ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა : ” ჩვენ დიდი გუნდი ვართ ”

ამ ეტაპზე იუვეს ფეხბურთელები მთელი მსოფლიოს მაშტაბით არიან მიმოფანტულნი და საკუთარ ნაკრებებს ეხმარებიან დასახული მიზნის მიღწევაში. ალვარო მორატა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავს …

რა მოხდა მანოლასთან შეხლა შემოხლისას? და რატომ გაგაძევათ მთავარმა მსაჯმა?

” სიმართლე გითხრათ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო როკიმ. დიახ, შესაძლოა აგრესიულად წავედი ბურთის ართმევაზე, მაგრამ იმ ეპიზოდში ჩემი გუნდი საჭიროებდა ასეთ მოქცევას, რადგან წინა ეპიზოდში თავად გავხდი კინაღამ სარეკლამო ბანერის ბილბორდი. მანოლასის საქციელით გაკვირვებული დავრჩი, რადგან უხეშობისთვის არც მათ დაუკლიათ. თავად კი გაუნძრევლად ვიდექი და არანაირი პასუხი არ გამიცია. მთავარია გუნდმა მოიგო და ისევ ლიდერები ვართ ” .

ასე ადვილია მორატას გაძევება?

” შესაძლოა. თუმცა იმედი მაქვს არსებობს რაიმე ბერკეტი რითაც გასაჩივრდება დისკვალიფიკაცია, რადგან მე არაფერი ცუდი იმ ეპიზოდში არა გამიკეთებია ” .

როგორ მიმდინარეობს ადაპტაციის პერიოდი აპენინებზე?

” მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ვარჯიშებზე ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ომისთვის ვემზადებით. წუთიც კი არ გვაქვს დასასვენებლად. მთავარი აზრი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობასებაზეა ფოკუსირებული. თუმცა, ეს ჩემთვის არ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს. ეხლა 80 წუთზე ვგრძნობ თავს ისე თითქოს 50 წუთი ვითამაშე. თავდაპირველად რთული იყო შეგუება და უბრალო მოთელვებისას ვიჯექი გაზონზე და არაფერს ვაკეთებდი. ხომ გესმით უბრალოდ აღარ შემეძლო ფეხზე დგომა. თუმცა, ეს დადებითად მიდის საბოლოო ჯამში გუნდისთვის. დიდი გუნდი ვართ და შეგვიძლია მივაღწიოთ გრანდიოზულ მიზნებს ” .

ვინ მოახდინა ტურინში შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

” ალბათ ალვარო პერეირამ, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლამდელთა ჩემპიონატზე გავიცანი. მისი პროგრესი ფანტასტიურია და მერწმუნეთ ეს ბიჭი ბევრს გააკვირვებს. ეხლა კი არგენტინის ნაკრებში მიემგზავრება და იმედი მაქვს სათანადო დონეზე წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს ” .

მატჩის შემდგომ ბევრი იყო სხვადასხვა ფიგურების გამოხმაურებები და ერთ-ერთი ასეთი ტოტიც იყო, რომლის სიტყვები განსაკუთრებული აგრესიით იყო სავსე ბიანკონერის მიმართ…

” მათ რომ მოეგოთ მერწმუნეთ ხმის ამომღები არ იყო არავინ. დაძაბულობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და როდესაც ასეთ დროს ბოლო წუთებზე მარცხდები, ძნელია ამის გაანალიზება. ტოტი – ეს არის დიდი ფეხბურთელი და ნამდვილი ლეგენდა. მაგრამ მას არ უნდა ელაპარაკა ეს ყოველივე “.

იცით, რეალში ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ თუ რატომ გაყიდეს მორატა და მის ნაცვლად რატომ დაიმატეს ჩიჩარიტო ერნანდესი…

” ჩიჩარიტო კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ იგი აკმაყოფილებს რეალის მოთხოვნებს. მას შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი ელემენტი გუნდისთვის, რაც ვიხილეთ უკვე დეპორტივოსთან შეხვედრაში. არიან კიდევ გარეტ ბეილი და ისკო, რომელთაც ძალუძთ ცხრიანზე თამაში. ერთი სიტყვით მათ არ გააჩნიათ ხარვეზი თავდასხმის ხაზის ვარირებასთან, მაგრამ ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში ნაკლებად შედის “.

წყარო: Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

პერეირას იმედი ნაღდად მაქ… არ ჩანს ეგ ბიჭი ღრმა ზამენაზე დასაგდები როჯა და თუ ცოტა თამაშის საშუალება მიეცა ტავის შესაძლებლობების მაქსიმუმში რო დაგვარწმუნებს მჯერა მაგრა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x