ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” ფავორიტი ატლეტიკოა ”

ბიანკონერის ექს კაპიტანს და ცოცხალ ლეგენდას მიაჩნია, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში ატლეტიკოსა და იუვენტუსს შორის ფავორიტი სწორედ ესპანელები არიან. ტურინელები ევროპაში შელახული რეპუტაციის აღდგენას ვინსეტე კალდერონზე დაგეგმილ შეხვედრაში შეეცდებიან ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტთან : “ ორი აზრი არაა, რომ ხვალ დიდი დაპირისპირება გველის. ატლეტიკო დღეისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ობიექტურად მიმაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან ამ საღამოს ფავორიტები. თუმცა, განმეორებით შეხვედრაში იუვე არენაზე ყველაფერია შესაძლებელი. სიმეონე უდაოდ ჭკვიანი სპეციალისტია, რომელსაც არ აკლია მოტივაცია საკუთარ თავთანაც და ასევე შეუძლია ეს საჭირო ენერგია გუნდსაც გადასცეს “.

” ცალკეული პერსონები? არ მსურს რომელიმე მათგანის გამოყოფა, თუმცა კოკეს ასპარეზობით აღფრთოვანებული ვარ და რაც შეეხება ჩემს თანამემამულე ჩერჩის იგი უკვე იმ კონდიციებში იმყოფება, როდესაც შეგიძლია ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი სიტყვის თქმა. მაქვს აქვს კარგი საწყისი სისწრაფე და შეუძლია ერთი-ერთზე თავისუფლად ასპარეზობა “.

დელ პიერომ ასევე ტურინში მომხდარ სამწრთნელო ცვლილებებზეც ისაუბრა …

” ფაქტია, რომ მექანიზმი აწყობილია და ალეგრიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც არ შეცვალა ძირეულად გუნდის სათამაშო სქემა. უდაოა, რომ კონტემ დიდი სამუშაო გასწია და დამსახურებულად მოიპოვა სამივე სკუდეტო. შეუძლია თუ არა გუნდს ლიგის თასის მოპოვება? იცით ეს უბრალოდ დროის საკითხია. ფეხბურთელებმა უნდა დაუმტკიცონ ყველას, რომ გაიზარდნენ და მზად არიან დიდი გამოწვევებისთვის. ერთია ლიდერობა იტალიაში და მეორეა ევროპაში, სადაც არ არსებობს აუტსაიდერი “.

” ლორენტე და მორატა? ნანდო საკუთარი ფიზიკური გაბარიტებით და საფეხბურთო მახასიათებლებით ნამდვილად მაოცებს. მერწმუნეთ არ არის ადვილი პრიმერადან იტალიაში გადმობარგება და ასეთ მოკლე დროში კალჩოს ფეხბურთთან შეწყობა. იგი დღევანდელი იუვესთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა . მორატაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან რათა განსაჯო უნდა ნახო მისი რამდენიმე შეხვედრა. ვიცი უბრალოდ რომ ახალგაზრდა ტალანტია, რომელსაც არ ეძლეოდა მადრიდში თავის გამოჩენის საშუალება და ვფიქრობ ” იუვენტუსი ” ზუსტად ის ადგილია სადაც ყველა თავის საუკეთესო თვისებას გამოამჟღავნებს ” .

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x