ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი : ” ვის ვგულშემატკივრობ? რა თქმა უნდა იუვეს ”

La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მირკო ვუჩინიჩმა ისაუბრა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაზე და მის ყოფილ კალჩოს კლუბებზე…

ლეჩე : ” ადრეულ წლებშივე მოვხვდი სხვა ქვეყანაში, რომლის ენაც კი არ ვიცოდი. ყველაფერი ლამაზი და ფანტასტიური იყო, რამაც ბუნებრივია დადებითად იმოქმედა. გარშემო ნამდვილად თბილი და ყურადღებიანი სიტუაცია იყო შექმნილი. ენასაც ერთ წელიწადში დავეუფლე. შემდგომ უკვე ინგლისურიც შევისწავლე და უკვე თავისუფლად შემიძლია აზრის გამოხატვა და გარკვეული საგნების ახსნა, რაც ბუნებრივია მახარებს. ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე შემიძლია ვთქვა, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ფეხბურთის დონეც ნორმალურია. გოლის გატანა კი დღეს ყველგან რთულია. სხვა მხრივ ისეთი სიტუაცია ტაქტიკურად არ არის როგორც იტალიაში, მაგრამ მთავარია რომ მე ვარ მშვენივრად. ქუჩაში გასვლისას ადამიანები ვერ გცნობენ და მათთან ერთად მშვიდად სეირნობ, ეს კიდევ ფანტასტიური გრძნობაა ” .

იტალია : ” როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი კალჩოში, იუვე, რომა და სხვა გრანდები ფანტასტიურ კონდიციებში და ფორმაში იმყოფებოდნენ და ბევრად წინ იყვნენ ვიდრე ეხლა. მაგრამ წლევანდელი სეზონისგან ველოდები ტურინსა და დედაქალაქს შორის სერიოზულ ბრძოლას. სკუდეტოს სწორედ ისინი გაითამაშებენ და ჩემპიონთა ლიგაში აუცილებლად გაივლიან ჯგუფურ ეტაპს. შესაძლოა ბანალური ფრაზა ვთქვა, მაგრამ მთავარია შემართება და გამარჯვებისკენ სწრაფვა ” .

იუვე ” და ” რომა ” : ” არ მკითხოთ ვის ვუგულშემატკივრებ … უკანასკნელი გუნდი ვის ღირსებასაც ვიცავდი იყო იუვე და დიახ, სწორედ მათ ვგულშემატკივრობ. რომას და იუვეს განსხვავებულად უჭერენ მხარს და ვიტყვი, რომ რომანისტები უფრო ცეცხლოვანები არიან ამ მხრივ. ტურინში უფრო მეტი სიმშვიდეა. არ მკითხოთ რატომ , მაგრამ ტურინში ცხოვრება უფრო დიდ სიმშვიდესთან არის ასოცირებული. კონტეს გარეშე გუნდი ბევრს კარგავს, რადგან მას განსხვავებული ხედვა და ქარიზმატულობა გააჩნდა. მიუხედავად ამისა ალეგრის ხელიც ეტაპობრივად ეტყობა უკვე კლუბს. რთულია ასეთი ავტორიტეტის მერე მიხვიდე და შედეგი აჩვენო, მაგრამ მაქს ეს კარგად გამოსდის ” .

რომა : ” დღევანდელი რომა მომწონს სხვათაშორის, რადგან მათი ხედვა ჩემსას ემთხვევა. დედაქალაქთან ფანტასტიური წუთები მაკავშირებს, მაგალითად ვაჟის შეძენა. გავიხსენებთ ასევე ლაციოს კარში გატანილ ბურთს. ტურინთან კი პირველი სკუდეტო, რომელიც ჩემი გატანილი ბურთის შემდეგ ოფიციალურად გავიფორმეთ ” .

ინტერი : ” ზუსტად რამდენიმე წუთით გავხდი მათი მოთამაშე და შემდგომ კვლავინდებურად იუვენტუსი. ნამდვილად არ ვნანობ რომ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მაშინ ” .

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
9 years ago

მირკოოო :love: :love: :love:

1
0
Would love your thoughts, please comment.x