ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო კომენტარი

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი უფრთხის განახლებულ მილანს ფილიპო ინძაგის თაოსნობით. იუვეს 47 წლის მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე წინა სამატჩო კომენტარი გააკეთა: “ჩემთვის ეს თამაში არ იქნება რიგითი. სხვანაირად რომ მეთქვა, არ ვიქნებოდი სწორი. “მილანში” 3 მშვენიერი წელი გავატარე. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა გალიანისთან, პრეზიდენტთან და მილანთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. ეს იქნება განსაკუთრებული და ემოციური საღამო. როსონერებმა სერიოზული ტრანსფერები განახორციელეს ზაფხულში და ამოავსეს პრობლემური პოზიციები, იყიდეს ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა ტორესი და ბონავენტურა, რომლებიც კარგად არიან მომზადებულები როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ინძაგიმ კარგად იმუშავა და შეუძლია ახალი ძალით აათამაშოს კლუბი, რომელსაც ბოლო პეროიდში პრობლემები ჰქონდა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მატჩისთვის ამ ახალი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ალბათ უნდა დაამტკიცოს, რომ მზად არის სამეულისთვის საბრძოლველად და მათთვისაც მნიშვმელოვანი იქნება ეს თამაში. ჩვენ ვიცით, რომ კარგი გუნდი გვყავს, თუმცა ინძაგის გუნდისადმი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ. ვიდალს რაც შეეხება, მან გუნდთან ერთად მიიღო მონაწილეობა ვარჯიშში და პროგრესი სახეზეა. დღესაც ჩვეულებრივ ივარჯიშებს და მე გადავწყვიტავ, მზად იქნება სასტარტო შემადგენლობაში გამოსასვლელად თუ არა. შემადგელობაში დაბრუნდა პერეირაც, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა თამაში “მალმიოსთან’. მორატასაც აქვს თავისი სათამაშო დრო, რომ ფორმას დაუბრუნდეს. მას თანდათან ჩავსვამთ შემადგენლობაში. კიელინიც დაბრუნდა გუნდში უკვე ჩემპიონთა ლიგის თამაშში. ვიდალის დაბრუნება ძალიან დროულია და იმედი გვაქვს, შემდეგ კვირაში პირლოც დაბრუნდება უკვე. ბარძალი და მარონეც მალე დაბრუნდებიან მწყობრში. როტაციისთვის დამატებითი ფეხბურთელები გვჭირდება. არ შეიძლება თამაში ერთიდაიგივე ფეხბურთელებით. სკუდეტო? ჯერ ძალიან ადრეა პროგნოზების გაკეთება. თუმცა ვთვლი, რომ ამ სეზონში შედარებით თანაბარი თამაშები იქნება. ვიცით, რომ “რომა” საკმაოდ გაძლიერდა, რაც დაამტკიცა ჩემპიონთა ლიგაზეც. ისინი ჩევნი კონკურენტები იქნებაიან სკუდეტოსთვის ბრძოლაში “ინტერთან”, “მილანთან” და “ნაპოლისთან” ერთად.”

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
iuve93
9 years ago

moratas meti dro mieci ale

dato_juventino
9 years ago

ამან ისე იბაზრა იმოტვაციოთ ჩადის მილანში :loool:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x