ლორენტე : ” შედეგი მალე გაუმჯობესდება ”
ნამდვილად იბრძოდა … იბრძოდა არა ერთის არამედ რამდენიმე მადრიდელის წინააღმდეგ, მაგრამ მისი შესრულებით არცერთი კარში დარტყმაც კი არ ყოფილა. სამწუხაროდ წლევანდელი სეზონი ლორენტესთვის არცთუ ისე კარგად დაიწყო გატანილი გოლების თვალსაზრისით. თუმცა, ბასკი ფორვარდი იმედიანად არის ამ მხრივ განწყობილი : “ დიახ, ამ მხრივ გარკვეული დისკომფორტი ნამდვილად არის, თუმცა როდესაც მოედანზე გავდივარ თითოეულ წამს საკუთარ გუნდს ვუთმობ და მაქსიმალურად ვცდილობ პარტნიორებს სარგებელი მოვუტანო. რაც შეეხება გატანილ გოლებს მერწმუნეთ ეს ხარვეზი მალე გამოსწორდება. უშუალოდ შეხვედრაზე კი ძნელია რაიმეს დამატება. უდაოდ დამწუხრებულნი ვართ დაფიქსირებული შედეგით, რადგან შინ 0 ქულით მივემგზავრებით. საბედნიეროდ ჯგუფში ისეთი სიტუაცია სუფევს, როდესაც ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ყველა ღონეს ვიხმართ სიტუაციის დაუყონებლივ გამოსასწორებლად ” .
წყარო: tuttosport
საუკეთესო ცენტრალური მცველი ტურინის “იუვენტუსის” ჯორჯო კიელინია. გასაკვირი არაფერია – “ბებერმა ქალბატონმა” 5-დან 5 მატჩი ისე მოიგო, ჯერ ერთი გოლიც კი არ გაუშვია. მართალია, კიელინიმ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, მაგრამ ამ თამაშებში დიდებულად გაისარჯა. სამეულში მხოლოდ ისეთი მცველები მოხვდნენ, რომელთა გუნდებს ჯერ გოლი არ გაუშვიათ: “ბარსელონას” ფრანგი ახალწვეული ჟერემი მატიო სარგებლიანობის 83,1%-ით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეზე კიელინის თანაგუნდელი ანჯელო ოგბონა – 82,6. ათეულში “იუვენტუსს” სამი წარმომადგენელი ჰყავს, რაც ასევე სავსებით ლოგიკურია. ტოპ-10 ცენტრალური მცველი 1. კიელინი იუვენტუსი 100 2. მატიო ბარსელონა 83,1 3. ოგბონა იუვენტუსი 82,6 4. ბოატენგი ბაიერნი 82,2 5. დანტე ბაიერნი 67,0 6. მარკინიოსი პსჟ 58,0 7. კოშელნი… Read more »
arseni
მცირე ტრამვა მიუღია ვარჯიშზე
მორატა რომასთან უნდა ათამაშოს უეჭველი
მორატამ ახლა მიიღო ტრამვა როცა სასტავში უნდა ყოფილიყო, კვალი მაინც არ გაეყეიდათ
მაიცა …კიდევ მიიღო .?
მორატამ რამდენიმე წუთში დაგვანახა რომ ძალიან აგრესიული შემტევია და ძირითადში თუ არ დააყენებს ჯერჯერობით 30 წუთი მაინც მისცეს სათამაშო დრო .. ასევე ჯოვინკოს
თუ ლორენტეს თამაში უნდათ 2 თავდასხმელით არ უნდა ითამაშონ უნდა ითამაშონ 3 ით
…იუვეს ახალგაზრდული სისტემაა შესაცვლელი…ნახეთ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ თამაშობენ თაობა საიდან წამოვა2 მეტრიანი ფორვარდი გყავდეს და ფლანგიდან ბურთს არ აწვდიდე საერთოდ, არ შეიძლება ეგრე. თან ამას ისიც დაამატეთ რომ არცერთმა ფეხბურთელმა რომელსაც ფლანგზე თამაში უწევს, ნორმალურად მაღალი კი არა დაბალი პასის გაკეთება არ იცის. არ იყენებს ალეგრი გუნდის პოტენციალს სწორად და ეგაა მთავარი პრობლემა. რა არის ლორენტე მსუბუქი , ტექნიკური ფორვარდი და არაა მაგის საქმე სწრაფი და ზუსტი დრიბლინგის დემონსტრირება ყველა თამაშში.
როცა სკამზე მორატა და ჯოვინკო გყავს 60-65 წუთის შემდეგ უნდა შემოუშვა მოედანძე 90 წუთზე ჯოვინკოს შემოყვანას რა აზრი ქონდა დრო გავიდა უბრალოდ. ჩემი აზრით 60 წუთიდან უკვე უნდა დაიწყო შეცვლები თუ გუნდი ვერაფერს ახერხებს
კომენტარს რატო ვერ ვწერ?!
საშინელ ფორმაშია და პლიუს ყველა ამას დაეხვია თავზე მორატა რატო არ შემოიყვანა უფრო ადრე ტო მხოლოდ ეს შეცდომა დაუშვა ალეგრიმ.ტევესი შემეცოდა რა 1 თავდასხმელი ედგა გვერძე და ისიც აორთქლებული იყო მარტო რა უნდა ექნა თან ყველა თამაში ეს ხო ვერ შეაგდებს არა.ატლეტიკოს მაგრად ვუკონტროლეთ ბურთი პირლო რო ყოფილიყო წარმომიდგენია რა მოხდებოდა.დარწმუნებული ვარ იტალიაშიც ბურთს არ დავანახებთ კარში დარტყმებიც უამრავი გვექნება მაგრამ ან ძლივს შევაგდებთ გოლს ან 0 0 მორჩება.
და სკამი მოგიხდება შენ, საერთოდ არ ხარ ფორმაში
არაა ეს კაცი 3-5-2ში დასაყენებელი) ძაან ზანტია, ტევესს ნერვები მოეშალა ამის ფაფხურზე ერთ მომენტში :D აგრესიულად გაიქცა მერე მცველისთვის ბურთის ასართმევად) აგრესიულობა აკლია რა, ფუჩურივით იღებს ბურთს მანდრაჟშია ეგრევე. ვუჩინიჩი უკეთესად იჭერდა ბურთს