ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გოდინი : ” ერთადერთი ვინც უნდა ნერვიულობდეს ბუფონია ”

დიეგო გოდინმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ატლეტიკოს არ ეშინია იუვენტუსის და ერთადერთი ვინც მართლა უნდა ნერვიულობდეს არის ჯანლუიჯი ბუფონი : ” გვეშინია თუ არა მათი? ვინც რეალურად უნდა ფრთხილობდეს არის ბუფონი ( იცინის ფეხბურთელი ) . მე უკანასკნელი ვიყავი ვინც მას ბურთი გავუტანე ( მსოფლიო ჩემპიონატი ). ვეთანხმები მწვრთნელის განცხადების, ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასი მატჩია ისევე როგორც ყოველი მომდევნო ქვე ჯგუფში. თავს დავიცავთ ისე როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, მთელი გუნდით. მწვრთნელის ხილვა მინდორთან ახლოს უდიდესი პლიუსია, რადგან სიმეონეს ნიჭი აქვს ჩვენგან მაქსიმუმის გამოწურვის. კარგად ვიცნობთ იტალიელებს, რომელთაც ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ. მაგრამ მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავალთ, როგორც ყოველთვის “.

წყარო: Football-Italia

20 thoughts on “გოდინი : ” ერთადერთი ვინც უნდა ნერვიულობდეს ბუფონია ”

  1. გუშინ სანახაობრივი თამაში იყო .. დღეს ალბათ ძალიან ხისტი დაპირისპირება იქნება … მით უფრო ატლეტიკოც აშკარად ძალისმიერი გუნდია … ორივეს ერთი სტილიუ აქვს – იუვეც და ატლეტიკოც ყოველთვის პრესინგით და საშინელი დაწოლით ტეხავენ მეტოქეს …. ატლეტიკოს ესპანეთის პრიმერაში 1994 წლიდან ვქომაგობ კიკო ნარვაესი რო ჰყავდათ, მაგრამ იმედია დღეს არ წაუვათ თამაში …. 0-2 სასიამოვნო ანგარიში იქნება

  2. ნახევარდაცვამ უნდა მოიგოს ეს თამაში, მარკიზიო ვიდალი და პოგბა. ამათზე არის დაახლოებით 60% თამაში დამოკიდებული. ამ სირბანჯოლა გოდინს რაც დაემართება დღეს მაგას ვნახავთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.