ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” ასეთ რომასთან წარმატების განმეორება რთულია ”

ბიანკონერის 36 წლის მეკარეს მიაჩნია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მის გუნდს ბოლო ტურამდე კონკურენციას დედაქალაქური რომა გაუწევს:” რთული იქნება გასული სეზონის შედეგის გამეორება ასეთ რომასთან. ჯალოროსისთან დაპირისპირება უკვე მეორე წელია გრძელდება და ვფიქრობ მათ დაიმსახურეს სატურნირო ცხრილში ის პოზიცია, რომელზედაც იმყოფებიან. დარწმუნებული ვარ დედაქალაქელები ჩემპიონობისთვის ბოლო წამამდე იბრძოლებენ, მათ ამისათვის ყველა წინაპირობა შეიქმნეს: ჰყავთ გამოცდილი სპეციალისტი, ძლიერი ფეხბურთელები და ფსიქოლოგია, რომელიც გამარჯვებების შემდეგ უყალიბდებათ ფეხბურთელებს. ვფიქრობ, ასეთი ეპიზოდები ჩემპიონატს უფრო დაძაბულს ხდიან”…

” კონტეს და ალეგრის გუნდის შედარება? ვფიქრობ, ყველა ის უფლება გამაჩნია ამ უხერხული კითხვისგან თავი რომ ავირიდო. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ კონტეს იუვენტუსი განუმეორებელი იყო და იმედი მაქვს ალეგრისთანაც საუკეთესო კუთხით განვითარდება მოვლენები. ორი აზრი არაა რომ სწორ გზაზე ვიმყოფებით “.

” რაც შეეხება ალეგრის მან უკვე მოასწრო გამოცდილების დაგროვება ძლიერ გუნდებში მუშაობისას. წარმატებულად გაუძლო მასმედიის მხრიდან ზეწოლას და დადო ის შედეგი რაც გარანტიებს იძლევა. ჩვენ პროფესიონალები ვართ და კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რასაც შავ თეთრი მაისური გვაკისრებს “.

კითხვაზე გრძნობენ თუ არა ფეხბურთელები დღეისათვის უფრო მშვიდად თავს ჯიჯი შემდეგს პასუხობს : ” საქმე სიმშვიდეში არ არის. უბრალოდ გვსურს მივაღწიოთ წარმატებას. რაც არ უნდა იყოს სწორედ გამარჯვებაა მთავარი სტიმული “.

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x