ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო ბაჯო: “ვითამაშე ისე, როგორც ეს ჩემს გულს უხაროდა”

“ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ერთზე ძალიან მწყდება გული – ვეღარასოდეს გავაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს. ყოველთვის მიკვირს იმ ფეხბურთელების, რომლებიც აცხადებენ, რომ თამაში მობეზრდათ და კარიერის ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობენ. ასეთი არასოდეს დამმართნია და მხოლოდ მაშინ შევეშვი ბურთის გორებას, როდესაც მივხვდი, რომ აღარ შემეძლო. ფიზიკურ ფორმას რომ ხელი შეეწყო, დღესაც მოედანზე ვიქნებოდი და ფეხბურთს ვითამაშებდი, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებდი, თუ გადარჩენისთვის, ეს ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.

განვლილი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვითამაშე ისე, როგორც ჩემს გულს უხაროდა. ფეხბურთი არ იცვლება, იცვლებიან ფეხბურთელები და სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, მოთამაშეები მხოლოდ ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს. ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს, ექვს მილიონ ევროს იღებ წელიწადში, თუ ცხრას? ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია შვიდი “ფერარი” გეყოლება ფარეხში თუ თორმეტი? ფეხბურთელი კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშზე და სპორტულ მოტივაციაზე, დღეს კი ამის დეფიციტია.

წლების განმავლობაში ჩემი საქმით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და ამით ქომაგიც მემადლიერებოდა. ეს თავისთავად ხდებოდა და როდესაც ხალხის სიყვარულს გრძნობ, იქ უკვე არაფერზე არ უნდა ინანო…” 

 

ჟურნალი “ათიანი”; N6 – 2013წ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mesdel
10 years ago

ბაჯო მართლაც ლეგენდაააა

ალეკო კოკაია

:love: :love: :love: რობიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

arseni
10 years ago

რობერტო ბაჯო არის იტალიური ფეხბურთის ლეგენდა … მაშინ ერთდროულად თამაშობდნენ ბაჯო,ჯანლუკა ვიალი, ბეპე სიონიორი და რობერტო მანჩინი … მერე წამოვიდა დელ პიერო … მერე კიეზა და ტოტი , უცებ მერე კასანო და …. მერე ………

irakli28
10 years ago

მართალს ბაზრობს, დღეს ფულზე უფრო მეტს ლაპარაკობენ და წერენ ვიდრე თვითონ ფეხბურთზე

AKAKI nozadze
10 years ago

ერთ-ერთი საუეკეთესო იუვეს იტალიის და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში

AKAKI nozadze
10 years ago

გეთანხმები 1000% :love:

10 years ago

:love:

lasha tsasidze
10 years ago

რობი რობიიიი… შენ ყოველთვის დარჩები ჩემთვის ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად … პრწინვალე ფეხბურთელი და ადამიანი …ესეთები საუკუნეში ერთხელ თუ იბადებიან

falconGE
10 years ago

ამან შემაყვარა ფეხბურთი. მოვლენა იყო ბაჯო მსოფლიო ფეხბურთის. ვეთანხმები 100%-ით. სწორად ამბობს ყველაფერს

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x