ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : ” ჩემთვის ტურინი ფულზე მნიშვნელოვანია ”

არტურო ვიდალი ბედნიერი და იღბლიანი ადამიანია, რომლისთვისაც ტურინში ასპარეზობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული და მანჩესტერ იუნაიტედი. მთელი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისელები მაქსიმალურად ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას სხვადასხვა მიმზიდველი წინადადებით, მაგრამ ჩილელი ურყევი იყო : ” ჩემი ადგილი აქ არის “ . მან შეასრულა საკუთარი სიტყვა და ვიდალი კვლავინდებურად ახარებს ტურინელ ტიფოზებს : ” საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას რას წერდნენ პრესის ფურცლებზე. თავს ვგრძნობდი მაქსიმალურად მშვიდად და ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რომ სეზონი წარმატებულად დაგვეწყო. არც კი მიკითხავს აგენტისთვის რა სიტუაცია იყო ჩემს გარშემო შექმნილი. პრინციპული შეთანხმება მაქვს აგენტთან, რომ თუ რაიმე კონკრეტული წინადადება შემოვიდოდა დაუყონებლივ ეცნობა, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია “ .

იმ შემთხვევაში თუ მანჩესტერი კონკრეტული და მიმზიდველი წინადადებით მოგმართავთ, რა იქნება თქვენი პასუხი?

” არ ვიცი რა გიპასუხოთ ეხლა, მაგრამ აქ თავს ვგრძნობ ბედნიერ ადამიანად და ამასთანავე არა მხოლოდ მე, ეს ჩემს ოჯახსაც ეხება. ჩემი ოჯახის ბედნიერება კი მერწმუნეთ იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ვინმეს მიერ შემოთავაზებული მილიონები. იცით, ყოველთვის რთულია მშობლიური სახლის დატოვება. არ მეთანხმებით? ”

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

arturoooooooooooooooooooooooooooo

vakhtang karchava
9 years ago

კაცი ხარ კაცური! :forza: :forza: :forza:

d a v i d
9 years ago

:love:

iuve93
9 years ago

genacvale arturo

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x