ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ტურინში თამაში ჩვენი მთავარი იარაღია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “რომასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესს-კონფერენცია გამართა : “ეს ორი რაშის დუელს წააგავს, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან.არც ჩვენ და არც რომაელებს ქულა ჯერ არ დაგვიკარგავს, ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის ეს სერია წარმატებულად გაგრძელდეს.ერთ-ერთი მთავარი იარაღი იუვენტუს სტედიუმია, შესანიშნავი ატმოსფერო და ერთგული ტიფოზები.სეზონის სტარტზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან თამაშმა შეიძლება მთლიან სეზონზე მოახდინოს გავლენა, ეს არ იქნება სკუდეტოსთვის გადამწყვეტი მატჩი, რამეთუ კიდევ გასათამაშებელი 96 ქულაა.საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველი, გუნდები ერთმანეთის სუსტი წერტილების გამოყენებას ეცდებიან.”

ანდრეა პირლო სულ მალე მოედანს დაუბრუნდება : “ანდრეას გუშინ ვესაუბრე, იგი 6 კვირაა მწვანე მინდორს მიღმაა და ახლა ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს.ჩვენ დაველოდებით, როდის იწყება პირლო 100 პროცენტით მზად, იგი “იუვენტუსისთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ორი ვარიანტი მაქვს, ასამოა და ევრა, პატრისმა რამდენიმე მატჩი ითამაშა ზედიზედ, შესაძლოა, ახლა კვადვოს დროა.მორატა და კასერესი ? – ისინი მზად არიან.”

“დიახ, “იუვენტუსმა” მადრიდში წააგო, “რომამ” კი მანჩესტერიდან წამოიღო ქულები, ჩვენს შეხვედრას ტაქტიკურად უფრო ძლიერს ვუწოდებ, გახსნილი თამაში არ ყოფილა, ლოგიკურია.რამდენიმე თვის წინ მადრიდის “ატლეტიკომ” ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, საკუთარ მოედანზე მათთან ჭიდილი ნებისმიერ გუნდს უჭირს, წავაგეთ, თუმცა დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია, წინ კიდევ რამდენიმე თამაშია.”

“ტოტი ? – ფრანჩესკო დიდებული ფეხბურთელია, იგი რომში საკუთარ ისტორიას წერს, იდეალური ათიანი, ისევე როგორც ალესანდრო დელ პიერო ან რობერტო ბაჯო.”რომას” მწვრთნელობა ? – როცა მილანის მწვრთნელი ვიყავი, შემოთავაზება მართლაც მქონდა, მაგრამ უარი განვაცხადე, ცხოვრებაში არაფერს ვნანობ, ახლა ბიანკონერების მთავარი მწვრთნელი ვარ და მაშინ, დედაქალაქში რომ წავსულიყავი, ახლა აქ არ ვიქნებოდი, ასე რომ წარსულზე საუბარს აზრი არ აქვს.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
9 years ago

ალეგრი მაინც შენი…

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x