ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: ” კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთაც შეგვიძლია “

” იოლი მატჩები არ არსებობს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. აქ უკლებლივ ყველა საბრძოლველად გამოდის და იმის იმედით, რომ სასწაულს მოახდენს ტიტულოვან გუნდებთან. კარგად გვესმოდა, რომ მალმიო ფიზიკურად ჩვენზე უკეთესად იყო მომზადებული და დაცვაში სივრცეების გადაკვეტით იქნებოდნენ დაკავებულნი. ჩვენის მხრივ აუცილებელი იყო მოედნის პერიმეტრზე ბურთის სწრაფი გადაადგილება და ტექნიკურად ასპარეზობა. სამწუხაროდ საკმაოდ არა ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დავტოვეთ და უამრავი მომენტი გავუშვით ხელიდან. საბედნიეროდ მეორე 45 წუთში მოვუმატეთ ტემპს და მივაღწიეთ სასურველ შედეგს”- აცხადებს მალმიოს დამარცხების შემდეგ ბიანკონერის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი.

” ატლეტიკოს მარცხმა ჯგუფში სიტუაცია რეალურად დაძაბა, თუმცა ჩვენი მიზანი მაინც უცვლელია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა. კარლიტოს პირადად ვთხოვე ნახევარდაცვის და დაცვის ზონებს შორის ეასპარეზა რაც ლორენტეს აძლევდა საშუალებას უფრო კომფორტულად მიეღო ბურთი. ვეცადეთ ლიხტშტაინერისთვის უფრო მეტი თავისუფალი სივრცე მიგვეცა, მაგრამ პირველ ტაიმში ამან განსხვავებით მეორე 45 წუთისა შედეგი ვერ გამოიღო”.

” ევროპული გათამაშება მნიშვნელოვნად განსხვავდება სერია ა-სგან. აიღეთ მაგალითად ლივერპული, რომელსაც საკმაოდ გაუჭირდა დობრენეცის დამარცხება. აქ მთავარი ყურადღება ფიზიკურ კონდიციებს და მომზადებას ეთმობა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და არ ვიჩქაროთ გოლების გატანა. ვფიქრობ, ჩემმა შეგირდებმა კარგად იასპარეზეს, მაგრამ მათ გაცილებით უკეთაც შეუძლიათ”.

წყარო: ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
karlo
10 years ago

Ragac stili sheicvala,titqos ufro shemtevs tamashobs gundi,araushavs sezonis dasawyisia da gundi veraa optimalur formashi

lasha tsasidze
10 years ago

ალეგრი სახეს რაში გაცვლი?

AKAKI nozadze
10 years ago

საღოლ რომაა 3-0 20 წუთში არ ველოდი ნაღდად :D :italy:

lasha tsasidze
10 years ago

sg roma ras uberavs

nika gvenetadze
10 years ago

კონტე დაბრუნეთ გუნდში :juvee:

nika gvenetadze
10 years ago

იუვე გუსჰინ ვერ ვიცანი

Di Francesco # 1
10 years ago

ლორენტე ზოგადად გუნზდე დამოკიდებული ფორვარდია და მის სქმეს ამ სემთხვევაში კარგად აკეთებს უბრალოდ მეორე საკითხია რა ამბიცია უნდა ქონდეს იმ კლუბს რომელიც ლორენტეზე აწყობს თამაშს?
დარწმუნებული ვარ ალეგრი ლორენტეზე არასდროს არ ააწყობს თამაშს მარა სასტავში მაინც რატო აყენებს ვერ ვხვდები, ალბათ მორატას გამოჯამრთელებას ელოდება და მალე დააყენებს სასტავში
ლორენტე არაა ჩემი აზრით ის ფორვარდი რომელმაც იუვეში შეუცვლელად უნდა ითამაშოს

arseni
10 years ago

იმ დონის ფორვარდს რომელიც იუვეს შეეფერება (იბრა, ლევანდოვსკი,კავანი) ესენი ვერ ყიდულობენ … რაც არის ის არის

arseni
10 years ago

რამდენიმე ხარვეზი გამოიკვეთა – აღვნიშნავ რომ ლორენტეს მქკ მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ლიხტშტაინერი ს და ევრას თამაშზე … ამათმა თუ არ იმუშავეს ლორენტეც ვერ იქნება ისეთი როგორიც ვიცით …..

juventino3969
10 years ago
Reply to  arseni

ლორენტე ყოველთვის იყო გუნდზე დამოკიდებული ფორვარდი. ასე რომ არაა გასაკვირი თუ გუშინ მაინც და მაინც არ ბრწყინავდა. არც პოგბა ჰგავდა საკუთარ თავს, არც ლიხტშტაინერი (საქმე რომ ეკეთებინა ლაპარაკის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა), ძალიან ცუდი იუვე იყო გუშინ. ესე თუ ითამაშეს ატლეტიკოსთან და ოლიმპიაკოსთან ჩარჩებიან ისევ ჯგუფში.

vaxo turqadze
10 years ago

საღოლ ალეგრი რომ ხედავ იმ პრობლემებს რომლებიც გუნდშია და არ იძახი რომ საოცარი და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთო,ნამდვილად არ იყო იუვეს სახე გუშინდელი თამაში,თუმცა არც ცუდი ეთქმოდა,გაიხსნებიან ნელ-ნელა ასე მგონია და უფრო და უფრო მოუმატებენ :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x