ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” მსურს კარი მშრალად შევინახო “

ჯანლუიჯი ბუფონის განცხადებით “ატლეტიკო” უკვე აღარ არის სიურპრიზი გუნდი და იმედი აქვს კარს ისევ მშრალად შეინახავს : ” დამაინტრიგებელი მატჩია, რომლის მონაწილეებს უდიდესი ისტორია აქვთ. ოთხი-ხუთი წლის უკან, რომ ჩატარებულიყო ეს შეხვედრა შეგვეძლო იმის თქმა, რომ ეს არის სიურპრიზი გუნდი, მაგრამ ეხლა უკვე სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. ორჯერ მოიპოვეს ევროპა ლიგის თასი, იმარჯვეს პრიმერაში და გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მათ კარგად აქვთ გააზრებული საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და ფლობენ ინტერნაციონალურ მაშტაბებს. ეხლა უკვე მათგან ყველა შთამბეჭდავ ასპარეზობას და შედეგებს ელიან, რაც გასულ სეზონებში მიუღწეველი იყო. რაც შეეხება ჩემს გუნდს, გვსურს ევროპაში დავბრუნდეთ იქ სადაც შევჩერდით, ანუ 1/4 ფინალში მიუნჰენის ბაიერნთან. ჩემის აზრით უმჯობესია ასეთი მიზნით გადიოდე მოედანზე “.

ჟურნალისტებმა ბუფონს პოლ პოგბას თაობაზე დაეკითხნენ, რომელიც ზღვარზეა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან:

” ჩვენ ვსაუბრობთ გამორჩეულ ტალანტზე, რომელიც თუ შეძლებს და შეინარჩუნებს ფოკუს , მენტალიტეტს რომლითაც ერთობა მოედანზე საუკეთესო კუთხით, მაშინ პოგბა აუცილებლად შევა ფრანგული ფეხბურთის 2-3 გამორჩეულ მოთამაშეთა შორის ” .

ტურინელთა შემადგენლობაში ესპანელი ფეხბურთელების მატება შეინიშნება. ლორენტემ უკვე დაიმკვიდრა იუვეს რიგებში თავი, როდესაც ალვარო მორატამ გასულ კვირას პირველი ბურთით გამოიჩინა უკვე თავი:

” მორატა მოსვლის დღიდან პრობლემებს შეეჯახა, როდესაც ტრავმა მიიღო. თუმცა იგი შეეგუა სიტუაციას და მოთმინებით დაიწყო მუშაობა. დღეისათვის ესპანელი მუხლჩაუხრელად შრომობს რადგან მწვრთნელის ნდობა გაამართლოს. იგი სწავლობს და ცდილობს გაიგოს იუვეს თითოეული ტაქტიკური მანევრის კონცეფცია. ტალანტის შესახებ არ მსურს დავიხარჯო, რადგან ეს ისედაც ყველამ იცის. ლორენტე კი უდაოდ იმ მცირე ფეხბურთელთა რიცხვშია, რომლის ხილვა გამახარებდა გუნდში, როგორც ფეხბურთელის და როგორც პიროვნული კუთხით. გუნდის მხრიდან ის ყოველთვის არის დაფასებული, საკუთარი საქცილის გამოც. მოხარული ვიქნებოდი მუნდიალზე, რომ ყოფილიყო მაგრამ ესპანეთის ნაკრებს იმდენი კარგი ფორვარდი ჰყავს, რომ შეუძლიათ ასეთ ვარიატნზე უარი განაცხადონ “.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
შოთა ცინაძე

ეგრეც იქნებაა ჯიჯი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

1
0
Would love your thoughts, please comment.x