“იუვენტუსი” რუგანის გამოისყიდის
ახალგაზრდა იტალიელი მცველის დანიელე რუგანის ბრწყინვალე თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იტალიაში და ანტონიო კონტემ იგი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. რუგანი 1994 წელს დაბადებულია და “ემპოლისა” და “იუვენტუსის” თანამფლობელობაში იმყოფება. Tuttosport-ის ცნობით, “იუვენტუსი” აპირებს რუგანის გამოსყიდვას მომავალ ზაფხულს და მასში 3 მლნ ევროს გადაიხდის, შემდგომ კი რუგანი შავ-თეთრ მაისურს მოირგებს. რუგანიზე ასეთი აზრი გამოთქვა “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლეონარდო ბონუჩიმ: “გაიზრდოს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი დაცვა უმაღლეს დონეზე იქნება. მას აქვს განვითარების სურვილი. მახსოვს, როცა ის “იუვეს” პრიმავერაში თამაშობდა, ჩვენთან მოვიდა და რჩევა გვკითხა, რაც ძალიან დავაფასეთ.”
წყარო: Tuttosport
document.body.innerHTML = ”;