაამტკიცა. სკანდინავიელთა აღიარებული ლიდერია კლუბის ცხრა ნომერი – მარკუს როზენბერგი, რომელიც ასევე ვიცე-კაპიტანია. სხვა გამორჩეული მოთამაშეები “ცისფერებს” არ ჰყავთ.  მთავარი მწვრთნელია, საკმაოდ გამოცდილი ნორვეგიელი სპეციალისტი – 60 წლის აგე ჰარეიდე.

გუნდის საშინაო არენას, რომელიც 2009 წლიდან ემსახურება ჩვენს მეტოქეს და რომელიც 24000 გულშემატკივარს იტევს – “შვედბანკი” ეწოდება.

“მალმეს” ისტორიაში ყოფილან ფეხბურთელები, რომელთაც სახელი არა მარტო ამ კლუბში ასპარეზობით გაითქვეს, არამედ შემდეგშიც დიდი სიტყვა თქვეს მსოფლიო ფეხბურთში. მათგან რამდენიმეს ჩამოთვლა ნამდვილად ღირს. ესენი იყვნენ: კლუბის ყველა დროის მეგოლე 289 ბურთით – ბო ლარსონი; განთქმული შვედი მცველი პატრიკ ანდერსონი, ვინაც სახელი “ბაიერნსა” და “ბარსელონაში” თამაშით გაითქვა; დიდი ფინელი – იარი ლიტმანენი, რომელმაც კარიერის მიწურულს ამ კლუბის ფორმით არჩია თამაში; და ბოლოს, “მალმეს” მაისურით შეაბიჯა დიდ ფეხბურთში დღევანდელობის ერთ-ერთმა უდიდესმა ცენტრ-ფორვარდმა, იუვეს ბევრი გულშემატკივრისთვის დღესაც საყვარელმა ფეხბურთელმა, “იბრაკადაბრად” წოდებულმა დიადმა სკანდინავიელმა – ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

დასასრულ, აღვნიშნოთ ერთი საინტერესო ფაქტი. მართალია, “იუვე” პირველად ისტუმრებს შვედებს, მაგრამ თავად “მალმესთვის” ეს მეორე შემთხვევაა, როცა იტალიის ჩრდილოეთს და ქალაქ ტურინს ეწვევა. შორეულ 1976/77 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ რაუნდში ჩვენი მეტოქე საფეხბურთო კლუბ “ტორინოს” გადაეყარა და ორი მატჩის ჯამში 3-2 დამარცხდა. პირველი მატჩი 15 სექტემბერს “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართა და იტალიელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი თამაში 1-1 მორჩა და შემდეგ ეტაპზე ტურინელები გავიდნენ.

გვჯერა, ისევე როგორც 28 წლის წინ, ხვალაც დამარცხებულები დატოვებენ ტურინს შვედი ფეხბურთელები!

 

სტატია მოამზადა “იუვე-ლირმა” 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika gvenetadze
10 years ago

დიდი სურვილი მაქვს ლივერპულთან თამაშის :juventus: :juventus: :juventus: :juventus:

iuve93
10 years ago

kargi statiaaaa

10 years ago

:juvee: :up:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x