“იუვენტუსი” 3-0 “ჩეზენა”. მატჩის სტატისტიკა
გოლები: ვიდალი 18′, ვიდალი 64′, ლიხშტაინერი 85′
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი (პეპე 87′), ვიდალი (პადოინი 80′), მარკიზიო, პერეირა, ევრა, ჯოვინკო, ლორენტე (მორატა 70′)
სათადარიგო სკამი: რუბინიო, ვოლპე, რომულო, პადოინი, პოგბა, პეპე, ასამოა, მატიელო, მორატა, ტევესი, კომანი.
მთავარი მწვრთნელი: ალეგრი
ჩეზენა (3-5-2): ლეალი, კრაინცი, ლუკინი, კაპელი, პერიკო (კარბონერო 57′), ჯორჯი (ნიკა 77′), კაშონე, მაცოტა (კოპოლა 46′), რენცეტი, დეფელი, მარილუნგო
სათადარიგო სკამი: ალიარდი, ბრესანი, ნიკა, ვალცანია, კარბონერო, როდრიგესი, კოპოლა, მაგნუსონი, ჯურიჩი, სუჩი, გარიტანო, ზე ედუარდო.
მთავარი მწვრთნელი:ბიზოლი
გაფრთხილებები: კაშონე 17′, კაპელი 31′, პერიკო 51′
გილოცავთ
არტუროო 
dab dge maq 1lshi tan,tan magar jaxsac uyureb.cota simeone mashinebs rames moipiqrebs
გამარჯობათ ბიჭებო. გილოცავთ გამარჯვებას პირველ რიგში
და კომენტარებს გადავხედე და ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ: კაროჩე პირველ რიგში საღოლ ალეგრის მშვენივრად ათამაშებს გუნდს და დაცვაში არ დგება როგორც კონტეს ევასებოდა ეს სულ შეტევაზე ფიქრობს და კარგია. მეორე ევრა დიდად არც მე მომეწონა რაღაც ხოდზე ვერაა ბოლომდე. ვიდალს რაც შეეხება შედის ფორმაში და მოვა ხოდზე მალე ძალიან. აი აი მთავარი რაც არის ჯოვინკოსთან დაკავშირებით კაცი ორ თვეში ერთხელ ეძლევა შანსი და მოდი და ნუ მოუნდება გოლის გატანა მე ძალიან მომეწონა მაგის თამაში მაგას რო გოლი გაეტანა მაგდეს არ “იღორებდა” უნდოდა და ამბიცია აქვს რაც ყველაზე კარგია აბა ტრუსოს ეგ ამბიციაც არ ქონდა : ))) ნუ მე მომეწონა და შვენივრად ითამაშა და ბევრიც შეუძლია მაგას ჯარიმებსაც იკიდებს რაც სიტუაციის გამწვავებაში ხელს უწყობს გუნდს… დალშე ყველამ კარგად ითამაშა და მომწონს გუნდის ასეთი შემართება

ტევესს 2011-ის მერე ჩემპიონთა ლიგაში გოლი არ ჰქონდა გატანილი და წარმოიდგინეთ როგორ უნდოდა გოლის გატანა, მაგრამ როგორ თამაშობდა ყველამ ხომ ვნახეთ? უფრო ფლეიმეიკერად თამაშობდა ვიდრე თავდამსხმელად, მაგრამ ორი გოლი შეაგდო, რატომ? იმიტომ, რომ გუნდის ლიდერობა და გამთამაშებლის ფუნქცია არჩია თავქუდმოგლეჯილი გოლის გასატანად გამოსული ფეხბურთელისას, რაც დაუფასდა კიდეც. ასე რომ როდესაც მოედანზე ვიდალი, მარკიზიო, ლორენტე, პერეირა გყავს წინა ხაზზე, ფლანგებსაც ათამაშებ და ჩეზანას ეთამაშები, ამ შემთხვევაში გოლის გატანის ალბათობაც დიდია და სებას სტილის მოთამაშის თამაშიც დასაშვებია, მაგრამ უფრო საპასუხისმგებლო შეხვედრაში, სადაც კლასით თამაში გჭირდება მოერიდება ამის ძირითადში დაყენებას. მთავარი ის კი არ არის ერთ თამაშში შენ რამდენს გაიტან, მთავარია შედეგიანი იყო. მთელი თავისი თამაშის მაგივრად ერთი ან ორი საგოლე გადაცემა გაეკეთებინა ბევრად უფრო პროდუქტიული იქნებოდა, მაგრამ ამის მაგივრად ვნახეთ თვითონ როგორ ცდილობდა და სხვებმა როგორ გაიტანეს და საგოლე გადაცემები მიითვალეს, მაგალითად გრაფმა მიითვალა ერთი საგოლე გადაცემა, ერთიც მაგარი გადაცემა, რომელიც სამწუხაროდ გოლით ვერ დასრულდა, თუმცა შესაძლებელი იყო და ერთიც ძალიან მაგარი დარტყმა, სადაც ისევ არ გაუმართლა. ამიტომ სულ პირველი თამაშიდან გამომდინარე სებას ადგილას მე მორატას და კომანს მივცემდი უფრო მეტ შანსს. სებას წინა სეზონებში ჰქონდა შანსები, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი
ა კაცი
gilocavt am brwyinvale gamarjvebas..shemdegi madriduli nab….ria
ისე ლიგა სამშაბათს აქვს იუვეს თუ ოთხშაბათს?რო რამე არ შევიკრიბოთ?ჯგუფში ყველაზე მნისვნელოვანი თამაში ეგაა,თან გასვლაზე,ოთხშაბათს თუ იქნება უკეთესი,უეჭველი წამოვალ…

1 ოქტომბერს (ოთხშაბათს) აქვს მადრიდში თამაში
ბარაკონში ვიკრიბებით როგორც ყოველთვის.
ეს ანიელის წასვლა რაღაც არ მომწონს რა. საიდან მოიტანეს ეს ახლა რა.
არადა ალექსი რომ არ წასულიყო ავსტრალიაში და დარჩენილიყო დირექტორატში, რაც შესთავაზეს მაშინ, ეხლა პრეზიდენტად დანიშნავდნენ, თუ ანიელი მართლა მიდის…
ნედვედზეა საუბარი და თუ ნედვედს ნიშნავენ ეხლა, დელპიეროს წინ რა დაუდგებოდა…
ახლაც ვინ დაუდგება ერთი ზარი უნდას მარტო ამას.
არა, ეხლა არ დაუძახებენ… ცოტა გამოცდილება უნდა ქონდეს დირექტორატში მუშაობის მაინც… მინდვრიდან პრეზიდენტად არ მგონია გაქაჩოს
ანდრეამ თქვა,რომც მივიდე ფიატში იუვეს პრეზიდენტად მაინც დავრჩებიო.
იუვენტუსი-ჩეზენა 3:0
გოლები: 1:0 ვიდალი (18-პენ.), 2:0 ვიდალი (64), 3:0 ლიხტშტაინერი (85).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი – ოგბონა, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი (87. პეპე), მარკიზიო, ვიდალი (80. პადოინი), პერეირა, ევრა – ჯოვინკო, ლორენტე (70. მორატა).
ჩეზენა (3-4-1-2): ლეალი – კაპელი, ლუკინი, კრიანიჩი – პერიკო (57. კარბონერო), რენძეტი, ჯორჯი (77. ნიცა), კაშონე – მაძოტა (46. კოპოლა) – მარილუნგო, დეფრელი.
გაფრთხილება: კაპელი, პერიკო, კაშონე (ჩეზენა).
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21-1 (13-1); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 38 000
ai amit gansxvavdeba konte da alegri
ამით რა განსხვავდება?
და მარონეს რატო არ ეძლევა შანსი? თუ ,,გრაფი” იმსახურებს მაგიც ღირსია შანსის.
პირველ რიგში გილოცავთ კიდევ ერთ ლამაზ გამარჯვებას,მეორე,მე არ ვიცი ვინ რა თამაშს უყურა,მაგრამ გუშინდელი თამაშის შემდეგ ჯოვინკო რატომ უნდა გააკრიტიკო არ მესმის
,რამდენი ბურთი მიიღო,იმდენჯერ გაამწვავა თამაში,კარგად ასრულებს სტანდარტულებს,შეტევების დაწყება არ ეშლება და თუ ვერ დაასრულა ეს მხოლოდ და მხოლოდ ლეალის ბრალია,რომ იძახით რომ ლეალი მოგეწონათ და კარგი მეკარე გვეზრდება,სებას აუღო თითქმის ყველა ის რთული ბურთი,ერთი ის დამევასა კიდევ შორიდან რომ შემოატარა და ლეალი არც განძრეულა,უბრალოდ ოდნავ ასცდა,რუსი კომენტატორი იძახოდა დელ პიეროს სტილში თამაშობს დღეს სებაო და თქვენ ალბათ პირადი სიძულვილი გამოძრავებთ მაგ ადამიანის მიმართ თორე გუშინდელი თამაშით არ დაუმსახურებია და მაგიტომაც დარჩა ბოლომდე,ნუ 3-0-ზე რა იღორა არ იღორა მაგაზე ნუ გამოვეკიდებით,გოლის გატანა რომ უნდოდა ეგაა დანაშაული?მითუმეტეს ცუდადაც არ შეუსრულებია არცერთი დარტყმა,უბრალოდ ლეალის სებაზე დაგინებული ქონდა….

საინტერესო მოსაზრებაა :))))) რა პირადი სიძულვილი? უბრალოდ ადამიანი თამაშობდა იმიტომ, რომ გოლი გაეტანა და დაემტკიცებინა, რომ გოლის გატანა შეუძლია, მეტი არაფერი. ფეხბურთელი, რომელისაც მხოლოდ საკუთარი გოლი აღელვებს და არა გუნდი….რა ვიცი, რა ვიცი…. დიდი ფეხბურთელი უნდა გადიოდეს მოსაგებად, უნდა აჩვენოს კლასი თუ როგორ შეუძლია გოლის გატანა, როდესაც ამის საშუალება არსებობს და დანარჩენ შემთხვევაში უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელზე უნდა იმუშავოს. ეს კი ყველანაირად ცდილობდა თამაში “საკუთარ თავზე აეღო”, მაგრამ ვნახეთ, რომ მიუხედავად სებას დიდი მცდელობისა არტურო მაინც მეფეა და სება კი იუვეს სასტარტოში ნაკლებად შეიძლება ვიხილოთ. რაც შეეხება რუს კომენტატორს მეც იმ არხზე ვუყურებდი, მაგრამ ალეს სტილში თამაშზე არ იყო საუბარი, მან თქვა, რომ დღეს სება ალეს სტილში ცდილობს ბურთის კარში გადაგზავნასო, მაგრამ ისიც დააყოლა, რომ არაფერი გამოსდიოდა და მარცხენათი რატომ ცდილობდა ბურთის მოჭრას იქიდან საიდანაც უკეთესად გაგრძელება შეიძლებოდა მაშინ როცა ის მარჯვენაფეხიანი ფეხბურთელია, ეს გაუკვირდა. კიდევ ვიმეორებ, საუბარი იყო ალეს სტილში მოჭრილი ბურთის კარში დარტყმაზე და არა თამაშზე. ან დაგრჩათ ვინმეს იმის შთაბეჭდილება, რომ ალეს სტილში თამაშობდა? სასაცილოა სებას გუშინდელი თამაში ალეს თამაშის სტილს შეადარო. კომენტატორმა ისიც თქვა, რომ სება ალეს მემკვიდრედ მოიაზრებოდა, მაგრამ ამისგან რაც გამოვიდა ყველამ ვნახეთო, ირონიულად, მაგრამ სიმართლეა. საერთოდ ჩემი აზრით რუსი კომენტატორები ძირითადში ანტიიუვენტინოების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში მართალს ლაპარაკობდა.
სება მაგარი იყო პარმაში, იქ სასტარტოს უცვლელი ფეხბურთელია, იუვეში სხვა სიტუაციაა. თუმცა ასეთ თამაშებზე ღირს მისი სასტარტოში დაყენება. მე მაგალითად გუშინდელ შეხვედრაში სებას და მორატას დავაყენებდი ძირითადში და კომანს მეორეში შემოვიყვანდი, ან სება კომანით დაწყებაც შეიძლებოდა.
კარგად თამაშობს იღორაო ცუდად თამაშობს და ვაფშე ლანძღავთ, კაცი თვეში ერთხელ გამდის მოედანზე და არ დაამტკიცოს რო მაგარია? ალეგრიმ არ იცოდა რო იღორებდა? მის თავზე უნდა აიღოს თამაში აბა ლორენტე რო დგას გამოთაყვანებული მოედანზე მაგი ჯობია?
მემგონი ინტერი გავა წელს მესამე ადგილზე
ჯერჯერობით მშვენიერი შედეგი აქვს ალეგრის, რაც არ უნდა კვერცხი ვეძახოთ… და მივესალმები ასე გაგრძელებას…
და რითაც ალეგრი გამოირჩევა არის ის, რომ როტაციას სწორად მიმართავს… ჩანაცვლებები სწორად ხდება… და ამავდროულად წარმოდგენას იქმნის თავისთვის თითოეული ფეხბურთელის რეალურ შესაძლებლობაზე. (ჯერ მაინც ახალია და ყველას არ იცნობს).
აი ჯოვინკოს რაც შეეხება, აბსოლიტურად ყველა მწვრთნელმა ვინც კი იყო იუვეში, ჯოვინკოს მისცა შანსი, მაგრამ არაა ეგ ბიჭი ის დონე რომ რამე პრეტენზია ქონდეს… ის რომ ტურინელია, ეგ არაა მისი გამართლებისათვის საკმარისი…
ზოგადად კი აუცილებელია კონკურენცია სერია ა-ს გუნდებში, თორე აი გუშინ ჩეზენას ფაქტიურად მომენტიც არ ქონია და დიდად არც იუვე იკლავდა თავს და ასე შეჩვეული თამაშით ევროპაში შორს ვერ წავალთ. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებ რომ იუვე იმ ძალით თამაშობს ყოველ კონკრეტულ თამაშს, რომელიც იმ კონკრეტულ გუნდს ყოფნის მოსაგებად… მეტი შეუძლია ამ გუნდს…
სერიოზული გამოცდა გველის მადრიდში… არ უნდა დავუწვეთ და უნდა ვითამაშოთ შემტევი და იმედი მაქვს ალეგრი შეძლებს გუნდის სწორად მომზადებას ამ მატჩისთვის
ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, მაგრამ მინდა პატარა ანალიზი გავუკეთო აქ დატოვებულ კომენტარებს თამაშის და მოთამაშეების შეფასებასთან დაკავშირებით:
1. ევრას მაგივრად პირველ ტაიმში “დიდი კითხვის ნიშანი” დარბოდა, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ტაიმზე, შეიძლება ალეგრის მიერ შესვენებისას მისი მოტივირების ფაქტორი იყოს;
2. სებას შუბლზე ეწერა და შეიძლება ითქვას რასაც აკეთებდა თუ არ აკეთებდა მის თავზეც დიდი წარწერა ჩანდა ყველგან: “გოლი გამატანინეთ რა… გოლი მინდააააა….”, მაგრამ რაც უფრო უნდოდა ის უფრო არ გამოუვიდა, შეიძლება დაგეთანხმოთ იმაში, რომ რიგ ეპიზოდებში იღორა;
3. რაც შეეხება ლიხტშტაინერს, ვერ დაგეთანხმებით რომ ცუდად ითამაშა, ძალიან დიდ და შავ სამუშაოს ასრულებდა, გაიხსენეთ რამდენი რთული ბურთის, რთული პასის მიღებამ მოუწია, რამდენი გვერდითი ხაზიდან თითქმის გადასული ბურთები მოატრიალა და გოლიც გაიტანა. ასე რომ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია;
4. მორატამ ძალიან მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან, მარცხენა ფეხი უნდა დაედგა და დაეფიქსირებინა და მარჯვენათი უნდა დაერტყა, რა დროსაც მარცხენა ფეხის დადგმის დროს მარცხენათივე შეეხო ბურთს და უკვე მარჯვენა ვეღარ მოახვედრა. მას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს, მე ალეგრის ადგილზე მას დავაწყებინებდი ტამაშს სასტარტოში და ვნახავდი რას გააკეთებდა.
5. კომანის შემოყვანს ველოდი, მაგრამ ალეგრიმ ლიხშტაინერის და არტუროს დასვენება ამჯობინა, მხოლოდ ამიტომ ვერ ვნახეთ კომანი ჩემი აზრით. არადა ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი ბიჭია. კარგი ალღო აქვს, ბურთის დამუშავებაც იცის და დარტყმაც, უბრალოდ არ გაუმართლა, რომ 3-0 გახდა, თორემ 2-0-ზე შეიძლება ლიხტშტაინერი დაეტოვებინა მოედანზე და კინგსლიც გვენახა, მაგრამ არა უშავს, წინ გრძელი სეზონია.
6. პერეირას არა უშავდა კი არა კარგია მე თუ მკითხავთ. ძალიან აქტიური და უშიშარია, უკომპლექსოდ თამაშობდა, მართლა კარგი შენაძენია.
7. მარკიზიოზე, კიელინიზე და ბონუჩიზე ლაპარაკიც ზედმეტია;
8. ლორენტეს ეტყობა სხვა დავალება ჰქონდა მეტოქის საჯარიმოში, თითქოს სებას გილის გატანაზე ჩალიჩობდა;
9. პადოინი უბრალოდ გრაფია :)))) ყოველ შემთხვევაში ჩეზანასთან ეს მან დაიმსახურა, უბრალოდ გრაფია და მორჩა;
10. არტურო არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ წუხელი ვნახეთ, რომ ფორმას იბრუნებს, ის მეფეა.
11. ჯიჯი “ნუმერო უნო”, მოკლედ და კონკრეტულად. მის კართან სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ…. “ნუმერო უნო” და მორჩა.
ალეგრი არ აღმოჩნდა ისეთი “ლობიო” როგორიც ბევრს ეგონა კონტეს წასვლის შემდეგ.
P.S FORZA JUVE……
მორატა უფრო ადრე რო შემოეყვანა ამით არაფერი დაშავდებოდა რა. ან საერთოდ ძირითადში დაეწყო. რაღაც ბოლო დროს მეიმედება ეს ალვარო მგონი გაამართლებს. მგონია კიდევ რომ ჯიჯის შემცვლელად მაგარი გვეზრდება ლეალი.
კომანსა და მორატას მეტი დრო სჭირდება და ეგაა რა.
გეთანხმები :up:!სებას რაც შეეხება,რა გინდათ ამ კაცისგან,მაგრა ითამაშა,ძაან აქტიური იყო,ამწვავებდა თამაშს,მშვენირი პასები გაჩითა,მაგრათაც ურტყამდა,რომ არა ლეალი გოლსაც გაიტანდა და იღორაო,გოლი უნდა ამ კაცს რომ ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს და უკეთესად ითამაშებს მერე,არ უმართლებს რაა…ისე მორატამაც იღორა იმ მომენტში,პასი რომ მიეცა უეჭველი გოლი იყო…მაგრამ კლასი მაინც ეტყობოდა,მაგარია ალვარო!

იღორას იმიტომ ვამბობთ, რომ აშკარად ეტყობოდა, რომ გოლის გატანა უნდოდა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც აშკარად გეტყობა გოლი შენ გაიტანო და პასს იშვიათად აკეთებ ეგ არის ცუდი. არ ვამბობ, რომ პასს არ აკეთებდა, მაგრამ პასს უკიდურეს შემთხვევაში აკეთებდა, სხვა შემთხვევაში თვითონ ჩალიჩობდა.
გილოცავთ.
ანუ შესაძლებელი ყოფილა სასტავის გადახალისებითაც შედეგის მიღება, რაც უფრო ბევრი კონკურენტუნდარიანი ფეხბურთელი გყავს გუნდში მით უკეთესია და ხელოვნურად უკონკურენტო გარემოს სექმნა ხელოვნურად კონკურენტუნაიანობის შექმნა ჯობია
ლორენტეს რო უთხრა უკონკურენტო ხარო ეს უფრო შეცდომაა თუ სებას რო უთხრა შენც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარო?
მემგონი ალეგრი სწორად მიყვება და მალე ისეთ გუნდს ჩამოაყალიბებს სადაც გამოკვეთილი სასტავის კაცი და გამოკვეთილი სკამის კაცი არ იქნება, არაფერი არ უჭირს ყოველ მესამე თამაშში ტევესი და პირლო სკამზე თუ დაჯდება, იგივე კიელინი და ლიხშტაინერიც
100 % იანი ხარ. ძაან გამისწორდა მე პოგბა და ტევესი რო სკამზე ვნახე. კომანზე მიეცა დღეს შანსი კაი იქნებოდა .
კილინი მომეწონა ძაან . ნუ ვიდალი ვიდალია. მარკიზიოც ძაან მომწონს რაც დაიწყო სეზონი და თუ ასე გააგრძელა მისი პირადი ფანი ვიქნები . იმედია არ მოუკლებს. მორატაც კარგი იყო . სება არ იყო კარგი როგორც ყოველთვის . ნუ დალშე რა ვთქვა ოგბონას ახალი ფუნქცია მომწონს პერეირას არაუშავდა დაააააააააა…………….
……….
პადოინი
კაცი ლეგენდა . ქარიზმა ნუ რავიცი რა ვთქვა . მაქსი ბევრი დრო მიეცი სიმონეს
ყველამ კარგად ითამაშა დაჟე პადოინმაც, თან საერთოდ არ ეტყობოდად რო ჩეზენას ეთამაშებოდნენ, ალეგრი ახერხებს ეტყობა რო მოივაცია არ დაუქვეითოს გუნდს, თვითონაც თქვა მილანსაც და ჩეზენასაც ერთნაირად უნდა მივუდგეთ და კაია რო უბრალო სიტყები არ გამოდგა და შეასრულა
რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოოს პადოინს შეიძლება 8 ბალთ შეაფასო.. 3 ჯერ შეეხო ბურთს ერთხელ მოაწყო მცირე რეიდი გააკეთა ძალიან კარგი საოლე პასი.. მეორეჯერ საკაიფოდ გაძვრა და მორატამ ვერ დაარტყა ხეირიანად და მესამედ დაარტყა საკაიფოდ იმენა აქტივის ქულები აიღოო… ჯოვინკო რომ ღორია და არ იმსახურებს სასტავს ეს ნათელიაა,, მორატამ კიდე დარტყმა უნდა ისწავლოს ქონდა მომენტები… მე ევრაც მომეწონა და ოგბონაც… ყველაზე სუსტი ლიხშტაა იყოო მაინც დალშე საკაიფოდ გაისარჯა ყველა
პ.ს ეს ჩემი პირადი აზრია