ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტას გეგმა : ტევესი 2018 წლამდე !

დღევანდელი გადმოსახედიდან ერთადერთს ვისაც შეუძლია კარლიტოს ტევესის ფეერიული ასპარეზობის შეჩერება გახლავთ არც მეტი არც ნაკლები ჯუზეპე მაროტა. დიახ, იგი შესაძლოა არ არის მადრიდის ატლეტიკოს მცველთა რიცხვში, მაგრამ გააჩნია სხვა მეტად საკვანძო პლიუსები. საქმე იმაშია, რომ არგენტინელის შედეგიანი ასპარეზობა ევროპულ კლუბებს უყურადღებოდა არ დარჩენიათ. ამ ეტაპზე ფორვარდის კონტრაქტი ტურინელებთან ძალაში არის 2016 წლის ივნისამდე. ჯუზეპე მაროტას სურს ხელშეკრულება 2018 წლამდე გაახანგრძლივოს და ამისთვის მოლაპარაკებების დაჩქარების იმედი აქვს. არსებობს ერთი ნიუანსი. კარლოს არა ერთხელ დაუფიქსირებია სურვილი, რომ კარიერის ბოკაში დასრულება უნდა რაზეც არც არგენტინული კლუბია უარზე. სწორად აქ დაიწყო პროფესიონალური კარიერა ტევესმა. მაროტას იმედი აქვს, რომ შესძლებს მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით ამ სურვილის გადავადებას და სამხრეთ ამერიკელი ფორვარდის შენარჩუნებას, რომელიც ამ ეტაპზე არის 30 წლის და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს მეორე ახალგაზრდობას განიცდის.

წყარო: TuttoSport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x