ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალის გარშემო შავი ღრუბლებია …

ბოლო პერიოდში არტურო ვიდალის გარშემო სიტუაცია არცთუ სახარბიელო სურათს აქვს ადგილი. გუნდმა იგი საკმაო თანხით დასაჯა არა პროფესიონალური მოქცევისთვის, რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა. როგორც იტალიურ პრესაში იუწყებიან, ჩილელმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად რამდენიმეჯერ დაიგვიანა სამწვრთნელო სესიაზე და როგორც ჩანს კლუბს უკვე აევსო მოთმინების ფიალა. ვარაუდობენ ასევე, რომ ზუსტად ამის გამო იჯდა სათადარიგოთა სკამზე არტურო რომასთან შეხვედრაში და არა სხვა ფაქტორისთვის. ტურინელები ვიდალს 45 მილიონ ევროდ აფასებენ, ხოლო ალტერნატივად მიუნჰენის ბაიერნის შემტევ ნახევარმცველს ჰერდან შაქირს განიხილავს. 22 წლის შვეიცარიელი ფრიად უკმაყოფილოა საკუთარი ყოფით გერმანელთა რიგებში, რადგან გვარდიოლა მიზერულ დროს აძლევს თავის გამოსაჩენად. ჯერჯერობით არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები არტუროს გარშემო, რომელიც უდაოდ ტიფოზერიის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფიგურაა ტურინში, თუმცა თუ ვიდალმა არ გააუმჯობესა საკუთარი თამაში და პლიუს პროფესიონალური მიდგომა სამწვრთნელო სესიაზე და ზოგადად საქმესთან, მაროტა და პარატიჩი არ არის გამორიცხული მალევე შეელიონ სამხრეთ ამერიკელს …

წყარო: Tuttosport 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

33 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
otari kajaia
9 years ago

გასაგებაი რასაც ამბობ, თავის საქმეს აკეთებს მაგრამ იმათთან ვერა როგორ სტილშიც თამაშობენ ტოპ გუნდები, რაც ავღნიშნე და უკან აღარ მიუბრუნდები:) ზუსტად ასე იყო პირლო გაითიშა და იუვეს თამაშის მექანიზმი დაინგრა და ჩამოიშალა მიუნხენში.სისწრაფეს რაც შეეხება აქ ის კი არ იგულისხმება რომ 24 წლის ასაკში გააჩნდა და იყო გამორჩეული ამით ბუნებრივად. თავის ბუნებრივ სისწრაფესაც კარგავს ის რაც გააჩნდა და ფიზიკურ შესაძლებლობებსაც, ახლა რა გინდა მითხრა ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად მონიჭებული შესაძლებლობები გამძლეობა სისწრაფე უცვლელად ნარჩუნდებაა. 24 წლის იგივე იქნება ამ მხრივ და 34 წლისააც.პოზიციას არ ჭირდებაო კი ბატონო სიღრმიდან იწყებს ბურთს იჭერს და თამაში მიყავს ანაწილებს ბურთს, პირლო ასე პირლოობს ავღნიშნე… Read more »

9 years ago
Reply to  otari kajaia

სწორედ პირლო იყო საჭირო ატლეტიკოსთან და მისი გამჭოლი პასები დაკეტილ ზონებში…
და მაგაზე უფრო გამოცდილი ფეხბურთელი ლიგაზე იუვეს არავინ ყავს დღეს…
შესაბამისად მე პირიქით ვფიქრობ, პირლო სწორედ ლიგაზე უნდა გამოიყენოს და იტალიაში დაასვენოს, თუ მაინცდამაინც არ უნდა მისი გადაღლა…

9 years ago

oto-ka

პირლოს სტილია ეგეთი თამაში, პირლო 24 წლისაც მაგ სტილში თამაშობდა და 34 წლისაც… ანუ პირლოს პოზიციას და თამაშს არ სჭირდება სისწრაფე, დრიბლინგი და ა.შ. რომ ასაკმა ხელი შეუშალოს, განსხვავებით დელ პიეროს პოზიციისა…

შესაბამისად მსჯელობა იმაზე, რომ ლიგაზე პირლოს თამაში შედეგს ვერ მოიტანს არასწორია… პირლო თავის საქმეს აკეთებს ნაკრებშიც და იუვეში, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა

9 years ago
Reply to 

ერთ დრიბლინგს ვერ გაიხსენებ პირლოსი, მაგრამ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან შეუძლია გააკეთეს პასი პირლომ ისე რომ მაგას ვერასოდეს იზამს ვიდალი, პოგბა და მარკიზიო. პირლოს შეუძLია დაარტყას ჯარიმა და შეაგდოს, როგორსაც 1000-დან ერთს თუ გაიტანს ვიდალი, პოგბა მარკიზიო… ალეგრიმ ერთხელ ჩ.ა.ი.ჯ.ვ.ა როცა პირლო მილანიდან წავიდა (არ მჭირდება პირლოო რო თქვა) და იგივე თუ გაიმეორა იუვეშიც მაგრად მიქარავს… ერთადერთი მწვრთნელია დედამიწის ზურგზე ალეგრი, ვინც პირლო ვერ მოარგო ტაქტიკას და ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებს, თუნდაც ამ ასაკის პირლოს გუნდში… პირლოს სანამ შეუძლია უნდა გამოიყენო… სხვა საკითხია ის რომ მასზე არ უნდა ააწყო მომავლის გუნდი, იმიტომ რომ 2-3 წელში წავა პირლო და მერე თავიდან გექნება გუნდი… Read more »

irakli28
9 years ago

ეტყობა ვიდალს რო ძველებური შემართებით აღარ თამაშობს.. რარაცამ აურია ტვინი ამ ზაფხულს

otari kajaia
9 years ago

თუ მაგიტომ ამბობ რომ უნდა იყოს ვისიმეს ყურადღებას იპყრობს და აკავებს , არც ეს არის ჩემი აზრით . არავის ჭირდება ცენტრში დაკავება და არავისაც არ აკავებს, ასეთ თამაშის სპეციფიკაში როგორშიც თამაშობენ დიდი გუნდები ლიგაზე პირლო ავტომატურად ნეიტრალირებულია. ამანამ სანამ უკან არ ჩაიწევს მოწინააღმდეგე თავის კარისკენ, მეტისმეტად ახლოს. თUნდაც ავტობუსის ჩაყენების პირობებში პირლო უფრო კომპორტულად იგრდზნობ თავს, ვიდრე იმ მიმდინარეობისას:) ამიტომ რომელ სურათში თუ როგორი თამაშის მიმდინარეობისას უფრო შეიძლება პირლოს გამოყენება და იქნება უფრო სასარგებლო ამაზე ადვილია პასუხის გაცემა:) შეიძლება იპოვოს მომენტი არის ალბათობა 90 წუთში გამუდმებული პრესინგის პირობებშიც , იქნება კიდეც თუმცა ეგ არ არის საკმარისი მაგის იმედად გამოიყვანო.მებრძოლები კი… Read more »

otari kajaia
9 years ago

მე მგონი რაღაცა არარელური აქ არაფერია , ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება, მეკარეს რომ ადარებ ჩემო ძმაო ასაკს და ფეხბურთელის შეუთავსებადია რბილად რომ ვთქვათ. თუმცა მეკარეც ფეხბურთელად იწოდება :) თუმცა გაცილებით ნაკლები ენერგიას ხარჯავს ფიზიკურს ამიტომ უფრო შეუძლია დიდხანს იდგეს ამიტომაც ააქვთ უფრო ხანგძლივი კარიერა უმეტესწილად. პირლოს მარგი ქმედების კოეფიეციენტი მზარდია მაშინ როცა უკვე დავწერე ქვემოთ აღარ გავიმეორებ და მაღალი პრესინგი სწორედ მაგიტომ არის რომ პირლოს გაქანების ფეხბურთელს არ მისცენ საშუალება ამოსუნთქვის.ამიტომაც არის ასეთი ჩემი მოსაზრება ის ტრიო მეომართა ლიგაზე განსაკუთრებით ტოპ გუნდებთან არის მთავარი კვანძი. ეს ჩემი აზრია ყველას თავისი აქვს მაგრამ ამდენი იმიტომ დავწერე ისეთი გამოხმაურება იყო თითქოს პირლოს არვაფასებ… Read more »

otari kajaia
9 years ago

კარგადაც ვაფასებ და მშვენივრად ვიცი პირლოს რა შეუძლია :) მეორეც მარტო სტანდარტული და საჯარიმოს თუ კუთხურის ჩაწოდება რომ იყოს უმთავრესი კომპონენტი დელპიეროს არავინ გაუშვებდა , რადგან ვერცერთს ვერ ასრულებზე მასზე უკეთ ამაში მაინც დამეთანხმებით იმედია :D პირლო გენიოსია უდავოდ , ტექნიკური არსენალით აზროვენბით და საფეხბურთო ინტელექტით , მე არ დამიკნინებია პირლო უბრალოდ ასაკი მაინც თავისას შვება , შენ მკითხე სხვამ რა აჩვენაო სანამ ვუპასუხებ რაღაცას ვიტყვი აჩვენაზე არ არის აქ უფრო ის გავმიჯნოთ რომ ვერ ჩვენება გაფუჭება არ არის და კონკრეტულად მიუნხენში ვერავინ ვერ აჩვენა აი პირლომ ბევრი გააფუჭა . უამრავი შეცდომა და დაკარგვა ბურთის რამააც განაპირობა ალაბას გოლი. თუ… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

პირლოს ბუცი რო ეგდოს მოედანზე უკვე ისაა დიდი ძალა

d a v i d
9 years ago

+1

otari kajaia
9 years ago

ვიდალის წასვლა არ შეიძლება, პირლოთი ჩემპიონთა ლიგაზე ცოდვაა გუნდი ვერაფერს მიაგწევს, პირლოს თავისუფალი სივრცე ჭირდება აიხედოს სიტუაცია შეაფასოს და პასი გააკეთოს მერე . პრესინგის პირობებში კიდევ ძალიან უჭირს როცა ფეხზე აზიან, განსაკუთრებით დიდ გუნდებთან როცა მეორე ნომრად უწევს თამაში იუვეს საერთოდ იკარგება,შიდა ჩემპიონატში სადაც იუვე დომინირებს პირლო იქ უნდა გამოიყენო ტრიოს დასვენების საშუალება ექნება და ლიგაზე ატლეტიკოს , ბარსას ბავარიის და ელიტ გუნდებთან ჩემი აზრით პირლოს მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მცირე იქნება,შეიძლება 30 წUთი თუმცა სასტარტოში არა:) შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს მარა ასეა. ამას წარსული მაგალითებიც აჩვენებს ვერც რეალთან ვერც ბაიერნთან ვერაფერი აჩევენა. არც ჩვენებაზეა საქმე უბრალოდ იმდენჯერ დაკარგა ბურთი… Read more »

9 years ago
Reply to  otari kajaia

ვერ აფასებ კარგად პირლოს და მის შესაძლებლობებს… პირლოს შეუძლუია ერთი პასით მოჭრას მთელი გუნდი და ერთი ერთზე დატოვოს მეკარესთან თანაგუნდელი.
პირლოს ძალიან კარგად შეუძლია ბურთის კონტროლი და დაჭერა.
პირლოს ძალიან კარგად შეუძლია შეასრულოს სტანდარტული, როგორც ჯარიმა ასევე კუთხური.

პირლოს ეხლა არ გემოყენება იქნება ყველაზე დიდი შეცდომა. მანამ სანამ შეუძლია და თამაშობს…
წლები მაინც თავისას იზამს და ადრე თუ გვიან მიხვდება და წავა თავისით, მაგრამ პირლო სკამზე გეჯდეს არასწორია. იმიტომ არა მხოლოდ რომ პირლოა, იმიტომ რომ ზემოთ მითითებულ მაგალითებში, ეგეთი შემსრულებელი არამარტო იუვეს, ბევრ კლუბს არ ყავს თანამედროვე ფეხბურტში

9 years ago
Reply to 

PS. რეალთან და ბავარიასთან ვინ რა აჩვენა სხვამ რო, პირლომ თუ ვერ აჩვენა?
პირლოს მოედანზე ყოფნა, მინიმუმ მოწინააღდეგის ორ ფეხბურთელს აკავებს მის ასაყვანად ცენტრში, რითაც უნდა ისარგებლოს დანარჩენებმა ჩვენს გუნდში.
პირლოს სანამ შეუძლია უნდა ათამაშო და სწორედ ბავარიასთან და რეალთაბ და ბარსას… გამოცდილება კიდე ცალკე თემაა ლიგაზე

d a v i d
9 years ago
Reply to  otari kajaia

საერთო არ გეტანხმები ძმა თუ როგორ შეაფასე პირლო, პირლოს თუ პასის მიცემის დროს გახედვა-გამოხედვა სწირდება მალადეც მაშინ :chuvak: კაცი ისეთ პასებს აძრობს რო 9 კაცს უკან იტოვებს და თანაგუნდელები ერთ-ერთზე გაყავს კლიენტს და შენ რას ამბობ ძმა? მაშინ მაგ ლოგიკით თუ მივყევით რო პირლო დაბერდა ბუფონზე რა ვთქვათ?! :loool: ეხლა ისეთი რამე თქვი პრილოზე მგონია საერთოდ არ გიყურებია პირლოს თამაშებს რაც იუვეში გადმოვიდა!!! :kenwvla:

arseni
9 years ago

ალეგრი საკმაოდ შემტვი ტაქტიკით ათამაშებდა მილანს … 4-3-3 – იმედია იუვესთვისაც შექმნის რაიმე ახალს … კომბინირებული და პოზიციური შეტევის კუთხით ძალია მო0ისუსტბს ეს იუვე და კიდევ ბურთს რომ იღებენ რაღაც არადამაჯერებლები არიან და დიდი ფანტაზიითაც არ გამოირჩვიან .

9 years ago
Reply to  arseni

ალეგრიმ აუცილებელია რამე შეცვალოს… და თავისი ხელწერა დაატყოს გუნდს… ჯერ ჯერობით გუნდში არაფერი შეუცვლია, ისევ 3-5-2 მიდის და ისიც კონტეს დროინდელი ინერციით აგრძელებს გუნდი თამაშს ჯერ…

ალეგრი თუ რამეს არ შეცვლის და მის სტილს და ტაქტიკას არ დანერგავს, 3-5-2-ით იმაზე მეტს ვერანაირად ვერ მიაღწევს, რაც კონტემ მიაღწია…

d a v i d
9 years ago
Reply to 

გეტანხმები ჯერ-ჯერობით ალეგრის ხელი არ ატყვია იუვეს, ეს იგივეა რაც გეგუჩაძე რო წამოვიდა ზესტადან და მის მაგივრად ჭიაბრიშვილი დაინიშნა ე იგივე შემთხვევაა ეხლაც ჯერ ჯერობით :loool:

lasha dolidze
9 years ago

ამაში 60 მილიონს აღარ გადაიხდიან,იმიტო რო თამაშს აშკარად მოუკლო,პლიუს აქვს მუხლის პრობლემა რომელიც არ აძლევს საშუალებას 100% ითამაშოს,ფორმაში არ არი და კაცმა არ იცის როდის ჩადგება,ისევ ამ მუხლის გამო,სწორედ ამიტო გადაწყვიტა მანჩესტერმა შეეწყვიტა მისი ყიდვის მცდელობები…და კიდევ,ვიდალი საოცარი იყო პირველ სეზონში,მეორეში შეინარჩუნა დონე და მესამე სეზონში აშკარა იყო რო ვიდალი ის აგარ იყო რასაც მივეჩვიეთ და პლიუს კიდე ეს ტრავმა… ალეგრი დგას სერიოზული პრობლემის წინაშე,ამ ოთხიდან ვინ უნდა დასვას სკამზე? მარკიზიო? ის წელს საუკეთესოა,პოგბა გასაგებია,პირლო თუ ვიდალი? აქედან სკამხე არავინ დაჯდება და ალეგრი გადააწყდება მეორე პრობლემას რაც უფრო სერიოზულია,აირევა სიტუაცია გასახდელში რაც კარგს რა თქმა უნდა არაფერს მოუტანს გუნდს! და… Read more »

maxo gvazava
9 years ago

მოგესალმებით ყველას დიდი ხანია იუვეს გულშემატკივარი ვარ და მინდა შემოუერთდე ამ დიდ ოჯახს

d a v i d
9 years ago
Reply to  maxo gvazava

:juvee:

d a v i d
9 years ago

თუ ეს სიმათლეა მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე რო ვიდალს წასვლა უნდა ტურინიდან და მიზეზს ეძებს!

d a v i d
9 years ago
Reply to  d a v i d

45 მილიონი ევრო ცოტაა ამაში თუ გასხვისებაა მაშინ 60 მილონი და ეგ არი :chuvak:

iuve93
9 years ago

vidali unda darches ,mis shemcvlels versad ipovnian.namdvili meomaria ,marto iuves fanebs ki ar sxva klubis panebsac evasebat ,aseti top motamasheebit xdeba gundi popularuli.

9 years ago

100 000 ევროთი დაჯარიმდა ვიდალი როგორც ვრცელდება ინფო…
არადა არასწორია ესეთი მიდგომა მისგან, უპატივცემულობაა და მერე რა რომ ალეგრია მწვრთნელი, არ უნდა აურიოს მაინც და იყოს რეჟიმში… კონტეს დროს ვერ ბედავდა დაგვიანებებს და ა.შ.

Di Francesco # 1
9 years ago

მაგით იუვეს მეტი დააკლდებოდა ვიდრე მარკიზიოს
მარკიზიო უფრო ამბიციურ კლუბში წავიდოდა, ხელფასსაც მეტს მიიღებდა და ნდობასაც, ევროპაშიც მეტად დააფასებდნენ
იუვე კიდე მომავალ ლეგენდაზე იტყოდა უვარს და ჩემთვის და არამარტო ჩემთვის იუვე პირველრიგში მისი ყოფილი და მომავალი ლეგენდებით ფასდება

Di Francesco # 1
9 years ago

თუმცა მარკიზიო იმდენად დიდი იუვენტინოა შეუძლია მისი თავი გაწიროს გუნდის გამო, გარკვეულ ეტაპზე დაჩაგვრაც აიტანოს და მისი სახით დიდი ლეგენდა შეუნარჩუნოს იუვეს

bachi chxaidze
9 years ago

ამ ჭორებმა ტვინი გაბურღეს….

Di Francesco # 1
9 years ago

უნდა გაეშვათ ერთერთი და არ აირევოდა სიტოაცია, 3 ადგილზე ოთხი კაცია ან ოთხივე უნდა ათამაშო ან ერთი უნდა გაუშვა
წელს არც მარკიზიო დათანხმდება სკამს და არც ვიდალი

9 years ago

ხოდა მარკიზიო უნდა გაეშვათ :lool: :lool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

გაეშვათ მერე პირველრიგში მე ვიყავი მაგის მომხრე აქ, იუვეს სკამზე მჯდომის ყურება, მანჩესტერის სასტავში მყოფის ყურება მერჩივნა

9 years ago

ამას რაღა დაემართა ტო :|

| Newsphere by AF themes.
33
0
Would love your thoughts, please comment.x