ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიმეონე : ” აღფრთოვანებული ვარ “იუვენტუსი”-თ “

დიეგო სიმეონემ ბიანკონერისთან დაპირისპირება ფინალის ტოლფას შეხვედრად შეაფასა და საკუთარი პატივისცემა გამოხატა ალეგრის გუნდის მიმართ. დღეს, ვისენტე კალდერონზე ატლეტიკო ბიანკონერის უმასპინძლებს და შეეცდება პირველი ტურის შემდეგ როდესაც ესპანური გუნდი ოლიმპიაკოსთან დამარცხდა, რეპუტაციის აღდგენას : ” ტურინელებთან მატჩი არის ფინალი, ისევე როგორც ყოველი მომდევნო. კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს და ძალზედ გამიჭირდება არჩევანის გაკეთება. სხვადასხვა ტიპის მატჩები გველის და შესაბამისად ისეთ ფეხბურთელთა კრებულს ავირჩევ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ჩემი აზრით მეტ სარგებელს მოგვიტანს. ტურინელები ყოველთვის ფეერიულად ასპარეზობენ და მათთვის ქულების ართმევა საკმაოდ რთული საკითხია. საკუთარი თამაშის უმაღლესი მწვერვალი უნდა ვაჩვენოთ სამი ქულის მოსაპოვებლად. უკანასკნელ სამწვრთნელი სესიაზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდები შემადგენლობასთან დაკავშირებით “.

” იუვეს შეხვედრას უდიდესი პატივისცემით ვხვდებით, რადგან კარგად ვიცი თუ რაოდენ დიდი სამუშაო გასწია გუნდმა და რა წარმატებებს მიაღწია ბოლო პერიოდში. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია და აპლოდისმენტებს იმსახურებს. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ მათ მიმართ უდიდეს პატივსცემას და აღფრთოვანებას გამოვხატავ. ნაკლებად მგონია, რომ ალეგრიმ კონტრშეტევებზე ააგოს თამაში. შეეცდებიან თავისუფალი ზონების გამოყენებას და ბურთის საკუთარი კონტროლის ქვეშ რაც შეიძლება სწრაფად ჩაგდებას. მართალია ტევესი და ლორენტე ნომინალურად წინა ხაზში ასპარეზობენ, თუმცა უფრო მეტ დროს მაინც ნახევარდაცვის ხაზის სიახლოვეს ატარებენ. იუვე მაქსიმალურად ეცდება ლამაზი თამაშის დემონსტრირებას “.

უარყო რა ალესიო ჩერჩის შესახებ დასმული კითხვა, სიმეონემ თავის თანამემამულე ტევესზე განაგრძო საუბარი :

” კარგად ვიცით რაოდენ დიდი ფეხბურთელია ტევესი და როგორ მსუბუქად, პროდუქტიულად გადაადგილდება ზონებს შორის საკუთარი შანსის ძიებაში. მისი შეჩერების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა მივცეთ ფიქრის და ბურთის მიღების საშუალება “.

დიეგო გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის შემდგომ გასულ ტურში დაუბრუნდა სამწვრთნელო სკამს :

” ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი იყო გუნდის კარგი ასპარეზობა სევილიელთა წინააღმდეგ. შევძელით კარგად დაგვეცვა თავი და აგრესიულად შეგვეტია, რამაც მოგვიტანა შედეგი. ჩემი ყოფნა მოედნის სიახლოვეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია და მეტი არაფერი. ყველაზე მთავარი ყოველდღიურ პროცესში ხორციელდება ” .

 

წყარო:  Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
iuve93
10 years ago

mevaseba es kaci magari trineria

10 years ago

იუვენტუსის თამაშის ყურება შეგიძლიათ ამ ლინკზე: დააჭირე ასევე სხვა თამაშებიცაა წარმატება გუნდს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x