ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკი : ” რჩევა ტურინს? შეუტიეთ და თქვენ აუცილებლად მოიგებთ “

არიგო საკის მიაჩნია, რომ ტურინის “იუვენტუსი” დადებით შედეგს იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ალეგრის კრებული შეტევას შეტევაზე მიიტანს მადრიდელთა კართან : ” ტაქტიკურად მსურს დაგარწმუნოთ, რომ მადრიდიელებს წუნი ნაკლებად აქვთ. მათ რიგებში საკმაო ფეხბურთელების რაოდენობა ირიცხება, რომელთაც ძალუძთ თავისუფალი ზონების დახურვა. შეხედეთ მათ მიერ ჩატარებულ მეორე ნახევრებს, ესპანელები მას თითქმის ყოველთვის ერთი თავით უკეთ ატარებენ მეტოქეზე რაც ნიშნავს ერთს – გუნდი კარგად არის ორგანიზებული. ეს ყოველივე მაშინ როდესაც მადრიდმა წამყვანი ფორვარდი დიეგო კოშტა ჩელსიში გაუშვა. მოთამაშე რომელსაც მომენტის მოტანა თავად შეუძლია არაფრისგან. მანჯუკიჩი სხვა ტიპის ფორვარდია, რომელიც დამაგვირგვინებელ ფაზაშია კარგი. ასე რომ დიეგო სიმეონეს მაინც მოუწევს სწორი ბალანსის პოვნა კოშტას გასხვისების შემდეგ “.

მილანის ექს თავკაცს, ბიანკონერის შანსებზეც ჰკითხეს :

” რაშიც უდაოდ აღემატება ატლეტიკოს იუვე არის ინდივიდუალიზმი. ამაში ეჭვის შეტანა საქმის უცოდინარობაა და მეტი არაფერი. სიმეონემ ისეთი მოთამაშეები დაკარგა, როგორებიც არიან კურტუა, კოშტა და ფილიპე ლუისია. ტურინელებმა კი პირიქით ყველა ლიდერი შეინარჩუნეს და პლიუს პერეირაც დაიმატეს, რომელიც საკმაოდ კარგი ყმაწვილი ჩანს. რჩევა ალეგრისთვის? თუ მათ გამარჯვების მოპოვება სურთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეუტიონ და რაც შეიძლება მასირებულად. ასპარეზობა სერია ა-ში და ასპარეზობა ლიგაზე სულ სხვა მცნებაა. თუ შენ სამი მცველით თამაშობ სამი ფორვარდის წინააღმდეგ ეს კარგია, მაგრამ თუ მათ უკან კიდევ ერთია, მაშინ რიცხობრივ უმცირესობაში რჩები. ატალანტასთან შეხვედრაში შევამჩნიე, რომ ტურინული მანქანა იზრდება და უფრო აგრესიული ხდება. ეს ბრწყინვალე შეტყობინებაა მადრიდში გასამართ მატჩამდე ” .

 

წყარო:  Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

შეტევაააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!! :italy: :italy: :italy: :achuu: :achuu: :achuu: :achuu: :forza: :forza: :achuu: :achuu: :achuu: :juventus: :juventus: :achuu: :achuu: :bicho:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x