ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირა: “კლუბს კარგად შევეწყვე”

nullაშკარაა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი რობერტო პერეირა კარგად შეეწყო ტურინულ კლუბს. “ყველაფერი გაცილებით მარტივია, როცა თანაგუნდელებსა და მწვრთნელს სჯერათ შენი. ეს აადვილებს ახალ კლუბთან შეგუებას. მთელი კვირის განმავლობაში ბოლომდე ვიხარჯები ვარჯიშებზე და შემიძლია მეტ პროგრესს მივაღწიო. ჯერ კიდევ მჭირდება დავხვეწო ჩემი უნარები დაცვაში. ვფიქრობ, რომ წინ კარგ სამუშაოს ვასრულებ. უკან დაბრუნება უფრო რთულია. მაგრამ ვმუშაობ და უკეთესადაც ვითამაშებ,” – ს ი ი.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის “ოფიციალური ვებ გვერდი

15 thoughts on “პერეირა: “კლუბს კარგად შევეწყვე”

  1. ალეგრი კვერცხია თუ რაცაა, შეცვალა ტაქტიკა თუ არ შეცვალა და ისევ 3-5-2-ით აგრძელებ, ფაქტია, რომ ჯერ ჯერობით წაუგებლად მიდის მისი გუნდი და გოლიც არ გაგვიშვია… დასაფასებელია… და მივესალმები ასე გაგრძელებას, თუმცა მთავარი შეფასება მაინც სეზონის ბოლოს უნდა გაკეთდეს…
    :forza:

  2. რამდენიმე სიტყვა მასიმილიანო ალეგრიზეც უნდა ვთქვათ. მისი გუნდი 100%-იანი შედეგით ასპარეზობს როგორც იტალაიში, ისე ევროპაში. არადა მათ 2 ლიდერი აკლიათ: ანდრეა პირლო და ანდრეა ბარძალი. აღსანიშნავია, რომ მაქს ძალიან აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ “3-5-2” “4-3-3”-ით შეცვალა, თუმცა ჯერ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა და უკვე კარგად ვხედავთ განსხვავებას კონტეს გუნდსა და ალეგრის გუნდს შორის, ორივე თავისებურად კარგია. კარლოს ტევესმა ამ წყობაში სრული თავისუფლება მიიღო. იგი დაახლოებით ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილშია, რომელიც ალეგრის “მილანში” 2011 წელს ასპარეზობდა. არგენტინელს თანაბრად კარგად შეუძლია ასპარეზობდა როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად, ისე მეორე ფორვარდად.

    ალეგრის ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას არ შეუძლი თამაშის მიმდინარეობა შეცვალოს ისე, როგორც ამას ანტონიო კონტე აკეთებდა, თუმცა გუშინ ეს კომპონენტიც დაიხვეწა – დააკვირდით ლეონარდო ბონუჩის სახესცვლილებას? პირველი ტაიმის ბოლომდე იგი გრძელი პასებით ცდილობდა მოემარაგებინა ფერნანდო ლლორენტე, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ, მაქსმა მას მოკლე პასები დაავალა პოგბას მისამართით, რამაც მალევე გაამართლა და “მილანის” ისედაც დაბნეული ნახევამრცველები, სულ უფრო აირივნენ.

    უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელთა გასაოცარი ფიზიკური მომზადება ნამდვილად სიურპრიზი გახლდათ. “როსონერის” ნახევარდაცვა ვერ გაუკლავდა მარკიზიო-პოგბას დუეტს, შედარებით კარგად იდგა ნაიჯელ დე იონგი, თუმცა 80 წუთის შემდეგ დაღლა მასაც დაეტყო. ალეგრიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია – ტურინულმა გრანდმა ოპონენტი პირველივე წუთებიდან “მოგუდა” და ასე გაგრძელდა სრულად, 90 წუთის განმავლობაში. მატჩის შემდეგ მასიმილიანომ განაცხადა, რომ მას “იუვენტუსტან” ერთად გამარჯვება სურს, თითქოს ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?!! :juvee:

    1. თასზე ითამაშებს 2 შემადგენლობით პერეირა ოგბონა სება რომულო და ა.შ მორატა კომანი რომლებსაც შეუძლიათ მოიგონნ თასი, ლიგას მიაწვება ძირითადი გუნდი :forza:

  3. იმის მინიუმს აკეთებს რასაც იუვეში გადასული ფეხბურთელი უნდა აკეთებდეს, ისე არ თამაშობს რო მომავალ წელს ბარსამ და რეალმა ამაზე იჩალიჩოს

    1. თუ იმას გულისხმობ რო იუვეში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები გადმოდიოდნენ მაშინ გეთანხმები..

      ისე კი პერეირასგან მეტს არც არაფერს ელოდეთ… რაც არის ეს არის )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.