ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” დაუყონებლივ გამოვასწორებთ შედეგს ”

ბიანკონერის ცენტრალური მცველის ჯორჯო კიელინის განცხადებით, გუნდი დაუყონებლივ მოახდენს რეაგირებას მადრიდში განცდილი მარცხის გამო და კვირას რომას წინააღმდეგ ტიფოზებს გამარჯვებას პირდება. იტალიელი მოთამაშის აზრით ოთხშაბათს ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად და უფრო უკეთაც კი დასრულებულიყო მისი კლუბისთვის, თუმცა განცდილი მარცხისგან ისინი სწორ დასკვნებს გამოიტანენ : ” ატლეტიკომ იასპარეზა ზუსტად ისე, როგორც ველოდით. ჩვენის მხრივ არ გვსურდა მათი ტაქტიკის მსხვერპლი გავმხდარიყავით და ავყოლოდით, რადგან მათ მოედანზე ეს სავალალო შედეგს მოგვიტანდა. ჩავკეტეთ მათი ფორვარდები და ვფირობ იმდენად საიმედოდ, რომ ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მიგვიცია, მომენტის შექმნაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გვიჭირდა ჩვენი საუკეთესო მოთამაშეებისთვის მისი მიწოდება, რადგან რთულად იძებნებოდა თავისუფალი ზონები მეტოქის კართან. 0-0 იქნებოდა უდაოდ ლოგიკური შედეგი იმ პირობებში, როცა ერთი გუნდი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა, ხოლო მეორე მისი დანგრევით იყო დაკავებული “ .

” საბოლოოდ რომ შეფასდეს შეხვედრა აღსანიშნავია, მიზერული ეპიზოდების მაქსიმალურად გამოყენება. მატჩის 90 წუთის მანძილზე ბრძოლა მიდიოდა თითოეული მილიმეტრისთვის. საკმაოდ მჭიდროდ და წესების დარღვევის ზღვარზე ხშირ შემთხვევაში. ლოგიკური 0-0 ისკენ მიდიოდა და უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, ასე რომ დასრულებულიყო. მაგრამ მათ გამოიყენეს ერთადერთი ნახევარ მომენტი. ჩვენ რეალური ხიფათი არც კი შეგვიქმნია, მაგრამ პირველ ნახევარში ეგეთი ნახევარ ეპიზოდი პოგბას რომ გაეტანა და მაქსუმიმი გამოგვეღო დღეს სხვა სიტუაცია იქნებოდა “.

30 წლის მცველს არ სურდა დიდხანს ამ საკითხზე გაჩერება და საუბარი რომასთან მოახლოებული დაპირისპირებაზე გადაიტანა…

” ჩვენი ძალა მდგომარეობას იმაში, რომ შეგვიძლია პროდუქტიულად გამოვიტანოთ ანალიზი დადებითი და უარყოფითი მხარეების, რომლებიც არსებობს ყოველი შეხვედრის შემდგომ. კვირის დაპირისპირება მნიშვნელოვანია, რადგან დღეისათვის იტალიის ორი საუკეთესო გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს ” .

ტოტიმ საკუთარი წლები გვერდით გადადო და ფანტასტიური ფორმის დემონსტრირებას ახდენს თითოეულ მატჩში და მათ შორის სიტის წინააღმდეგაც. თუმცა ჯორჯონეს მტკიცებით ჯალოროსის ფრანჩის გარდაც არა ერთი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავთ …

” მზად ვართ მათთან დაპირისპირებისთვის და ნუ გავიწყდებათ, რომ ტოტის გარდა დედაქალაქელებს ბევრი საინტერესო ფიგურა ჰყავთ. დიდ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ ” .

აპენინებზე ამ დაპირისპირებას საჩემპიონოდაც კი მიიჩნევენ, მაგრამ კიელინის არ მიაჩნია ეს სწორი და თვლის, რომ ჯერ საკმაოდ ადრეა რაიმეს გადაწყვეტაზე საუბარი…

” შეხვედრა არაფერს არ წყვიტავს საერთოდ და თან ჩემპიონატის სტარტზე. როდესაც ამას ვიძახი, ვგულისხმობ რომ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ შესაძლებლობების და გამოვიყენოთ ყველა ის შანსი, რომელიც გვექნება. კვირის მატჩი სრულებით განსხვავებული იქნება, რადგან ატლეტიკოსა და რომას შორის დღეს უდიდესი სხვაობებია საფეხბურთო ფილოსოფიასთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ შევეცდებით მათ საუკეთესო მოთამაშეებს არ მივცეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, რადგან ჩვენს რიგებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამას მაღალ პროფესიონალურად შეასრულებენ ” .

” სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საჭირო ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც გვეხმარებიან საფეხბურთო ზრდაში და პროგრესირებაში. ვუპირისპირდებით ლიგას, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა სხვადასხვა ფეხბურთელებით, მიზანი კი უცვლელია გვსურს ჩემპიონის ტიტულის დაცვა და ევროპაში ნაყოფიერი ასპარეზობა ” .

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
0
Would love your thoughts, please comment.x