ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა პოგბაზე, მანჩესტერზე და იუვენტუსსზე …

საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა ბრიტანელ ჟურნალისტებს ბიანკონერის მარცხენა მცველმა პატრის ევრამ. ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერში გატარებულ პერიოდს, პოლ პოგბას და მისი ამჟამინდელი კლუბის მიზნებს შეეხო: ” იცით, პოლი ჩემთვის როგორც შვილი ისე არის. ერთ დღეს ფერგიუსონმა დამიბარა თავისთან და მთხოვა პოგბასთან შინ მივსულიყავი. საუბრის თემა ბუნებრივია უნდა ყოფილიყო მისი დარჩენა მანჩესტერში. შოტლანდიელმა კარგად იცოდა თუ რა გაქანების და მაშტაბის ფეხბურთელი იყო იგი და ამიტომაც სურდა მისი დატოვება ოლდ ტრაფორდზე, თუმცა ყველაფრის გაკონტროლებას ადამიანი ვერ შესძლებს. პოგბას ღამეები არ ეძინა, იგი უზომოდ განიცდიდა შექმნილ სიტუაციას, მაგრამ ამავე დროს ესმოდა რომ რეალურად შეეძლო ვეირაზე დიდი მოთამაშეც გამხდარიყო და ამიტომ მან პერსონალური გადაწყვეტილება მიიღო”.

” გლეიზერების ოჯახი? პრესაში ათასი სისულელე იწერება, ხოლო რეალურად ამ ოჯახს უდიდესი პატივისცემა აქვს კლუბის და მისი ისტორიის მიმართ. გასული სეზონი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო და ყველანაირად შევდივარ მოიესის მდგომარეობაში, თუმცა გამოუცდელი გიგზის დანიშვნაც კი უფრო ნაყოფიერი გამოდგა მანჩესტერისთვის იმ დროს. დღეისათვის მათ რიგებში არა ერთი დიდი ფეხბურთელი ირიცხება, მაგრამ საქმეს მხოლოდ ეს არ უშველის. ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გაიღონ საკუთარი კლუბისთვის და ეს სწორედ ეს ვიგრძენი კიდევ ერთხელ როდესაც “იუვენტუსში” გადმოვედი”.

” ჩემპიონთა ლიგა? წარსულით ნამდვილად არ ვცხოვრობ. დღევანდელი დღისთვის აქ ვარ და რეალურად ვუყურებ თუ რაოდენ ძლიერია კლუბი. ამიტომ რატომაც არა? იუვე იმ გუნდთა რიცხვშია რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. ფეხბურთი ზოგადად უნიკალური სპორტია. როდესაც განვლილ კარიერას გადახედავ და იქ ოთხ ნათამაშებ ფინალს უყურებ, სხვადასხვა ემოცია გეუფლება”.

 

წყარო: Football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x