ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელთა შეფასებები

გთავაზობთ, ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ. სამწუხაროა, რომ ფორვარდები არ არიან კარგად შეფასებულნი, რაც ბუნებრივია რადგან ალეგრის გუნდს ფაქტიურად არაფერი ღირებული არ გაუკეთებია შეტევაში. დაცვის ხაზში კი რომ არა ლიხტშტაინერის სუსტი თამაში ალბათ კიდევ უფრო უკეთესი შეფასებები იქნებოდა …

ბუფონი – 6 – პირველი ბურთი სეზონში, რომელიც მის კარში არდა თურანმა მოათავსა. მოედანს უზომოდ გაცხარებული ტოვებს. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, გამოვყოფდით მანჯუკიჩის საკმაოდ ძლიერ დარტყმულს და ჯიჯის ფანტასტიურ სეივს. ერთი სიტყვით ნუმერო უნო მოწოდების სიმაღლეზეა.

კასერესი – 6 – მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა აწუხებდა რამდენიმე დღის უკან ყოველგვარი პრობლემის და დისკომფორტის გარეშე ერთვება შეხვედრაში და საკმაოდ აქტიურიც არის. რაულ გარსიას სახიფათო თაური გამოაქვს საჯარიმოდან პირველ ნახევარში. საგოლე ეპიზოდის დროს მანჯუკიჩს იყვანდა, თუმცა გოლი არდამ გაიტანა.

ბონუჩი – 6 – ფეხბურთელი, რომელიც უკლებლივ ყველა შეხვედრაში არის ძირითად შემადგენლობაში. იღებს უაზრო ყვითელს ბარათს, თუმცა სხვა მხრივ ჩვეულად საიმედოა და შეცდომებს არ უშვებს.

კიელინი – 6 – ჯორჯო თავიდანვე კეტავს რაულ გარსიას და შემდგომ პოზიციურად ამარცხებს მანჯუკიჩს. ჩვეული კედელი, რომელიც არა მხოლოდ ფეხით არამედ თავითაც თამაშობს. საგოლე ეპიზოდის დროს ცდება პოზიციურად.

ლიხტშტაინერი – 5.5 – სუსტად გამოიყურება შეტევაშიც და დაცვაშიც. საბოლოო ჯამში სწორედ იგი აგვიანებს თურანის საგოლე იერიშის დროს.

ვიდალი – 5.5 – მის ანგარიშზე რვა გატანილი ბურთია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მაგრამ ამ შეხვედრაში იგი კარშიც კი ვერ ურტყავს ხეირიანად. დაცვაში მეტ ნაკლებად ეხმარებოდა გუნდს და შეტევაში ჩილელი თავის თავს არ ჰგავდა. ცუდი ფიზიკური ფორმის ბალანსირება თავგანწირვით სურს, მაგრამ შედეგი აქედან არანაირი.

მარკიზიო – 6 – ისევე როგორც ბუფონი და ბონუჩი, კლაუდიოც ყველა შეხვედრაში სასტარტოშია. ჰქონდა შანსი დაელაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ ბურთი ოდნავ მარცხნივ წავიდა. ისევე როგორც ვიდალი, ეფექტურია უკან , მაგრამ შემოქმედებითი კუთხით ხარვეზები აქვს.

პოგბა – 5 – ისევ ვერ გააქვს ლიგაზე, სადაც მისდამი დიდ ყურადღებას იჩენენ როგორც ფანები ასევე სპეციალისტები. პირველი სერიოზული ტესტი ჩაგდებულია. არანაირი კომბინირება ტევესთან და ლორენტესთან.დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე იღებს ყვითელ ბარათს.

ევრა – 5 – ალეგრის არჩევანი მის სასარგებლოდ სეზონის ამ ნაწილზე გარკვეულ ეტაპზე გასაგებიც არის. ფრანგის დახმარებით გუნდს საჭირებისამებრ შეუძლია ოთხ მცველია ტაქტიკაზე გადაწყობა. სხვა მხრივ საერთოდ არ ჩანს მოედანზე. კაცი “უჩინარი” . სწორედ მას უნდა გადაეკეტა ჰაერი ხუან ფრანისთვის 75 წუთზე, როდესაც გოლი გავიდა ბუფონის კარში.

ლორენტე – 5.5 – გოლები არ არის და ეს უკვე სანერვიულო თემა ხდება. მისი ფორმა შორს არის იდეალისაგან. თუმცა, რაშიც ვერ დავადანაშაულებთ არის ის, რომ იბრძვის ბოლომდე და ცდილობს პარტნიორებზე კომბინირებას.

ტევესი – 5 – მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში მთელი მოედნის პერიმეტრზე აკეთებდა შავ სამუშაოს. არგენტინელს საკმაო სიღრმეში უწევდა ჩასვლა ბურთის მისაღებად. თუმცა, მას ამ საღამოს ფეხებმა უმტყუნა, რამდენიმე შორეული გასროლისას.

ალეგრი – 5 – ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშა და მთელი პირველი 45 წუთი მოაშორა ხიფათი საკუთარ გუნდს. მაგრამ შემდგომ ალბათ არ ეყო გამბედაობა შეტევის გამრავალფეროვნებაში.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

naxevardacvidan pogba aSkarad yvelaze kargi iyo

Vega
9 years ago

აი შემადგენლობაც:

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი – ოგბონა, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ევრა – ტევესი, ლორენტე

რა აიჩემა ეს ევრა ვერ გავიგე … როგორც კონტეს ჰყავდა ამოჩემებული ტრუსინიჩი ისე ალეგრიმაც ამოიჩემა ეგ …. არადა ყველა მატჩი კარგად ითამაშა ასამოამ და რას ერჩის , რას მიაკვდა ამ გამოფიტულ კვერცხს.

არც ლლორენტეა ფორმაში და მისცეს სხვას შანსი.

vakhtang karchava
9 years ago

რაღაა იგი სინათლე,რასაც არ ახლავს ბნელია!:))) ეს იყო სასარგებლო წაგება საჭირო დროს!ზედმეტი ეიფორია ჩაცხრა,მოგებების და მშრალი კარის სერიამ ნამეტანი ამბიციები გამოიწვია,რაც გუნდს ფსიქოლოგიურად დააწვა.ახლა განთავისუფლებულები არიან რეკორდომანიისგან(თუ რავიცი რა დავარქვა)შეცდომებიც გამოჩნდა და იფიქრებენ მაგაზე…თანაც ეს იყო ყველაზე რთული თამაში ჯგუფში და მითუმეტეს ატლეტიკოს წაგების მერე ლოგიკური შედეგი,სამწუხაროდ. :forza: :forza: :forza: სიმეონეს თავმოყვარე გუნდი ქულას ვერ გაატანდა ადვილად ვინც უნდა ყოფილიყო(არ ვიძახი რომ ამის ძალა არ შეგვწევს და ამას ტურინში დავამტკიცებთ),უბრალოდ გარკვეული ხარვეზებია გამოსასწორებელი და იმედია სწორ გზას აირჩევს ალეგრი.

lasha naxucrishvili
9 years ago

მორატა და ასამოა სასტავში მინდა ! რაც შეეხება ამ წაგებას ტრაგედიას ნუ შევქმნით :-)

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x