ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” ალეგრი ჩვენთვის იდეალური მწვრთნელია “

ფერნანდო ლორენტემ მასიმილიანო ალეგრი იდეალურ თავკაცად დაასახელა, რომელიც ანტონიო კონტეს შემდგომ შეიძლებოდა მოსულიყო. თავდაპირველად კონტეს მოულოდნელ გადადგომას და მის ნაცვლად მილანის ექს თავკაცის დანიშვნამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გულშემატკივრებში, თუმცა საწყისი ტურების შემდგომ ალეგრის მიმართ აგრესიამ იკლო: ” მასთან ერთად კვლავინდებურად მუხლჩაუხრელად ვაგრძელებთ მუშაობას. იგი არის ბრწყინვალე სპეციალისტი და ამავე დროს არაჩვეულებრივი პიროვნება. კონტესგან განსხვავებით მაქსი ხშირად ესაუბრება ფეხბურთელებს. ერთი სიტყვით მიმაჩნია, რომ იგი ჩვენი კლუბისთვის იდეალური მწვრთნელია. ბუნებრივია ყოველთვის რთულია ისეთი თავკაცის შეცვლა როგორიც კონტეა, რომელმაც იტალიის მაშტაბით ფაქტიურად ყველაფერი მოიგო სამი წლის მანძილზე. თუმცა, მიმაჩნია რომ ეტაპობრივად იმაზე მეტად ძლიერი გუნდი გავხდებით ვიდრე შარშან. ვფიქრობ, მთავარი კონკურენტი სერია ა-ში არის რომა, რომელიც გარდა იმისა რომ ბრწყინვალედ ასპარეზობს ზაფხულში გამორჩეული ფეხბურთელებით გაძლიერდა. მათი დამარცხება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არავისი არ გვეშინია და ჯერ კიდევ მოწყურებულნი ვართ გამარჯვებებს”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
შოთა ცინაძე

:juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x