ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა : ” მოუთმენლად ველი რომასთან დაპირისპირებას ”

გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალვარო მორატა ატლეტიკოსთან მატჩში უმნიშვნელოდ დაშავდა, თუმცა მისი ასპარეზობა დედაქალაქელებთან მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღევანდელ ინტერვიუში იტალიელ ჟურნალისტებთან, ესპანელი ფორვარდი კარგ ხასიათზე ჩანდა და რაც მთავარია მისი განცხადებით თავს მშვენივრად გრძნობს : ” თავს კარგად ვგრძნობ და ვთვლი, რომ სრულ მზადყფონაში ვხვდები მატჩს, რომელშიც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. იტალიური დაცვა? სიმართლე გითხრათ არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის უკანა ხაზი ისე მომზადებული, როგორც აპენინებზე. არ ველოდი და ვმუშაობ ყოველ დღე შედეგი გასაუმჯობესებლად “. 

მადრიდის ექს ფორვარდი ბედნიერია კარიერის ტურინში გაგრძელებით…

” დღითი დღე ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ენით აუღწერელია ის სითბო და მზრუნველობა, რაც ტურინში ჩამოსვლის წამიდან ვგრძნობ. ქუჩაშიც კი მშვიდად გასვლა შეუძლებელია, რადგან გულშემატკივრები თბილად მეგებებიან და დიდ სიყვარულს იჩენენ ჩემს მიმართ. აღფრთოვანებული ვარ ტურინით ! რა პოზიციაზე ვგრძნობ თავს უკეთ? უმთავრესია გუნდს მოვუტანო სარგებელი და პოზიციას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ” .

ალეგრისთან ურთიერთობა …

” ყველაფერი იდეალურია. ის ბევრს მუშაობს ჩემთანაც და პარტნიორებთანაც რათა უკეთესად გავითავისოთ ტაქტიკური მანევრები. თანაგუნდელები დიდ დახმარებას მიწევენ და ამისთვის თითოეული მათგანის მადლიერი ვარ ” .

 

წყარო: TuttoSport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x