“ატალანტა” 0-3 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებებს ბერგამოში ადგილობრივ “ატალანტა”-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ალეგრის შეგირდებმა ანგარიშით 3-0 მოიგეს კარლიტოს ტევესის და ალვარო მორატას გოლების წყალობით.
ბუფონი – 8 – დაიღალა უსაქმურობით და გახდა კომიქსების მთავარი გმირი მოიგერია რა დენისის მიერ შესრულებული პენალტი. სპორტულმა ბრაზმა კი რომელიც მისგან წამოვიდა შემდგომ კონტრ იერიშზე გოლი გამოიწვია მეტოქის კარში. სხვა მხრივ იყო ბაზელის და ესტიგარიბიას შორეული გასროლები, თუმცა ჯიჯი ნუმერო უნოა. სხვათაშორის უკანასკნელი პენალტი მან გასულ სეზონში მარტის თვეში ჯენოას წინააღმდეგ მოიგერია.
ოგბონა – 6.5 – სრულად გაიარა ადაპტირება მარჯვენა მცველის პოზიციასთან და საკმაოდ ხარისხიან თამაშს აჩვენებს. ოგბონას აღარ აწუხებს ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაბამისად იგი უშეცდომოა საკუთარ მანევრირებებში.
ბონუჩი – 6.5 – გარკვეული შეჯახებები დენისთან და ბოაჩისთან, მაგრამ საერთო ჯამში ინარჩუნებს საკუთარი გუნდის დაცვის მაღალ ხაზს.
კიელინი – 6 – ძირთად შემთხვევაში კეტავს დენის, თუმცა პენალტის ეპიზოდისას აგვიანებს. სხვა მხრივ კი მისი ხილვისთვის იტალიელი კარაბინიერები უნდა გამოგეძახებინათ.
ლიხტშტაინერი – 7 – დაცვაში ჟანგბადის გარეშე ტოვებს გომეს, ხოლო შეტევაში პერიოდულად აცოცხლებდა მარჯვენა ფლანგს. აკეთებს საგოლე გადაცემას ტევესზე.
ვიდალი – 6 – ჯერ კიდევ არ არის ის ვიდალი. ეს იმაზეც კი არის თვალშისაცემი, როდესაც მეორე ტაიმში მოედანზე სკუდეტოს ფორმის გარეშე გამოვიდა ( აქ იგულისხმება სკუდეტოს ემბლემა ). ჩეზენასთან დუბლი უბრალოდ ტკბილი ტყუილი გამოდგა.
პერეირა – 6.5 – 70 წუთიდან გამოჩნდა მოედანზე და საკუთარ აქტივში საგოლე გადაცემა მიითვალა ალვარო მორატაზე.
მარკიზიო – 7 – თავდაპირველად იყო გარკვეული ხარვეზი თავის ახალ პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა შემდგომ უკვე კონტროლის სადავეები არ გაუშვია ხელიდან, თუმცა უფრო სწორები რომ ვიყოთ ფეხებიდან.
პოგბა – 6.5 – ჩვეული ელეგანტურობის ნაცვლად ქარბორბალასავით გადაადგილდებოდა და ანგრევდა ყველაფერს რაც ხვდებოდა. თუმცა, საკუთარი წვლილი მაინც შეაქვს გუნდის გამარჯვებაში.
ევრა – 6 – ისე რა. საკუთარ ფლანგს ასე თუ ისე აკონტროლებდა, ხოლო პენალტის ეპიზოდში მანაც დაკარგა პოზიცია.
ლორენტე – 6.5 – შესაძლოა ბურთი არ გააქვს, მაგრამ უზომოდ დიდ სამუშაოს აკეთებს საკუთარი გუნდისთვის. იგებს ბურთს, აკეთებს გადაცემებს მაშინ როდესაც თავად ზურგით დგას მეტოქის კართან. ასევე იგებს პოზიციებს და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაში ლიხტშტაინერმა გამოიყენა და საგოლე გადაცემაც გაუკეთა კარლიტოს.
მორატა – 7 – პირველი ტურინული ბურთი. გააქვს თავდამსხმელის შესაფერისი ეფექტური გოლი.
ტევესი – 8 – დაქირავებული ქილერი. კარლიტოსი დეტექტივების ლეგენდარულ პერსონაჟს ემსგავსება : ხუთი მატჩი და ექვსი გატანილი გოლი.
კომანი – შეფასების გარეშე – 86 წუთიდან.
ალეგრი – 7.
წყარო: La Stampa
იუვენტუსის თამაშის ყურება შეგიძლიათ ამ ლინკზე: დააჭირე ასევე სხვა თამაშებიცაა წარმატება გუნდს
კარლიტოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო