ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხუან მატას ალტერნატივა პედროა

Football Italia იუწყება, რომ “სინიორა” “ბარსელონას” გარემბარით ინტერესდება, რომელიც ხუან მატას ალტერნატივაა ტურინელთათვის. Football Espana კი ირწმუნება, რომ ესპანელის მთავარი შეძენის კანდიდატი “ლივერპულია”. პედრო ლუის სუარესის კატალონიაში გადაბარგების შემდეგ ალბათ სრულად დაკარგავს სათამაშო დროს, რაც არცერთი ფეხბურთელისთვის არაა სასურველი, “ბარსელონას” შემტევი ხაზი კი ასე დაკომპლექტდება : ნეიმარი-სუარესი-მესი, ამიტომ აქ პედროს ადგილი აღარაა. მოთამაშეს კატალონიელებთან 2018 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, მისი ფასი 22 მილიონ ევროს შეადგენს და მას 3 უშედეგო მატჩი აქვს ჩატარებული “ლა ლიგაში” ამ მომენტისთვის. პედრო კი იმ შემთხვევაში იქნება ტურინულ ინტერესებში თუ “იუვემ” ხუან მატა ვერ შეიძინა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
AKAKI nozadze
9 years ago

არ გვინდა არცერთი რა ბერარდი გავქაჩოთ არ ჯობია? თორე დაგვახევს რამე გრანდი

irakli28
9 years ago

არაა ცუდი ვარიანტი, არც პედრო და არც მატა… პედრო უფრო შესაძლებელია, მატას იაფად არ მოგვცემენ თუ მოგვცეს ვაბშე… მარა მაინც არ მინდა რო ბერარდი ამათ გამო დაიბლოკოს

mishka berianidze
9 years ago

მე არც მატა მინდა და არც პედრო მიუხედავად მათი დიდი პატივისცემისა
უბრალოდ რამდენი ესპანელი უნდა გვყავდეს გუნდში თან მე ამათ როისი უფრო მირჩევნია და შეიძლება მაგაზე დაჩალიჩდნენ ერთი სიტყვით აიეს ხალხი მინდა თან ამათ მაგივრად
ჰუმელსი, კოენტრაო, ვერატი, როისი, კავანი
და ამ ხალხს გავუშვებდი
რუბინიო, პეპე, ჯოვინკო, პადოინი, მოტა.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x