ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : ” ჩემს გუნდს შეუძლია სკუდეტოს მოპოვება და ევროპაში წარმატებული ასპარეზობა “

ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ ანდრეა პირლოს, ანდრეა ბარძალის და არტურო ვიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობებზე ისაუბრა. მისივე თქმით, გუნდს კიდევ უფრო მეტად უკეთ შეუძლია ასპარეზობა :” უმაღლესი დონის გუნდს ვუდგავარ სათავეში და ეს არ იქნება დამოკიდებული მის სამომავლო შედეგებზე. ორი აზრი არაა რომ დღევანდელ იუვენტუს ძალუძს სკუდეტოს მოპოვება და ჩემპიონთა ლიგაში ფეერიული ასპარეზობა. ვგრძნობ, რომ შეგვწევს ძალა მოვუმატოთ სისწრაფის და მანევრირების კუთხით. რომასთან დაპირისპირება ნამდვილი მოვლენა იქნება, მაგრამ არ მიმაჩნია იგი გადამწყვეტად. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ ვაპირებთ მასსზე ფიქრს ხუთშაბათამდე” …

” ბერგამოელებთან შეხვედრა გვიმზადებს უამრავ თავსატეხს, რადგან სტუმრად ასპარეზობა ატალანტასთან უაღრესად პრობლემატური საკითხია. მატჩში მოედანზე საუკეთესო შემადგენლობას გამოვიყვან, რომელიც ჩემს ხელთ არის არსებული. პოგბა და ტევესი უბრუნდებიან გუნდს, მაშინ როდესაც ვთვლი რომ ლორენტე ძალზედ ნაყოფიერად ასპარეზობს და გუნდს უაღრესად დიდ დახმარებას უწევს, მიუხედავად იმისა, რომ ბასკი ვერ ახერხებს გოლის გატანას. თუმცა, თუ საწყისი წუთებიდანვე ვიხილავთ მორატას ეს ნიშნავს ერთს – თავს მშვიდად ვიგრძნობ რადგან ესპანელს ყველა ის საჭირო თვისება აქვს ხელთ, რომელსაც შეუძლია ჩვენთვის დადებითი შედეგის მოტანა”.

 

” ჯერჯერობით რაიმე როტაციაზე არ მსურს ვისაუბრო, თუმცა გარკვეული სახის ცვლილელებებს აუცილებლად შევიტან. ეს განპირობებულია იმით, რომ არ შეიძლება ფეხბურთელების მოედნის მიღმა დიდიხნით დატოვება, ასე ჩვენ მათ დეგრადაციას გამოვიწვევთ. არადა სეზონი გრძელია და პირადად მე თითოეული მათგანის იმედი მაქვს. წინა მატჩში ჩეზენასთან უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია 4-5 წამყვანი მოთამაშის გარეშე წარმატების მიღწევა. ოგბონამ, პერეირამ, ჯიოვინკომ და ევრამ ამ შეხვედრაში იასპარეზებს საუკეთესო კუთხით”.

” რაც შეეხება პირლოს იგი მოედანზე კვირას გამოვა რეზერვისტების ან არა პროფესიონალი ფეხბურთელების წინააღმდეგ რათა შევხედოთ თუ რამდენად არის ანდრეა მზად მწვანე მინდორზე დასაბრუნებლად. ამ მომენტამდე ჩატარებული ტესტების საფუძველზე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ იგი ჩინებულ კონდიციებში იმყოფება. თუმცა, მისი ტრავმის შემდეგ 33 დღე არის გასული და ამიტომ გვსურს მისი ჯანმრთებლობის მდგომარეობა არ ბადებდეს კითხვის ნიშნებს და იყოს მხოლოდ საუკეთესო”.

” ორშაბათს დილით ის კვლავინდებურად ივარჯიშებს ძირითად გუნდთან ერთად როგორც ეს დღეს მოხდა. მის პოზიციაზე პადოინსაც ვცდიდი, მაგრამ მარკიზიო იმდენად ფანტასტიურ ფორმაში იმყოფება და იმდენად პროგრესირებს თამაშიდან თამაშამდე, რომ ეს პოზიცია ფაქტობრივად არ ბადებს ეჭვებს”.

” ვიდალს ეხლა თამაში და ვარჯიში ერთდროულად უწევს. გასულ შეხვედრაში მან დამანახა, რომ შეუძლია ბრძოლა 1-იდან 75 წუთამდე. ეხლა აუცილებელია შევარჩიოთ სწორი ბალანსი წვრთნასა და თამაშს შორის. ყველაზე მთავარი მაინც გახლავთ ის ფაქტი, რომ ჩილელი აღარ გრძნობს ტკივილს და ეს კი მერწმუნეთ მისთვის სასიხარულო ამბავია”.

” როდის გამოჩნდება მოედანზე ლორენტე, მორატა, ტევესის ტრიო? ეს ალბათ მაშინ როდესაც საქველმოქმედო შოუ მატჩში მივიღებთ მონაწილეობას. პირადად მე ნაკლებად ვარ შოუ-ს მოყვარული. არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდში კიდევ კომანი და ჯიოვინკო გვყვანან. არასწორია ფიქრი თითქოს გამარჯვებას განაპირობებს თავდამსხმელების რაოდენობა მოედანზე. მერწმუნეთ ეს არ მუშაობს ასე”.

” რატომ ვტოვებ მოედანს მსაჯის სასტვენისთანავე? მსურს ფეხბურთელებმა დამსახურებული ოვაციები მიიღონ გულშემატკივრებისგან და რაც ამ დროს შემიძლია არის მოედნის რაც შეიძლება მალე დატოვება, რომ ხელი არ შევუშალო ზეიმს. ასეთი ხასიათი მაქვს და მომავალშიც ანალოგიურად მოვიქცევი”.

 

პრესსკონფერენციის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელმა მასმედიის წარმომადგენლებს საკუთარი გუნდის განაცხადი წარუდგინა ბერგამოელთა წინააღმდეგ, რომლის ხილვა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ — დააკლიკე

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi
9 years ago

alegri ilandzgeboda sezonis dasawyisshi aq maxsovs… milani tu dazira aman…. sastavic shesaferisi yavda.. gaeqca fexburtelebi.. ibra saxit naxevari gundi iyo :) ras erchit sheatamasha mgoni gundi da shedegic aris startisvis. dznelia moitxovo me-4 skydeto padriad. magram araa gamoricxuli. ubralod evropashi gamochdes juve.. egaa mtavari da daibrunos dzveli saxeli

bessius
9 years ago

არადა შარშან ამ დროს რა ამბავში ყავდა აქ სასტავს მარკიზიო :D :D დაჟე აგდებდნენ გუნდიდან :wow: როგორც შარშან ვამბობდი მეორე წრიდან მოუმატებსტქო ეხლაც ვიტყვი რომ კარგა ხანს იქნება ესეთ კარგ ფორმაში. 3 ფორვარდის რავთქვა მარა, პოგბა, მარკიზიო, პირლო, ვიდალი მანახე ერთად ალეგრი. კონტემ არ მაღირსა. მაგრად მაინტერესებს რეებს ჩაიდენენ :) :juvee:

irakli28
9 years ago

ამან ევრა აღარ დამანახოს სატსავში და მეტი არ მინდა არაფერი, ლეგენდას არ აძლევს მარკიზიო შანსს თორე ვერ ნახეთ რა ასისტი გააძრო ეგრევე ჩეზენასთან?? :lool: :lool: :lool: ეგეთი უნდა გყავდეს მაინც რა

avto talakvadze
9 years ago

ara zma chem televizorshic esea….cota imed gacruebuli viyavi tavidan alegrize magram exla azri shemecvala cota….sworsd atamashebs gunds..ai markizio tevesit gaognebuli var sagol amat exla kide veraa 100% mzad mefe arturi formasi ai ro iqneba mzad mere naxe gundi viqnebit moratasi mjera kide..ai ligas rac sheexeba vfiqrob rom sheileba tamashi araa iseti sxvaoba gundebs shoris ro vonmem gadagviaros da advilad mogvigos vgulisxmob am gundebs(reali-bavaria-barsa-chelsi)atletikoshi ar wavagebt kide…merved finalshi mgonia ro shalke vxdebit

Di Francesco # 1
9 years ago

არ თამაშობს პადოინი ცუდად, ყველა თამაშში ბოლო 5-10 წუთი შემოდის და მის საქმეს აკეთებს, სულ რო სასტავში იყოს მაშინ შეიძლება ცუდად ითამაშოს
მეასეჯერ ვწერ უკვე რო გუნდში საჭიროა სასტავის ხალხიც და ზამენის ხალხიც, პადოინი არი განწირული ზამენისთვის და თვითონაც იცის, და ამ პირობებს პადოინზე უკეთესი არ დათანხმდება
აქ ზოგი ნაინგოლანს ელოდა და ნაინგოლანი თვეში ერთხელ ბოლო 5 წუთისთვის გინდოდათ?

giorgi
9 years ago

padoinze getanxmebi

Giorgi kasrashvili
9 years ago

madloba markizio rom saucxood shecvale pirlo tore xom xedav alegrim p a d o i n i s mosinjvas vapirebdi pirlos poziciazeo…

bijo chem televizorshi tamashobs padoini cudad tu kai fexburtelia????

gadavirie kaci padpini camoranesi gamixades ra

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x